„პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№269
სარეგისტრაციო კოდი
480450000.10.003.022828
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №269

2021 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2016, 480450000.10.003.019369) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც ამ წესის შესაბამისად დარეგისტრირებულია სააგენტოს „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრში“ (შემდგომში – რეესტრი) და უფლებამოსილია, გამოიყენოს პრეკურსორი თავისი საქმიანობისთვის ან/და განახორციელოს მისი რეალიზაცია.

6. იურიდიული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი IV სიის №1 და №2 ცხრილებში შეტანილ პრეკურსორებზე, თუ ისინი წარმოდგენილია სუფთა ნივთიერების სახით.

7. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის შემდეგ, IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტ-ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ხოლო IV სიის №2  ცხრილში შეტანილი პრეკურსორების საქართველოს საბაჟო საზღვარზე უშუალოდ გადაადგილება ხორციელდება წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე და სააგენტოს მიერ დამატებით სანებართვო მოწმობის გაცემას არ საჭიროებს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეესტრში რეგისტრირებული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი პრეკურსორის იმპორტზე (დანართი №5) ან ექსპორტზე (დანართი №6), რომელსაც გასცემს სამინისტრო სააგენტოს მეშვეობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადება-დეკლარაცია პრეკურსორის იმპორტზე (დანართი №3) ან განცხადება-დეკლარაცია პრეკურსორის ექსპორტზე (დანართი №4),  რომელშიც ქართულ და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს:“;

ბ.ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) იმპორტიორი, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;“;

ბ.გ) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) საიმპორტო/საექსპორტო პრეკურსორის რაოდენობა;“;

ბ.ე) „ა.ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ1“ ქვეპუნქტი:

„ა.ზ1) პრეკურსორის იმპორტის/ექსპორტის განხორციელების სავარაუდო ვადა;“;

ბ.ვ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მომწოდებელთან (ექსპორტის დროს – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით;“;

ბ.ზ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ექსპორტის შემთხვევაში, დამატებით წარედგინება იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის  დოკუმენტი, რომლის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა ფიქსირდება სამინისტროს მიერ სააგენტოს მეშვეობით გაცემულ წინასწარი საექსპორტო შეთანხმების დოკუმენტში;“.

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პრეკურსორის იმპორტის/ექსპორტის განცხადება-დეკლარაციაში დასაშვებია მხოლოდ ერთი დასახელების პრეკურსორის მითითება.“;

დ) მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი იმპორტზე ფორმდება 5 ეგზემპლარად, ინგლისურ ან ქართულ ენაზე (ყველა ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს), საიდანაც:“;

ე) მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ექსპორტზე ფორმდება ინგლისურ ან ქართულ ენაზე, 5 ეგზემპლარად (ყველა ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს), საიდანაც:“;

ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა ერთი დასახელების პრეკურსორის ერთჯერადად  იმპორტის (ექსპორტის) განსახორციელებლად.“;

ზ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება სააგენტოში განცხადება-დეკლარაციის რეგისტრაციიდან იმავე კალენდარული წლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვითა და  არაუმეტეს მომწოდებელთან (შესაბამისად – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით.“;

თ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. IV სიის №2 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება სააგენტოში განცხადება-დეკლარაციის წარდგენიდან იმავე კალენდარული წლის დასრულებამდე არაუმეტეს მომწოდებელთან (შესაბამისად – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით.“.

4. №1, №2, №3, №4, №5 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

დანართი №1

პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა  რეესტრის ფორმა

რეგის ტრაციის

N

რეესტრში გატარების  თარიღი

იურიდიული პირის დასახელება

იურიდიული მისამართი

ფაქტობრივი მისამართი

საიდენტი- ფიკაციო კოდი

საქმიანობის  სახე

პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი,საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

1

2

3

4

5

6

7

8

დანართი №2

დეკლარაცია

საქმიანობაში პრეკურსორების გამოყენების თაობაზე

იურიდიული პირის დასახელება

იურიდიული მისამართი

ფაქტობრივი მისამართი

საიდენტიფიკაციო კოდი

პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

პასუხისმგებელი პირის ტელეფონი

პასუხისმგებელი პირის ელექტრონული ფოსტა

ხელმომწერი პირი პასუხისმგებელია მონაცემების სისწორესა და სისრულეზე, მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, თანდართული ყველა დოკუმენტაციის ნამდვილობაზე

პ/პირის ხელმოწერა

თარიღი

ბ.ა. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

საქმიანობის სახე (მონიშნეთ შესაბამისი უჯრა )

იმპორტი

ექსპორტი

მომხმარებელი

რეალიზაცია

პრეკურსორ(ებ)ი, რომელსაც იურიდიული პირი იყენებს

თავისი საქმიანობისათვის

ან სარეალიზაციოდ

დასახელება

ლათინურად და ქართულად

HS code

CAS number

შენიშვნა

ცხრილი №1

1

1-Phenyl-2-propanone

1-ფენილ-2-პროპანონი

2914.31

103-79-7

2

3,4-MDP-2-P methyl glycidate

3,4-მდპ-2-პ მეთილ გლიციდატი

2932.99

13605-48-6

3

3,4-MDP-2-P methyl glycidic acid

3,4-მდპ-2-პ მეთილ გლიციდის მჟავა

2932.99

2167189-50-4

4

3,4-Methylenedioxyphenyl-2-propanone

3,4-მეთილენედიოქსიფენილ-2-პროპანონი

2932.92

4676-39-5

5

4-Anilino-N-phenethylpiperidine (ANPP)

4-ანილინო-N-ფენეთილპიპერიდინი (ანპპ)

2933.39

21409-26-7

6

N-Acetylanthranilic acid

N-აცეტილანტრანილის მჟავა

2924.23

89-52-1

7

alpha-Phenylacetoacetonitrile (APAAN)

ალფა-ფენილაცეტოაცეტონიტრილი

2926.40

4468-48-8

8

N -Phenethyl-4-piperidone (NPP)

N -ფენეთილ-4-პიპერიდონი (ნპპ)

2933.39

39742-60-4

9

alpha-Phenylacetoacetamide (APAA)

ალფა-ფენილაცეტოაცეტამიდი (აპაა)

2924.29

4433-77-6

10

Ergometrine

ერგომეტრინი

2939.61

60-79-7

11

Ergotamine

ერგოტამინი

2939.62

113-15-5

12

Isosafrole

იზოსაფროლი

2932.91

120-58-1

13

Potassium permanganate

კალიუმის პერმანგანატი

2841.61

7722-64-7

14

Piperonal

პიპერონალი

2932.93

120-57-0

15

Safrole

საფროლი

2932.94

94-59-7

16

Phenylaceticacid

ფენილძმარმჟავა

2916.34

103-82-2

17

Acetic anhydride

ძმარმჟავა ანჰიდრიდი

2915.24

108-24-7

შენიშვნა:

IV სიის N1 ცხრილს მიეკუთვნება:

ა) მასში შეტანილ ნივთიერებათა მარილები, თუ ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია;

ბ) მასში შეტანილ ნივთიერებათა და მათი მარილების წამლის ფორმები (საქართველოში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული) ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, თუ ამგვარი წამლის ფორმების არსებობა შესაძლებელია;

გ) მასში შეტანილ ნივთიერებათა ეტალონური სტანდარტული ნიმუშები.

ცხრილი №2

1

Anthranilic acid

ანტრანილის მჟავა

2922.43

118-92-3

2

Acetone

აცეტონი

2914.11

67-64-1

3

Sulphuric acid

გოგირდმჟავა კონცენტრირებული

2807.00

7664-93-9

4

Ethyl ether

ეთილის ეთერი

2909.11

60-29-7

5

Hydrochloric acid

ქლორწყალბადმჟავა

2806.10

7647-01-0

6

Methyl ethyl ketone

მეთილ ეთილ კეტონი

2914.12

78-93-3

7

Piperidine

პიპერიდინი

2933.32

110-89-4

8

Toluene

ტოლუოლი

2902.30

108-88-3

შენიშვნა:

IV სიის N2 ცხრილს მიეკუთვნება:

ა) მასში შეტანილ ნივთიერებათა მარილები (გარდა გოგირდმჟავასა და მარილმჟავას მარილებისა), თუ ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია;

ბ) მასში შეტანილ ნივთიერებათა ეტალონური სტანდარტული ნიმუშები.

საქმიანობის მოკლე აღწერილობა

დანართი №3

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორს

To: Director of the LEPL - Agency for Regulation of Medical
and Pharmaceutical Activities

______________________________

განცხადება - დეკლარაცია

პრეკურსორის  იმპორტზე

S t a t e m e n t – D e c l a r a t i o n
For  the import of precursor

1. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება,  სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი,იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________

Name, legal form, ID number,  juridical and factual addresses of importing organization

------------------------------------------------------------------------------------------------

2. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და

ფაქტობრივი მისამართი:

____________________________________________________________________

Name, legal form and juridical and Factual addresses of exporting organization

-----------------------------------------------------------------------------------------------

3. პრეკურსორის დასახელება,  ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი,სასაქონლო კოდი (სეს ესნ)  და რაოდენობა:

• ___________________________________________________________________

Name of the Precursor, Chemical Abstracts Service Registry Number (CAS number),Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature, Quantity of the Precursor

------------------------------------------------------------------------------------------------------

4. იმპორტის მიზანი:

-----------------------------------------------------------------------------------------------

Intention of import

5. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება პრეკურსორის თავისუფალ

მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) პროცედურა:

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

Type of transport by which the precursor release procedure (import)
will be carried out

-----------------------------------------------------------------------------------

6. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი):

____________________________________________________________________

Name and address of manufacturing site

-----------------------------------------------------------------------------------------

7.   იმპორტის განხორციელების სავარაუდო ვადა:

---------------------------------

Estimated deadline for import
-----------------------------------------------------------

8. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს,პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:

Confirmation of the accuracy of the information   specified by present document
Signature of the responsible person

______________________                                           „____“ _____________ 20

დანართი №4

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორს

To: Director of the LEPL - Agency for Regulation of Medical
and Pharmaceutical Activities

______________________________

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

პრეკურსორის  ექსპორტზე

S t a t e m e n t – D e c l a r a t i o n
For the export of precursor

1. ექსპორტიორი ორგანიზაციის  დასახელება,  სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი,იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: _______________________________________________

Name, legal form,  ID number juridical and factual addresses of exporting organization

------------------------------------------------------------------------------------------------------

2. იმპორტიორი ორგანიზაციის  დასახელება,  სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და

ფაქტობრივი მისამართი:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

Name, legal form,  juridical and factual addresses of importing organization

3. პრეკურსორის დასახელება,  ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი

სასაქონლო კოდი (სეს ესნ)  და რაოდენობა:

_______________________________________________________________

_______________________________________________________________

_______________________________________________________________

Name of the Precursor, Chemical Abstracts Service Registry Number (CAS number),,Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature, Quantity of the Precursor

_______________________________________________________________

4. ექსპორტის  მიზანი:

____________________________________________________________________

Intention of export

____________________________________________________________________

5. იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის

დოკუმენტის №,  გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა

____________________________________________________________________

Number of Import certificate, dates of issue and expiry

____________________________________________________________________

6. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება საექსპორტო  ოპერაცია:

____________________________________________________________________

The type of transport by which the precursor will be exported

____________________________________________________________________

7.  მწარმოებელი (დასახელება, მისამართი):

____________________________________________________________________

Name and address of manufacturing site

____________________________________________________________________

8.  ექსპორტის განხორციელების სავარაუდო ვადა:

---------------------------------

Estimated deadline for import

-----------------------------------------------------------

9. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს

პასუხისმგებელი  პირის ხელმოწერა:

Confirmation of the accuracy of the information specified by present document

Signature of the responsible person

_______________           „____“ _________ 20

დანართი №5

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა

1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ

პრეკურსორის იმპორტზე

(წინა გვერდი)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან   Ministry of Internally displaced

დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და                persons from the occupied territories,სოციალური დაცვის სამინისტრო                               Labor, Health and Social

Affairs of Georgia

სსიპ „ სამედიცინო და ფარმაცევტული                   LEPL ,,Regulation Agency for Medical

საქმიანობის  რეგულირების სააგენტო“                  and Pharmaceutical Activities“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144,               AK. TSERETELI AVENUE 144, 0119,საქართველო                                                                     TBILISI, GEORGIA

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორის იმპორტზე

DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON IMPORT OF PRECURSOR SPECIFIED BY CONVENTION 1988

No 000000

სსიპ „ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პრეკურსორზე, ადასტურებს, რომ

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“ on duty to implement „United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substance of 1988“ content requests on precursor confirms that

იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები

Importing country, name, juridical and factual addresses of importing organization

უფლება აქვს შემოიტანოს საქართველოში

Has the right to import into Georgia

ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები

Exporting country, name and juridical address of exporting organization

შემდეგი ნივთიერება:

The following substance

პრეკურსორის დასახელება, პროდუქტის ფორმა, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი ((სეს ესნ)  და რაოდენობა.

Name of the Precursor, Form of product, Chemical Abstracts Service Registry Number, Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature, Quantity of the Precursor

ტრანსპორტის სახეობა

Type of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

აღნიშნული ნივთიერება გამოყენებული იქნება

Which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გაცემის თარიღი

Date of issue ––––– ––––––––––––– 20

მოქმედების ვადა

Date of expiry ––––– ––––––––––––– 20

ბ.ა

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი

Director of the LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“

(უკანა გვერდი)

იმპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

Endorsement by relevant organ of revenue service of importing country on import of actual amount of substance specified by present document

გთხოვთ, შევსებული და დამოწმებული ბლანკი 5 დღის ვადაში დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144, საქართველო

Please, return the completed and certified form to the following address within 5 days:

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

დანართი №6

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა

1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ

პრეკურსორის ექსპორტზე

(წინა გვერდი)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან   Ministry of Internally displaced

დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და               persons from the occupied territories,სოციალური დაცვის სამინისტრო                             Labor, Health and Social

Affairs of Georgia

სსიპ „ სამედიცინო და ფარმაცევტული                   LEPL ,,Regulation Agency for Medical

საქმიანობის  რეგულირების სააგენტო“                  and Pharmaceutical Activities“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144,               AK. TSERETELI AVENUE 144, 0119,საქართველო                                                                     TBILISI, GEORGIA

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორის ექსპორტზე

DOCUMENT OFPRELIMINARY AGREEMENT ON EXPORT OF PRECURSOR SPECIFIED BY CONVENTION 1988

No 000000

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პრეკურსორზე, ადასტურებს, რომ

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“ on duty to implement “United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances of 1988“ content requests on precursor confirms that

ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება,  იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები

Exporting country, name, juridical and factual addresses of exporting organization

უფლება აქვს გაიტანოს საქართველოდან

Has the right to export from Georgia

იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება,  იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართები

Importing country, name and juridical address of importing organization

შემდეგი ნივთიერება:

The following substance

პრეკურსორის დასახელება, პროდუქტის ფორმა, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი ((სეს ესნ)  და რაოდენობა

Name of the Precursor, Form of product, Chemical Abstracts Service Registry Number, Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature, Quantity of the Precursor

ტრანსპორტის სახეობა

Type of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

იმპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის  გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა:

Number of Import certificate, dates of issue and expiry:

აღნიშნული ნივთიერება გამოყენებული იქნება

Which will be used ––––––––––––––––––––––––––––––––––

გაცემის თარიღი

Date of issue ––––– ––––––––––––– 20

მოქმედების ვადა

Date of expiry ––––– ––––––––––––– 20

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის

რეგულირების სააგენტოს დირექტორი

Director of the LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“

ბ.ა

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა

1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ

პრეკურსორების ექსპორტზე

(უკანა გვერდი)

ექსპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ

Endorsement by relevant organ of revenue service of exporting country on export of actual amount of substance  specified by present document

გთხოვთ,  შევსებული  და  დამოწმებული  ბლანკი  5 დღის ვადაში დაგვიბრუნოთ  შემდეგ  მისამართზე :

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების   სააგენტო

0119 თბილისი , აკ . წერეთლის გამზ . №144, საქართველო

Please, return the completed and certified form to the following address within 5 days:

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

Endorsement by importing country

Please return to:

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA