„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2021 წლის 7 ივნისი ქ. თერჯოლა |
„მუხლი 1163. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის, მმართველობის, შემადგენლობის, უფლებამოსილების ვადისა და საქმიანობის გასაზღვრის წესი
1. საბჭოს თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი დავალებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და საბჭოს წევრებისაგან.
3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და განკარგულებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, მერიის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთულის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის, ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, აგრეთვე საბჭოს დებულებით განსაზღვრული სხვა პირები.
5. საბჭოს წევრის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას ან/და მუშაობის გამოცდილებას. სასურველია, საბჭოში დაცული იყოს გენდერული ბალანსი.
6. გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოში მუშაობის მიზნით, წევრებად, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შესაძლებელია მოწვეულ იქნენ საკრებულოს წერები და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები, მათი თანხმობით.
7. საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმას განსაზღვრავს საბჭო.
8. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, საბჭოს თავმჯდომარეობს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თუ საკრებულოს მოადგილე არჩეული არ არის საკრებულოს უხუცესი წევრი.
9. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო იქმნება შესაბამის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით და მის შექმნის, საბჭოს/ წევთა უფლებამოსილების ცნობის ან/და შეწყვეტის და საქმიანობის წესი განისაზღვრება ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2021.
- როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.06.2021. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.126.016355.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №13, 07.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.126.016355 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5186037/