თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის 22-ე ქუჩისათვის „ლეიტენატ ალია ბარდაველიძის“ სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 07.06.2021
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-29.29211583
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 326770 | 328401 |
| 4676692 | 467731 |
| X | Y |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში თეატრის ქუჩაზე მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მიმდებარე ქუჩისათვის აფხაზეთის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის 22-ე ქუჩისათვის „ლეიტენატ ალია ბარდაველიძის“ სახელის მინიჭების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-29.29211583
2021 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის 22-ე ქუჩისათვის ,,ლეიტენატ ალია ბარდაველიძის“ სახელის მინიჭების შესახებ
საკრებულო აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ფართო მასშტაბიან საომარ მოქმედებებში ტრაგიკულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, ლეიტენატი ალია ბარდაველიძე, არის საზოგადო მოღვაწე, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე სამშობლოს დაცვის საქმეში.
შესაბამისად ლეიტენატ ალია ბარდაველიძის სახელის უკვდავყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“-ს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, საინიციატიოვო ჯგუფის 2018 წლის 26 ივნისის №199/46 წერილის თანახმად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის სხდომის №21 ოქმის 23-ე პუნქტის საფუძელზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗. მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის ლეიტენატ ალია ბარდაველიძის სახელი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის 22-ე ქუჩას.
X
Y
326770
328401
4676692
467731
მუხლი 2🔗. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და სხვ.).
მუხლი 3🔗. განკარგულება დაეგზავნოს გარდაცვლილის ოჯახს, საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 4🔗. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 5🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7), დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 6🔗. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ამირან ვერულაშვილი