„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№08
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება
№08

2021  წლის 3 ივნისი

ქ. ბათუმი

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

ა) წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკრეტული კურსის ინსტრუქტორისა და შემფასებლის მიმართ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია დანართი №2-ით.“

მუხლი 2🔗

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი

დანართი №2

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აღიარებული საწვრთნელი კურსების (პროგრამების) ინსტრუქტორებისა და შემფასებლების მიმართ

აღიარებული საწვრთნელი კურსი (პროგრამა)

ინსტრუქტორი და/ან შემფასებელი

საბაზისო წვრთნები (BST), რეგულაცია VI/1

პირადი გადარჩენის მეთოდები

ცხრილი A-VI/1-1

უნდა ფლობდეს პირადი გადარჩენის მეთოდების კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და

უნდა გააჩნდეს ნაოსნობის არანაკლებ 2 (ორი) წლის სტაჟი.

ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა

ცხრილი A-VI/1-2

უნდა ფლობდეს ხანძრის თავიდან აცილების და ხანძრთან ბრძოლის კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და

უნდა გააჩნდეს ნაოსნობის არანაკლებ 2 (ორი) წლის სტაჟი.

ელემენტარული პირველადი დახმარება ცხრილი A-VI/1-3

უნდა იყოს მოქმედი ექიმი და ჰქონდეს არანაკლებ ექიმად მუშაობის 1 წლის სტაჟი;

ან

2.  მართვის დონის მეზღვაური, რომელსაც გააჩნია ორივე, სამედიცინო პირველადი დახმარების და სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა

ცხრილი A-VI/1-4

უნდა ჰქონდეს გავლილი საბაზისო წვრთნების კურსი;

უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის ან სამანქანე განყოფილების მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის ან უფრო მაღალ რანგში ნაოსნობის არანაკლებ 1 (ერთ) წლის სტაჟი.

კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა (FRB),ცხრილი A-VI/2-1

უნდა ფლობდეს FRB კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და

უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 წლის ნაოსნობის სტაჟი კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.

სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა (FRB),S ცხრილი A-VI/2-2

1. უნდა ფლობდეს FRB კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და

2. უნდა გააჩნდეს სწარფმავალი სამაშველო კატარღით აღჭურვილ გემზე არანაკლებ 1 წლის ნაოსნობის სტაჟი კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.

ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი (AFT)

ცხრილი A-VI/3

უნდა ფლობდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოეუბული კურსის სერტიფიკატს;

უნდა იყოს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი;

და

უნდა გააჩნდეს მართვის დონის არანაკლებ 6-თვიანი ცურვის სტაჟი.

პირველადი სამედიცინო დახმარება (MFC),ცხრილი A-VI/4-1

უნდა იყოს მოქმედი ექიმი

და

უნდა გააჩნდეს მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლის გამოცდილება.

სამედიცინო მომსახურება (MFC)

ცხრილი A-VI-4-2

უნდა იყოს მოქმედი ექიმი, ექიმად არანაკლებ 5 (ხუთი)-წლიანი სამუშაო გამოცდილებით.

გემის უშიშროების ოფიცერი (SSO)

ცხრილი A-VI/5

უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს;

უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი 2001 წლის შემდეგ.

უშიშროებასთან დაკავშირებული უნარჩვევები (SEC)

ცხრილი A-VI/6-1

1.  უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს;

2.  უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3.  უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი 2001 წლის შემდეგ.

უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები (SEC)

ცხრილი A-VI/6-2

უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს;

უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3.  უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი        ნაოსნობის სტაჟი 2001 წლის შემდეგ.

ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები (OCG)

ცხრილი A-V/1-1-1

უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების წვრთნის და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სერტიფიკატს;;

უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ან ქიმმზიდ ტანკერებზე ექსპლოატაციის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (OCG)

ცხრილი A-V/1-1-2

უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (OCG)

ცხრილი A-V/1-1-3

1.  უნდა ფლობდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზირებული წვრთნის სერტიფიკატს;

2.  უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს ქიმმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა (LPG)

ცხრილი A-V/1-2-1

1. უნდა ფლობდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზირებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან მართვის       დონის  კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გაჩნდეს:

თხევად აირმზიდ ტანკერებზე მართვის ან ექსპლოატაციის დონეზე ცურვის არანაკლებ 1 წლიანი ნაოსნობის სტაჟი; ან

სატვირთო ოპერაციების მართვის (Loading Master) არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (LPG)

ცხრილი A-V-1-2-2

უნდა ფლობდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზირებული წვრთნის სერტიფიკატს;

უნდა გააჩნდეს მართვის დონის კვალიფიკაციის სერტიფიკატები;

და

უნდა გააჩნდეს:

თხევად აირმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლის სტაჟი; ან

სატვირთო ოპერაციების მართვის (Loading Master) არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

არაორგანიზირებული ხალხის მასების მართვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის (PSS)

სექცია A-V2(.1) და (.2)

უნდა ფლობდეს არაორგანიზირებული ხალხის მასების მართვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის წვრთნის სერტიფიკატს;

უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის (ან უფრო მაღალი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწედ არანაკლებ 1 წლის ნაოსნობის სტაჟი სამგზავრო გემებზე,.

კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა, მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფა, (PSS)

სექცია A-V/2(.3) და (.4)

უნდა ფლობდეს კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა, მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფის წვრთნის სერტიფიკატს;

უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწედ არანაკლებ 1 წლის ნაოსნობის სტაჟი სამგზავრო გემებზე,.

GMDSS რადიო ოპერატორი,ცხრილი A-IV/2

უნდა გააჩნდეს რადიოოპერატორის სერტრიფიკატი; და

● უნდა გააჩნდეს გემის GMDSS -ით მართვის სავახტო თანაშემწედ ცურვის არანაკლებ 2 წლის სტაჟი, როგორც მოითხოვება SOLAS ’74-ით; ან

● საზღვაო სფეროში GMDSS რადიოპერატორად   მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი

ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემის (ეკმდის) გამოყენება (ECS)

უნდა ჰქონდეს გავლილი ეკმდის-ის გამოყენების წვრთნა და მისი გაახლებული ვერსია (2012);

უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის (ან უფრო მაღალი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

უნდა გააჩნდეს ეკმდის-ით აღჭურვილ გემზე არანაკლებ 1 წლის სავახტო თანაშემწედ ნაოსნობის სტაჟი.

ინსტრუქტორების წვრთნის კურსი (IMO მოდელ კურსი 6.09) (TOT)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის    სერტიფიკატი; და

ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ან

2. გააჩნდეს მინიმუმ 3-წლიანი პედაგოგიური    გამოცდილება;

გააჩნდეს საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული ცოდნა, რაც დასტურდება განათლებით ან სტაჟით; და

ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

სიმულატორის ინსტრუქტორების (IMO მოდელ კურსი 6.10) წვრთნის კურსი (TOT)

უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

სიმულატორის ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები (CDH)

1.     უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემწამყვანის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გააჩნდეს მშრალტვირმზიდი ტიპის გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი.

სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (ETM)

1.    უნდა ფლობდეს სამანქანე განყოფილების რესურსების მართვის მართვის სერტიფიკატს;

2.    უნდა გააჩნდეს მართვის დონის მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3.    უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონის მექანიკოსად მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მინიმუმ 3 (სამი) თვე 2012 წლის შემდეგ.

სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (BTM)

1.    უნდა ფლობდეს სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის სერტიფიკატს;

2.    უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3.    უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მინიმუმ 3 (სამი) თვე 2012 წლის შემდეგ.

ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა (LDT)

1.    უნდა ფლობდეს ხელმძღვანელობა და გუნდური მართვის სერტიფიკატს;

2.    უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3.    უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მინიმუმ 3 (სამი) თვე 2012 წლის შემდეგ.

ხელმძღვანელობა და მართვის უნარ-ჩვევები (LDM)

1.    უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2.    უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მინიმუმ 3 (სამი) თვე 2012 წლის შემდეგ.

რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადილოკაციური გავლება, არლგს გამოყენება (RNA)

უნდა გააჩნდეს რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო სამაშველო ოპერაციების სერტიფიკატი;

უნდა გააჩნდეს მართვის დონის (გემთწამყვანი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

უნდა გააჩნდეს მართვის დონეზე გემზე ცურვის არანაკლებ 1 წლის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო სამაშველო ოპერაციები (RBS)

უნდა გააჩნდეს რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო სამაშველო ოპერაციების სერტიფიკატი;

უნდა გააჩნდეს მართვის დონის (გემთწამყვანი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

უნდა გააჩნდეს მართვის დონეზე გემზე ცურვის არანაკლებ 1 წლის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (CBO)

1.   უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2.   უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3.   უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (CBC)

1. უნდა ფლობდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2.   უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3.   უნდა გაჩნდეს ქიმმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

მაღალი ძაბვა (HVC)

უნდა გააჩნდეს მაღალი ძაბვის სერტიფიკატი;

უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემის მექანიკოსის ან ექსპლოატაციის დონის ელექტრომექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

უნდა გააჩნდეს კომპეტენციის სერტიფიკატის შესაბამის თანამდებობაზე გემზე ცურვის არანაკლებ 1 წლის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

გემის პერსონალის წევრი (PER)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2.     უნდა გაჩნდეს გემზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი;

თევზსაჭერი გემის პერსონალის უსაფრთხოების საბაზისო წვრთნა

1. ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც განსაზღვრულია „საბაზისო წვრთნები“ ინსტრუქტორისთვის.

გემის მართვა და მანევრირება (SHC)

1.    უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემთწამყვანის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2.    უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი.

ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა (SBF)

1. უნდა ფლობდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოეუბული კურსის სერტიფიკატს;

2.     უნდა იყოს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი;

და

3. უნდა გააჩნდეს მართვის დონის არანაკლებ   6-თვიანი ცურვის სტაჟი; ან

იყოს მეხანძრე მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟით.

ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემა (IGC)

1.    უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2.    უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3.    უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

ინერტული აირების სისტემის გამოყენება (COW)

1.     უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2.     უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3.     უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

საზღვაო კულინარია

მოითხოვება რამდენიმე ინსტრუქტორი:

1. უნდა გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული   განათლება საზღვაო სფეროში ან/და იურიდიული განათლება, რომელიც დასტურდება საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილებით ან პუბლიკაციით;

2. უნდა გააჩნდეს უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება;

3. უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ინგლისური ენის ფილოლოგიაში ან ინგლისური ენის სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან – უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება და საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილება ან პუბლიკაცია;

4. უნდა გააჩნდეს საექიმო განათლება/დიპლომირებული მედიკოსი;

5. უნდა გააჩნდეს კულინარიის ხელოვნების/მზარეულის კვალიფიკაცია ან არანაკლებ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ფართო პროფილის სამზარეულოში.

აირზე და დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საბაზისო წვრთნა (IGB)

1. უნდა გააჩნდეს აირმზიდ გემებზე მართვის ან ექსპლოატაციის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვიანი გამოცდილება.

აირზე და დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზებული წვრთნა (IGA)

1.  უნდა გააჩნდეს აირმზიდ გემებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვიანი გამოცდილება.

პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლოატაციის საბაზისო წვრთნა (PCB)

1.   უნდა გააჩნდეს პოლარულ წყლებში მცურავ გემებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება.

პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლოატაციის სპეციალიზებული წვრთნა (PCA)

1.  უნდა გააჩნდეს პოლარულ წყლებში მცურავ გემებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება.