შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2019
ძალაში შესვლა 01.05.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №184/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016635
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2021
matsne.gov.ge 583 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2019 მიღება
01.05.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმიწერილია) ფიჯის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმიწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 07.03.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 22.03.2018 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 06.11.2013 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 22.07.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 18.07.2016

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავრობა  და  ფიჯის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში  „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, მხედველობაში იღებენ რა ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, სურთ რა, გაამარტივონ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი  სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმოსვლა, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗  თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა, ნებისმიერ ასოთხმოცდღიან (180) პერიოდში. მუხლი 2🔗 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებული არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის ვიზა მოეთხოვებათ. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, ასევე მათზე დამოკიდებულ პირებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს. 3. 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, არიან სამუშაოს მაძიებლები ხელშემკვრელი მხარის ქვეყანაში, მოეთხოვებათ მიიღონ სამუშაო ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. მუხლი 3🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს, შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული  ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. მუხლი 4🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 5🔗 წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებაზე უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს, რომელთაც ის მიიჩნევს არასასურველად.                                                              მუხლი  6🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. ხელშემკვრელი მხარეები  დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან  მათი  ახალი  ან შეცვლილი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე. მუხლი 7🔗 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. 2. შეთანხმების მოქმედების შეჩერების და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 9🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ  შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღის მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის  შემდეგ. შესრულებულია ქ. სუვაში, 2019 წლის 7 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმიწერილია) ფიჯის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმიწერილია)