წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების წესის შესახებ
მიღების თარიღი 01.06.2021
ძალაში შესვლა 01.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №251
სარეგისტრაციო კოდი სადაზღვევო თანხა:
INSURANCE AMOUNT:
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2021
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| სადაზღვევო თანხა: INSURANCE AMOUNT: | --------------------------------------------------------- |
| დაზღვევის ტერიტორია: TERRITORY OF INSURANCE: | --------------------------------------------------------- |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის ავტობუსების პროექტი) აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით“ საგრანტო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“
დოკუმენტის ტექსტი
წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების წესის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №251
2021 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების წესის შესახებ
მუხლი 1🔗
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-5 პუნქტისა და 26-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ადმინისტრირება
1. იმ პროდუქტის იმპორტში (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში) დეკლარირებისას, რომელზეც შემოღებულია წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება, დეკლარანტი ვალდებულია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად:
ა) წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შესაბამისი თანხა გადარიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302006000); ან
ბ) უზრუნველყოფის ფორმით, წინასწარ შეფასებული ანტიდემპინგური ტარიფის შესაბამისი თანხა განათავსოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302006000) ან წარადგინოს ამავე ოდენობის გარანტია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების გარეშე დაუშვებელია იმ პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, რომელზეც შემოღებულია წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება.
მუხლი 3🔗. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის გადახდა
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე (შემდგომში – დეპოზიტი) წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის გადახდის შემთხვევაში, დეკლარანტი წარადგენს საგადახდო დავალებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
2. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, დეპოზიტზე გადარიცხული წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მიერ გონივრულ ვადაში გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. წინასწარ ანტიდემპინგურ ტარიფზე დაბალი სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ან საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ზედმეტად გადახდილი თანხა სახაზინო სამსახურის მიერ 90 დღის ვადაში უბრუნდება გადამხდელს.
მუხლი 4🔗. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების უზრუნველყოფის თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, დაბრუნება, ბიუჯეტში გადარიცხვა
1. დეპოზიტზე თანხის განთავსების შესახებ დეკლარანტი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს საგადახდო დავალებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ პირობებს.
2. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ამოქმედების შემდეგ, თუ დეკლარანტის მიერ განხორციელდა წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით დეპოზიტზე განთავსებული თანხის ოდენობის სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ანგარიშზე სხვა წყაროდან თანხის ჩარიცხვა, ამ დეპოზიტზე არსებული თანხა დეკლარანტს უბრუნდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.
3. თუ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში არ სრულდება წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების უზრუნველყოფით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დეკლარანტს მოსთხოვოს სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხის სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის სახაზინო ანგარიშზე განთავსება, მოთხოვნის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სახაზინო სამსახური სადეპოზიტო ანგარიშზე არსებულ უზრუნველყოფის თანხას გონივრულ ვადაში გადარიცხავს სახელმწიფო ბიუჯეტის სპეციალურ ანტიდემპინგურ ანგარიშზე.
მუხლი 5🔗. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით გარანტიის წარდგენა
1. გარანტიის გამცემი (შემდგომში – გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
2. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების მოქმედების ვადას არანაკლებ 10 კალენდარული დღით.
4. გარანტია უნდა იყოს ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ პროდუქტზე წარმოშობილი ანტიდემპინგური ღონისძიებები.
მუხლი 6🔗. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების უზრუნველყოფის ფორმით წარსადგენი გარანტიის სახეები, ფორმები და გარანტიის გაუქმება/შესრულება
1. გარანტიის სახეებია:
ა) საბანკო გარანტია (დანართი №1);
ბ) ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი (დანართი №2).
2. საბანკო გარანტია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გარანტორის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;
ბ) პრინციპალის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) ბენეფიციარი;
დ) გარანტიის ობიექტი და გარანტორის ვალდებულება;
ე) გარანტიის თანხა და გარანტიის მოქმედების პერიოდი;
ვ) დადასტურება, რომ გარანტორი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. დაზღვევის პოლისი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მზღვეველის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;
ბ) დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;
გ) დაზღვეული (მოსარგებლე);
დ) დაზღვევის ობიექტი;
ე) სადაზღვევო თანხა;
ვ) დაზღვევის მოქმედების პერიოდი;
ზ) დადასტურება, რომ გარანტორი (მზღვეველი) იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს) ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4. საბანკო გარანტიის ან დაზღვევის პოლისის წარდგენის შემთხვევაში:
ა) შემოსავლების სამსახური განიხილავს საბანკო გარანტიას/დაზღვევის პოლისს, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ბ) წერილობითი ფორმით წარდგენილი საბანკო გარანტიის/დაზღვევის პოლისის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ახორციელებს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ვალდებულ პირს.
5. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გარანტიის მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე, გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების ან საგარანტიო პირობების შესრულების შემთხვევაში წარდგენილი გარანტია უქმდება.
7. თუ სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიება შემოღებულია უზრუნველყოფის ფორმით – გარანტიის სახით (წინასწარ ანტიდემპინგურ ტარიფთან ერთად ან დამოუკიდებლად) და შეიძლება, წარმოიშვას სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების ნაწილობრივ შესრულების ვალდებულება, შესაბამისი პირის განცხადების საფუძველზე უქმდება უზრუნველყოფის ფორმით წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხის შესაბამისი ნაწილი.
მუხლი 7🔗. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირება
1. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ამოქმედების დღიდან, პროდუქტის იმპორტში (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში) რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციას თან უნდა დაერთოს სპეციალური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული შესაბამისი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ პირობებს.
2. დაუშვებელია სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ბიუჯეტში სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე იმ პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, რომელზეც შემოღებულია სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი.
3. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის გადარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში ხორციელდება სახაზინო კოდზე – 302003296.
მუხლი 8🔗. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის დადგენილი ვადის გაგრძელება
იმ შემთხვევაში, თუ შემოღებული სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ვადის გაგრძელების მიზნით განხორციელებული განმეორებითი შესწავლის შედეგად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ვადის გაგრძელების თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის პირველადი ვადის ამოწურვიდან აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პერიოდში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის სახით გადახდილი თანხა 90 დღის ვადაში უბრუნდება გადასახადის გადამხდელს, სახაზინო სამსახურის მიერ.
მუხლი 9🔗. ანტიდემპინგური ღონისძიების შეუსრულებლობა
1. წინასწარ ანტიდემპინგურ ტარიფზე მაღალი სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შემთხვევაში ტარიფებს შორის სხვაობის თანხა გადარიცხული უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ვალდებული პირის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ.
2. „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებისთანავე, ვალდებულ პირს ეგზავნება შეტყობინება სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფით გათვალისწინებული შესაბამისი თანხების 5 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის შესახებ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისას, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ვალდებული პირის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ.
დანართი №1
ვალდებულების შესრულების გარანტია GUARANTEE
OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY საბანკო
გარანტია
BANK GUARANTEE
№ ----------- -----” ----------------- 20-- წ.
გარანტორის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ---------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
GUARANTOR:
პრინციპალის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი ------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
PRINCIPAL, THE IDENTIFICATION CODE
ბენეფიციარი: ---------------------------------------
BENEFICIARY:
გარანტიის ობიექტი: -------------------------------------------
OBJECT OF GUARANTEE:
გარანტორის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის
GUARANTOR`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და
გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
გარანტიის თანხა: -------------------------------------------------------
GUARANTEE AMOUNT:
გარანტიის მოქმედების ტერიტორია: ------------------------------------------
TERRITORY OF GUARANTEE
VALIDITY:
გარანტიის მოქმედების პერიოდი: -------------------------------------------
PETIOD OF GUATANTEE VALIDITY:
ხელმოწერა
გარანტორი: Signed
GUARANTOR: ------------------------------------------
ბ.ა.
დანართი №2
ვალდებულების შესრულების გარანტია GUARANTEE
OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY ფინანსური
რისკის დაზღვევის პოლისი
CERTIFIСATE OF FINANCIAL RISK INSURANCE
№ ----------- „-----” ----------------- 20-- წ.
მზღვეველის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ---------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
INSURER:
დამზღვევის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
POLICYHOLDER:
დაზღვეული (მოსარგებლე): ----------------------------------------
INSURED (BENEFICIARY):
დაზღვევის ობიექტი: ------------------------------------------------
OBJECT OF INSURANCE:
მზღვეველის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის
INSURER`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და
გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს) ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
სადაზღვევო თანხა:
INSURANCE AMOUNT:
---------------------------------------------------------
დაზღვევის ტერიტორია:
TERRITORY OF INSURANCE:
---------------------------------------------------------
გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობა: ---------------------------------------
PREMIUM:
დაზღვევის პერიოდი: ---------------------------------------------------------
PERIOD OF INSURANCE:
მზღვეველი/Insurer
დამზღვევი/Policyholder
დაზღვევის პირობებს გავეცანი და ვეთანხმები
I heve read and agreed to the insurance condition
-----------------------------------------
-----------------------------------------
ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal
ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal