ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №246
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022802
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 289 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 73% 03.06.2021 დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 72% 27.02.2024 ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 72% 10.12.2020 ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 71% 12.11.2020 2024 − 2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 71% 28.02.2023

დოკუმენტის ტექსტი

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №246 2021 წლის 31 მაისი ქ. თბილისი ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჰ​60“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ: ა) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე 2023 წლის 1 იანვრამდე; ბ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე; გ)  0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე; დ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება  80 კვტ-ს 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე; ე) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება  50 კვტ-ს  2026 წლის 1 იანვრიდან  2027 წლის 1 იანვრამდე. მუხლი 2🔗 ყოველი საანგარიშო წლისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული  საწარმოს იდენტიფიცირების მიზნებისთვის, სამსახური ყოველი წლის არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა (გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), აწვდის პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოების სიას ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს. მუხლი 3🔗 1. 2021 წლისთვის, 1 ივლისიდან დაწყებული პერიოდისთვის, ელექტროენერგიის სექტორში მცირე საწარმოს იდენტიფიცირების მიზნებისთვის გამოიყენება საწარმოების 2019 წლის მონაცემები. 2. სამსახურმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიწოდება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი