ცაგერის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2020 წლის 30 დეკემბერი ქ. ცაგერი |
|
2. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, მარტოხელა მშობლის, ვეტერანთა, მძიმე სენით დაავადებულთა ფინანსური დახმარება. უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა.
2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.
3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადაეცემა სოციალური დახმარების გამცემ საბჭოს, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
ა) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება. (გარდა შაბათ-კვირისა).
ბ)ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება.
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უსახლკარო ბენეფიციართა მატერიალური დახმარება.
დ) დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება.
ე) სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება.
ვ) მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.
ზ) ორსულთა დახმარება.
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მატერიალური დახმარება.
ი) მატერიალური დახმარების გაცემა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის;
კ) ომის ვეტერანთა დახმარებები.
ლ) მარტოხელა მშობლის ფულადი დახმარება.
მ) ობოლი ბავშვების ფულადი დახმარება.
ნ) ხანდაზმულთა ფულადი დახმარება.
ო) ჩერნობილის ატომური აფეთქების და 1989წლის 9აპრილის დროს დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება.
პ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა.
ჟ) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის საშობაო, სააღდგომო საჩუქრებით დახმარება.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება საბჭოს მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს.
3. ოჯახს, რომლის წევრებიც პენსიონერები არიან, იღებენ სოციალურ დახმარებას, ამასთანავე ამ ოჯახში არ ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, ამ მუხლით დახმარება არ მიეცემა.
4. ოჯახი, რომელიც განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საკრებულოს წევრის თემის მაჟორიტარი დეპუტატის თანხმობა.
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
2. უსახლ-კარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი.
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების (უსახლკარობის ) შესახებ და საკრებულოს წევრის თემის მაჟორიტარი დეპუტატის თანხმობა.
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
2. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა –100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება დიალიზი.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
2. სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია(300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
3.ონკოლოგიურ პაციენტებს, რომელთაც ჩაუტარდებათ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (400 ლარზე მეტი), დაუფინანსდებათ პაციენტის მიერ გადახდილი თანხის 50%, არაუმეტეს 1000 ლარისა.
4. ოჯახებს, რომელთა მატერიალური შემოსავალი ფიქსირდება 1500 ლარი და მეტი, ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტით დახმარება არ გაეწევა.
5. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვა ამ დებულებით განსაზღვრული მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით, ფულადი დახმარება გაიცემა იმ პუნქტით, რომელიც თანხობრივად მეტია.
6. სხვა მძიმე დაავადებები:
ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები.
ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონით დაავადებული პაციენტები.
გ) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის. იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, (დისცირკულატორული ენცეფალოპათია მე–2,მე–3 ხარისხი). ახალი შემთხვევა 1 წლამდე.
დ) შაქრიანი დიაბეტით ტიპი 1– 2, მძიმე მიმდინარეობით, გართულებული მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით.
ე) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა 2 ხარისხით.
ვ) გულის იშემიური დაავადებები. შუნტირებისა და სტენტირების შემდგომი პერიოდი. (ახალი შემთხვევა 1 წლამდე, გულის ქრონიკული უკმარისობა მე–2, მე–3 ხარისხი.)
ზ) ტოქსიური ჩიყვი მძიმე მიმდინარეობით. (ფორმა–100 შევსებული ენდოკრინოლოგის ან ენდოკრინოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით.)
თ) რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით გართულებული გულის მანკით- გულის უკმარისობა მე-2 ხ, თავის ტვინის რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით.
ი) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მძიმე ფორმით.(გართულებული სისხლდენით და პერფორაციით)
კ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერემბრალური დამბლით და სხვა პარალიზირებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები.
ლ) შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, სახსრების ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით.
მ) სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით.
ნ) ონკოლოგიური დაავადებები მე–2,მე–3 ,მე–4 სტადია, ქიმიო–თერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.(ფორმა–100 (ონკო–ცენტრიდან) შევსებული ონკოლოგის ან ონკოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით) დაავადების გამოვლენიდან 5 წლის განმავლობაში ან რეციდივის არსებობისას.
ო) სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევების დროს მიღებული დაზიანებების მკურნალობა.(ტრავმები, მოწამვლები, გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები-1 წლამდე).
პ) კანის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით.
ჟ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსირებული, ასციტი.
რ) ქრონიკული, არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე–3, მე–4 სტადია. მძიმე მიმდინარეობით.(ფორმა 100 შევსებული უნდა იყოს ანგიოლოგის მიერ ან ანგიოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით).
ს) თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დაავადებები.
ტ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. მე-3-მე-4 სტ.
უ) უსინათლო ინვალიდები.
7. ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 100-დან 250 ლარამდე საბჭოს გადაწყვეტილებით.
8. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100/ა, გაცემიდან 3 თვის განმავლობაში.
დ) ანგარიშ–ფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ - 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
ე) არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საკრებულოს წევრის თემის მაჟორიტარი დეპუტატის თანხმობა.
თ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ქვეპუნქტებით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
ა) ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში გაიცემა თანხა 500 ლარის ოდენობით.
ბ) სამი ტყუპის შემთხვევაში - 1000 ლარი.
2. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, დახმარება განისაზღვროს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით(სრულწლოვანების მიღწევამდე).
3. დახმარების მიმღებმა პირმა - მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები.
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
დ) ქორწინების მოწმობის ასლი.
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
2. დახმარება განისაზღვროს თვეში 100 ლარის პროდუქტით. ამ პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს 12 კვირის და 12 კვირის ზემოთ ორსულებს.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) ორსულის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) ორსულობის დამადასტურებელი ცნობა.
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. (სარეიტინგო ქულა - 100 000-დან ქვემოთ).
დ) ორსულის პირადობის მოწმობის ასლი.
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (მეურვე ან მშობელი).
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი.
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 250 ლარი.
ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (რომლებსაც პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურება 250 ლარი.
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 250 ლარი.
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 250 ლარი.
ე) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 250 ლარი.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (წარმოდგენილი იქნას ბენეფიციარის გარდაცვალებიდან სამი თვის განმავლობაში).
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი.
დ) გარდაცვლილი ვეტერანის/ იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი.
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობისა და, განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული ხარჯების თაობაზე და საკრებულოს წევრის თემის მაჟორიტარი დეპუტატის თანხმობა.
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ზ) გარდაცვლილის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს თითოეულს 200 ლარის ოდენობით.
ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მარჩენალდაკარგულებს, ვეტერანის დღის - 17 ოქტომბრის აღსანიშნავად თითოეულს 150 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) ვეტერანის (ოჯახის სრულწლოვანი წევრის) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის
სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი.
დ) ომის მონაწილის (მარჩენალდაკარგულის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ე) ცნობა შეიარაღებულ ძალებში ვეტერანის სამხედრო სამსახურის შესახებ ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
2. დახმარება განისაზღვრება 250 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
2. დახმარება განისაზღვრება 250 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) მეურვის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
ე) დედ-მამის გარდაცვალების მოწმობის ასლები.
ვ) მეურვის საბანკო ანგარიში.
ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90 წლიდან- 95 წლამდე 200 ლარის ოდენობით, 95-დან 100-წლამდე 250 ლარი, 100 წლიდან ზევით 300 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.
2. სამედიცინო მომსახურეობა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერისა და იურიდიულ პირს შორის, რომელიც უზრუნველყოფს იმ ექიმი-სპეციალისტების გადაყვანას სოფლებში, რომელიც იქნება შესწავლილი სოციალური სამსახურის მიერ.
3. საექიმო ამბულატორიებში გასვლა მოხდეს წელიწადში ერთხელ წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
3. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ (გადაუდებელ შემთხვევაში 2-3-ჯერ)
4. საბჭოს მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, 3-4 დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
6. საბჭო სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
7. საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
8. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი წერილობით დაერთვება ოქმს.
9. საბჭოს ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
10. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
11. მუხლი - 6,7,9,10,11,12,13,14,15,16, 19-ით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათით.
2. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
3. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების (გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე).
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (დანართი №1)ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა
დანართი N1