„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.115.016336
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2021 წლის 4 ივნისი

დაბა ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის‘’ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგის მიხედვით:

1. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი:

კ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებების კოდექსის“ საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის ჩატარება“.

2.დებულების მე-5-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები

სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციის ბაზის შექმნასა და მათი სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;

ვ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას;

ზ ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურეობებში ჩართვასა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის დაუყონებლივ შეტყობინებას;

ი) ოჯახში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;

კ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებასა და მათში ჩართვის ხელშეწყობას;

ლ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;

მ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

ნ) ბავშვის უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობის კოორდინაციას;

ო) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სპორტის დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით რეკომენდაციების შემუშავებას;

პ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცესზე მონიტორინგის გაწევას;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციათა განხორციელებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.06.2021.
როდის იქნა მიღებული „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.06.2021. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.115.016336.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №10, 04.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016336 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5184986/