📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ

მიღების თარიღი 09.06.2021
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.119.016454
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 976 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.08.2020 მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.07.2022 ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.07.2025 მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 18.08.2022 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 01.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2021 წლის 9 ივნისი ქ. ხონი „ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ“ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის „ა,დ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-25 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული დებულება „ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ“ მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №14 დადგენილება (www.macne.gov.ge ს.კ. 010320000.35.119.016240 24/04/2015) „ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის შესახებ“  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს. 2. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება მოიცავს შემდეგ წოდებებს: ა) „ხონის საპატიო მოქალაქე.“ ბ) „დამსახურებული მოღვაწე“ (მაგ., დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული სპორტსმენი და სხვა). 3. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას ანიჭებს ხონის მუნციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო წოდების საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტით, ხონის მუნიციპალიტეტის მერი. 4. ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის საფუძველზე. 5. საპატიო წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, წყვეტს ხონის მუნიციპალიტეტის მერი და გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 2🔗. „ხონის საპატიო მოქალაქის“ წოდება 1.„ხონის საპატიო მოქალაქის“ წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქე(ებ)ს, უცხო ქვეყნის მოქალაქე(ებ)სა და მოქალაქეობის არმქონე პირებს: ა) საქართველოს მოქალაქეებს – ხონის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო; ხონზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის; ასევე ხონელების ერთგული მსახურებისათვის. ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე(ებ)სა და მოქალაქეობის არმქონე პირებს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხონის მუნიციპალიტეტის წინაშე; ხონის მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.  მუხლი 3🔗.  „დამსახურებული მოღვაწის“ წოდება 1.„დამსახურებული მოღვაწის“ წოდება ენიჭება პირს, რომელმაც პიროვნული და პროფესიული დამსახურებებით, მიღწევებითა და შესაძლებლობებით თავი გამოიჩინა რომელიმე სფეროში (დარგში) და ხელი შეუწყო შესაბამისი სფეროს (დარგის) პოპულარიზაციას ხონის მუნიციპალიტეტში (მაგ., დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული სპორტსმენი და სხვა) 2. „დამსახურებული მოღვაწის“ წოდების კანდიდატი კომპლექსურად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის არანაკლებ ოცდაათ წლიანი გამოცდილებით; ბ) მნიშვნელოვანი წვლილისთვის დარგის/სფეროს განვითარებაში; გ) სამეცნიერო მიღწევებისთვის; მუხლი 4🔗. ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს ხუთ პირს. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ. მინიჭების საზეიმო ცერემონიალი-წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელისა და მედალიონის გადაცემა ხდება ყოველი წლის 6 მაისს - გიორგობის დღეს, ხონელობის დღესასწაულზე. 3. საპატიო მოქალაქეს შეიძლება გადაეცეს შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯილდო ან დაუწესდეს რაიმე შეღავათები. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში საპატიო მოქალაქის წოდების მიმნიჭებელ ორგანოს უფლება აქვს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭოს პირს ამ წესის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების გათვალისწინების გარეშე. 5. ხონის საპატიო მოქალაქის წოდებისა და მედალიონების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან: ა) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. ბ) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები; გ) საპატიო მოქალაქეები; დ) მასმედიის წარმომადგენლები; ე) გამოჩენილი ადამიანები; ვ) მოწვეული სტუმრები; ზ) საპატიო მოქალაქის ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები. მუხლი 5🔗. „დამსახურებული მოღვაწის“ წოდების მინიჭება 1.„დამსახურებული მოღვაწის“ წოდების მინიჭება ხორციელდება დამსახურებული მოღვაწის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. 2. „დამსახურებული მოღვაწის“ წოდებებისა და მედალიონების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან: ა) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. ბ) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები; გ) მასმედიის წარმომადგენლები; დ) მოწვეული სტუმრები; მუხლი 6🔗. ხონის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჯგუფებს. 2. საპატიო წოდების კანდიდატის წარდგენის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა).კანდიდატის პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი დამოწმებული ასლი. ბ) კანდიდატის ორი ფოტოსურათი. გ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე. დ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება. ე) „დამსახურებული მოღვაწის“ წოდების მინიჭების შემთხვევაში საიუბილეო თარიღის განმსაზღვრელი ინფორმაცია. 3. მასალებს, საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე, წინასწარი განხილვის წესით, ამზადებს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმათრთველობასთან არსებული საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა კომისია.  მუხლი 7🔗. ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა კომისია 1. ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა კომისია (შემდგომში კომისია) იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით და ამავე გადაწყევტილებით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიის მუშაობას და მდივანი, რომელიც აგვარებს ორგანიზაციულ საკითხებს, აფორმებს ოქმებს. 2. კომისია შედგება ცხრა წევრისაგან. კომისიის წევრი ირჩევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. 3. კომისია განიხილავს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ წარმოდგენილ მასალებს და, შესაბამისი ოქმის საფუძველზე, რეკომენდაციას წარუდგენს ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მიმნიჭებელ ორგანოს ყოველი წლის 30 აპრილამდე. 4. კომისია განიხილავს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ წარმოდგენილ მასალებს და, შესაბამისი ოქმის საფუძველზე, რეკომენდაციას წარუდგენს დამსახურებული მოღვაწის წოდების მიმნიჭებელ ორგანოს საიუბილეო თარიღამდე არაუგვიანეს ათი სამუშაო დღისა. 5. კომისიის მიერ ხონის საპატიო მოქალაქის წოდების სარეკომენდაციო კანდიდატის გამოვლენა ხდება ფარული კენჭისყრით. კომისიის თითოეული წევრი ხმას აძლევს არაუმეტეს ხუთ კანდიდატს. 6. კომისია უფლებამოსილია რეკომენდაცია გაუწიოს ხონის საპატიო მოქალაქეობის იმ ხუთ კანდიდატს, რომლებიც დააგროვებენ ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ ხმათა ნახევრისა. თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში, კენჭისყრა ხორციელდება განმეორებით. მრავალი კანდიდატის შემთხვევაში, ყველაზე მაღალი ქულების მქონე ხუთი კანდიდატიდან, თუ რომელიმეს არ ექნება ხმის მიმცემი კომისიის წევრთა ნახევრის ხმა, კომისიას შეუძლია ამ კანდიდატს განმეორებით უყაროს კენჭი, საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის. 7. კომისიის მიერ დამსახურებული მოღვაწის წოდების სარეკომენდაციო კანდიდატის გამოვლენა ხდება ღია კენჭისყრით. დამსახურებული მოღვაწის წოდების კანდიდატის კენჭისყრა ხორციელდება ინდივიდუალურად. ხმების თანაბარი რაოდენობის დაგროვებისას, გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს. მუხლი 8🔗. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება 1. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას ანიჭებს ხონის მუნიციპალიტეტის მერი, კომისიის წარდგინების საფუძველზე, შესაბამისი ინდივიდუალურსამართლებივი აქტით. 2. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისას პირს გადაეცემა წოდების აღმნიშვნელი მოწმობა და მედალი წარწერით - „ხონის საპატიო მოქალაქე“, „დამსახურებული მოღვაწე“. 3. საპატიო წოდების მინიჭების მოწმობას ხელს აწერს ხონის მუნიციპალიტეტის მერი. 4. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობებისა და მედლების დამზადების ორგანიზაციას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალტეტის მერია.  მუხლი 9🔗.  ხონის საპატიო წოდების მქონე პირთა უფლებები 1. ხონის საპატიო წოდების მქონე პირი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში. ბ) ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ხონელი მოქალაქის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე