“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 28.12.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 310.060.010.11.115.004.577
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 05/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.010.11.115.004.577
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №54
2000 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, „სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №282 „საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამების შესახებ“ (გეგმა 48-ე პუნქტი); 1999 წლის 15 აპრილის №145 „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ და 2000 წლის 26 ივლისის №321 „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“ ბრძანებულებების შესაბამისად, საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე რეგულარული მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას სათანადო წესრიგის დამყარების მიზნით:
1. დამტკიცდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344-009-2000 „სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესი“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
3. წესის აღსასრულებლად სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ (დ. ძოწენიძე) ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოს მოსამზადებელი-საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება, ბილეთების თუ სხვა დოკუმენტების ფორმების ბლანკების დამზადება და გადამზიდავებზე დროული და შეუფერხებელი მიწოდება.
მ. ადეიშვილი