წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის თაობაზე

მიღების თარიღი 31.05.2021
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2021
matsne.gov.ge 1,276 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მუხლი 2
განპიროვნებული ავტომობილი
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია დროებით სარგებლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
სამორიგეო ავტომობილი
სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურეობრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
საშტატო რიცხოვნობა
ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (10)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან დადიანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.0
ცხენის ძალა არანაკლებ 82
გადაცემათა კოლოფი მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ 3665
სიგანე არანაკლებ 1600
სიმაღლე არანაკლებ 1575
წვა (შერეული წვის პირობებში) 100კმ/ზე არაუმეტეს 9.3 ლიტრი
ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა 4x4
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.03.2021 ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 21.04.2021 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1. რეგულირების სფერო 96% 27.10.2023 მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.03.2019 აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2021 წლის 31 აპრილი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი“ დანართი №1-ის  შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდარეჯან დადიანი დანართი №1   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესი  (შემდგომში – წესი) ადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების გადანაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს და ზღვრული ფლობის ღირებულებას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო; გ) განპიროვნებული ავტომობილიავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია დროებით სარგებლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე; დ) სამორიგეო ავტომობილი – სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურეობრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე; ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა. მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს: ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს; გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილეს; დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს; ე) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს. მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი 1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1ავტომობილი. 2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე. 3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა,რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს. 4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ. მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი   1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის. 2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი მე-3 კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენისძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით. 3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია: ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი; ბ) ძრავის ზეთის ხარჯი; გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი; დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი; ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი; ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი; ზ) ანთების სანთლები; თ) ძრავის ღვედი; ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის  დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 4. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ დაწესებულებას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. შემსყიდველი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“- „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ სააგენტოს პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 5. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი დაწესებულება ატარებს ბაზრის კვლევას  და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა შესაბამისი კლასის მიხედვით (მე-3 კლასი). შემსყიდველი ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. 6. ამ წესის მიზნებისათვის მესამე კლასის ავტომობილები  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს, მათ შორის ზოგადი დანიშნულების: ა) სამორიგეო; ბ) მომარაგების; გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით; დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – დანართი №2-ის შესაბამისად; ე) მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური  მოთხოვნები – დანართი №3-ის შესაბამისად; ვ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის არაუმეტეს – 16800 დოლარის ეკვივალენტი ლარში; ზ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის არაუმეტეს – 24300 დოლარის ეკვივალენტი ლარში. 7. მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №1-ით, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ცხრილი №2-ით. ავტომობილების ზომები განისაზრვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით. მუხლი 6🔗. წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა დაწესებულების სპეციფიკიდან, თავისებურებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.  დანართი №2 მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები მსუბუქი ავტომობილები ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.1 ცხენის ძალა არანაკლებ 77 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ 3850 სიგანე არანაკლებ 1695 სიმაღლე არანაკლებ 1455 წვა (შერეული წვის პირობებში) 100კმ/ზე არაუმეტეს 8 ლიტრი საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერთიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან  JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნა სათადარიგო საბურავი აუცილებელი მოთხოვნა წინა 2 უსაფრთხოების ბალიში აუცილებელი მოთხოვნა კონდიციონერი აუცილებელი მოთხოვნა აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ.გათბობა აუცილებელი მოთხოვნა საჭის გამაძლიერებელი აუცილებელი მოთხოვნა ABS დანართი №3 მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური  მოთხოვნები მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.0 ცხენის ძალა არანაკლებ 82 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი სიგრძე არანაკლებ 3665 სიგანე არანაკლებ 1600 სიმაღლე არანაკლებ 1575 წვა (შერეული წვის პირობებში) 100კმ/ზე არაუმეტეს 9.3 ლიტრი საგარანტიო პირობები 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერთიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან  JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ წინა ორი აუცილებელი მოთხოვნა სათადარიგო საბურავი აუცილებელი მოთხოვნა წინა 2 უსაფრთხოების ბალიში აუცილებელი მოთხოვნა კონდიციონერი აუცილებელი მოთხოვნა აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ.გათბობა აუცილებელი მოთხოვნა საჭის გამაძლიერებელი აუცილებელი მოთხოვნა ABS აუცილებელი მოთხოვნა 4x4