1. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის – აღმზრდელ-პედაგოგის, აგრეთვე მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება და გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
3. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები და მათი პრაქტიკაში გამოყენება;
ე) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ვ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
ზ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
თ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;
ი) აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი, პროფესიული სტანდარტი;
კ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;
ლ) გუნდური მუშაობის პრინციპები.
4. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ) გუნდში მუშაობა;
დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
თ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
ი) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსი