ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.06.2021
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016428
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2021
matsne.gov.ge 1,111 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
აკუსტიკური ხმაური
ყველა სახის განგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობს ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად, ქმნის დისკომფორტს და შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე, ან მის სოციალურ მდგომარეობაზე
მუხლი 2
ხმაური
არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას
მუხლი 2
L დღე
დღის ხმაურის მაჩვენებელი (დღე – 08:00 საათიდან 19:00 საათამდე, საღამო – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე)
მუხლი 2
L ღამე
ღამის ხმაურის მაჩვენებელი (23:00 საათიდან 08:00 საათამდე)
მუხლი 2
ბგერის დონე LAდბA
მუდმივი ხმაურის მახასიათებელი
მუხლი 2
ბგერის ექვივალენტური დონე LAეკვდბA
არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის მახასიათებელი
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ივანიაძე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.05.2020 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.06.2020 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 03.01.2020 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.09.2019 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2021 წლის 16 ივნისი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​1 და 77​​2 მუხლების, 313-ე მუხლის მე–17 ნაწილისა და „ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს N398 დადგენილების საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის). მუხლი 2🔗 ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​1 და 77​​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ივანიაძე                                                                                                                                                                                                                                დანართიN1 დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაში, ან საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულების შენობაში, ასევე, განაშენიანების ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმებისა და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​1 და 77​​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკუსტიკური ხმაური – ყველა სახის განგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობს ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად, ქმნის დისკომფორტს და შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე, ან მის სოციალურ მდგომარეობაზე; ბ) ხმაური – არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას; გ) L დღე – დღის ხმაურის მაჩვენებელი (დღე – 08:00 საათიდან 19:00 საათამდე, საღამო – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე); დ) L ღამე – ღამის ხმაურის მაჩვენებელი (23:00 საათიდან 08:00 საათამდე); ე) ბგერის დონე LAდბA – მუდმივი ხმაურის მახასიათებელი; ვ) ბგერის ექვივალენტური დონე LAეკვდბA – არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის მახასიათებელი; ზ) პიროტექნიკური ნაკეთობა --- პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის თავისუფალი გაყიდვა ნებადართულია და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად. მუხლი 3🔗. რეაგირების საფუძველი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​1 და 77​​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი. 2. ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 4🔗. ხმაურის გაზომვის წესი 1. ზედამხედველობის სამსახური საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში, შენობის სათავსოში და განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურის დონის გაზომვას ახორციელებს ხმაურმზომის მეშვეობით. ხმაურის დონის გაზომვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ხმაურმზომის ექსპლოატაციის ინსტრუქციას. 2. ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1მ.-ისა და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ.-ის დაცილებით, იატაკიდან 1.2 – 1.5 მ.-ის სიმაღლეზე. 3. ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება შენობას, გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობის კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ.-ის დაცილებით, მიწიდან 1.2 – 1.5 მ.-ის სიმაღლეზე. 4. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ხმაურის ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისგან არანაკლებ 0.5 მ.-ით. თუ შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ. 5. ხმაურის დონის გაზომვისას მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა. 6. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით: ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30 წამის განმავლობაში არ იქნება 0,5 დბ A-ზე ნაკლები; ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში, გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წამის განმავლობაში. 7. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა. 8. შენობაში ხმაურის დონის გაზომვა უნდა მოხდეს შენობის სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე, განათების მოწყობილობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას, დახურულ კარსა და ფანჯარაში (გარდა ჩაშენებული სავენტილაციო არხებისა). მუხლი 5🔗. პასუხისმგებლობა ხმაურის გადამეტებაზე 1. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულების შენობისა და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურის დონე აღემატება „ტექნიკური რეგლამენტი–საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით განსაზღვრული ხმაურის დასაშვებ ნორმებს. 2. თუ საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობებსა და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ფიქსირდება, ან მოსალოდნელია ხმაურის მაჩვენებლის დასაშვები ნორმის გადამეტება, მაშინ ფიზიკურმა, ან იურიდიულმა პირმა, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ხმაური, უნდა უზრუნველყოს მომეტებული ხმაურის მაჩვენებლის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება. მუხლი 6🔗.  ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება 1. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამის საათებში აკრძალულია პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე. 3. ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი). მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისთვის 1. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​1 და 77​​2 მუხლების შესაბამისად. 2. თუ ხმაურის წყარო რამდენიმეა და გამომდინარეობს სხვადასხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობიდან, თითოეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვისა და ჩართვის გზით. თუ თითოეული ხმაურის წყაროს მიხედვით, ხმაურის დონე არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, ამასთან, ყველა წყაროს გათვალისწინებით, ხმაურის ჯამური ოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები არ გამოიყენება. 3. ამ წესის მოთხოვენები არ ვრცელდება: ა) დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე; ბ) საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე; გ) საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე; დ) დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე; ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე; ვ) საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე. მუხლი 8🔗. სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​1 და 77​​2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​1 და 77​​2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, ზედამხედველობის სამსახური ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რომლის დროსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მუხლი 9🔗. მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. გაფრთხილების, ან დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერთან. საჩივრის განხილვის პროცესში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართალდამრღვევი პირის მონაწილეობა სავალდებულოა. 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში.