ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №740 |
|
2020 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“:
ა) რიონი ჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 48 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 54 მგვტ) – 2022 წლის პირველ მაისამდე;
ბ) გუმათი ჰესების კასკადი (საპროექტო სიმძლავრე − 66.8 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 71.2 მგვტ) – 2024 წლის პირველ მაისამდე;
გ) ძევრულა ჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 80 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 80 მგვტ) – 2026 წლის პირველ მაისამდე;
დ) ლაჯანური ჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 111.87 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 113.7 მგვტ) – 2027 წლის პირველ იანვრამდე.
2. სს „ხრამჰესი 1“ − ხრამი 1 ჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 112.8 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 112.8 მგვტ) – 2027 წლის პირველ იანვრამდე.
3. სს „ხრამჰესი 2“ − ხრამი 2 ჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 110 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 114.4 მგვტ) – 2027 წლის პირველ იანვრამდე.
4. შპს „ენგურჰესი“ – ენგურჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 1300 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 1300 მგვტ) – 2030 წლის 31 დეკემბრამდე.
5. შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ – ვარდნილჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 219.9 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 219.9 მგვტ) – 2030 წლის 31 დეკემბრამდე.
2. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების:
ა) ამოქმედებამდე, თავიანთ მომსახურებას აგრძელებენ გარდამავალ პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ამოქმედების შემდეგ, კონცეფციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზრებზე კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულებების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2020.
- როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“?
- „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ მიღებულია 10.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №740. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.10.003.022462.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“, №740, 10.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022462 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5050308/