,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2021 წლის 2 ივნისი ქ. ცაგერი |
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) წარმატებული სტუდენტების წახალისება“
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. უკიდურესად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
1. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება გაეწევა:
ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებულია.
2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის უკიდურესად შეჭირვების შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა ;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში-სამსახური) ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და ადგენს ბენეფიციართა სარეზერვო სიას.
4. უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ქ. ცაგერისა და სოფ. ლაჯანის უფასო სასადილოში (ლაჯანის სკოლა-ინტერნატი) ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა)
5. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერისა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.”;
3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა“;
4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების (უსახლკარობის) შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა“;
5. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა“;
6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობისა და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული ხარჯების თაობაზე და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა “;
7. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ჩერნობილის ატომური აფეთქების და 1989 წლის 9 აპრილის დროს დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება.
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც:
ა) 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მოიწამლნენ და აქვთ შესაბამისი სტატუსი;
ბ) უკრაინის ქ. ჩერნობილის ავარიის დროს (იმყოფებოდნენ სამხედრო სამსახურში ან ასრულებდნენ სალიკვიდაციო სამუშაოებს) მოიწამლნენ და აქვთ შესაბამისი სტატუსი.
2. დახმარება განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) დაზარალებულის მოწმობის (სტატუსის) ასლი.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.”.
8. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
„მუხლი 191. წარმატებული სტუდენტების წახალისება.
1. სტუდენტთა წამახალისებელი დახმარება გაიცეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პირველ და მეორე საფეხურზე ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე.
2. წახალისება მიეცემათ სტუდენტებს წელიწადში ერთხელ , ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომლებსაც მიღებული აქვთ შეფასება 91 ქულა და მეტი . თანხა წელიწადში შეადგენს 400 ლარს , ხოლო სოციალურად დაუცველის, ობლისა და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების დახმარება წელიწადში 600 ლარს .
3. დახმარების მისაღებად სტუდენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს :
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
გ) ორი რეკომენდაცია ფაკულტეტის ლექტორისა და დეკანატისაგან.
დ)აკადემიური მოსწრების ფურცელი.
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ვ) ადგილობრივ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში მიღებული ჯილდოები,დიპლომები,სერთიფიკატები , სიგელები-არსებობის შემთხვევაში.
ზ) დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ.
თ)პირადი საბანკო რეკვიზიტები.
ი) სოციალურად დაუცველმა, ობოლმა და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია( სარეიტინგო ქულა, მშობლის გარდაცვალების მოწმობა, მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა და ა.შ.)
კ) მაღალმთიანობის სტატუსი.
4. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში 2020 -2021 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია დახმარების მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრამდე.
5. პროექტი ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდნტების წახალისებას.
6. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული 100% გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფინანსური წახალისება, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვოს სახელმწიფო გრანტის 100% . ერთ კურსდამთავრებულზე გასაცემი ჯილდო არაუმეტეს 1000 ლარისა .
7. წარმოსადგენი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ.
დ) მაღალმთიანობის სტატუსი.
ე) პირადი საბანკო რეკვიზიტები.
ვ) ამონაწერი 100% გრანტის მოპოვების შესახებ”.
|