1.  საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის – აღმზრდელ-პედაგოგის, აგრეთვე მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი    განისაზღვრება  საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.  საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება  და გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.

3.  საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ადრეული განათლების პრინციპები;

გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები

და მათი პრაქტიკაში გამოყენება;

ე) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

ვ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;

ზ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;

თ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და  განათლების სახელმწიფო სტანდარტები;

ი)  აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი, პროფესიული სტანდარტი;

კ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;

ლ) გუნდური მუშაობის პრინციპები.

4. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:

ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;

ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;

გ) გუნდში მუშაობა;

დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;

ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;

ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;

თ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;

ი) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია