ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 01.06.2021
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2021
matsne.gov.ge 321 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის - უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 04.06.2019 ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის ერთი მონაკვეთისათვის ამაღლების ქუჩის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 03.04.2025 ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ორი იდენტური სახელწოდების მქონე (ვანო სარაჯიშვილის ქუჩა) ერთი ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 07.11.2024 ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის „ბერი გაბრიელ სალოსის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 03.04.2025 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში მდებარე ცენტრალური N2 ქუჩისათვის სასულიერო პირის „დეკანოზ დავით გრიგალაშვილის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 07.11.2024

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელის მინიჭების შესახებ  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  განკარგულება № 25  2021 წლის 1 ივნისი ქ. ხაშური ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანის“ სახელის მინიჭების შესახებ  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 21 მარტის წერილის საფუძველზე, რეგისტრირებულია ინიციატივა ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები წინააღმდეგი არ არიან და ეთანხმებიან გეოგრაფიული ობიექტის სახელდებას. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, კანონით დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქუჩის მონაკვეთისათვის სამშობლოს დაცვისთვის დაღუპული მეომრების სახელის მინიჭება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ქალაქ ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთს (მდებარეს: ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სიგრძე 150 მეტრი, სიგანე 10 მეტრი, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სასეირნო პარკი, დასავლეთით - N1 საჯარო სკოლა, სამხრეთით - სააკაძის ქუჩა, ჩრდილოეთით - ტაბიძის ქუჩა, კოორდინატებია X-383589, YY-4650263, X-383687, YY-4650157) მიენიჭოს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელი. 2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას; 3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ–გვერდზე www.khashuri.org.ge-ზე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                                 ზურაბ ნოზაძე