„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №267 |
|
2021 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/12/2020; 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №2 დანართის (იმუნიზაცია) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 36,875.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
2. №9 დანართის (ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა): ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,402.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“;
ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.“. 3. №12 დანართის (დიაბეტის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 19,693.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
4. №14 დანართის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 53,650.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
5. №15 დანართის (ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,480.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
6. №16 დანართის (იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,204.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
7. №18 დანართის (რეფერალური მომსახურება): ა) მე-3 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირებას;“; ბ) მე-4 მუხლის ცხრილი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცხრილი №1
.“;
გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 30,070.0 ათასი ლარით, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 28,475.8 ათასი ლარით; ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით; გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 1,519.2 ათასი ლარით; დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტი – 70.0 ათასი ლარით.“. 8. №20 დანართის (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 492,389.0 ათასი ლარით.“. |
|