ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში მდებარე ცენტრალური N2 ქუჩისათვის სასულიერო პირის „დეკანოზ დავით გრიგალაშვილის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №57 |
|
2024 წლის 7 ნოემბერი ხაშური |
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან არაა გასული დეკანოზ დავით გრიგალაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი, მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 1 აგვისტოს №43 განკარგულებით, დაშვებული აქვს გამონაკლისი. ამავე დადგენილების საფუძველზე, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ასევე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევა. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში მდებარე ცენტრალურ ქუჩა №2-ს მიენიჭოს „დეკანოზ დავით გრიგალაშვილის“ სახელი.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას;
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გამრეკელი