1. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს სრული ზოგადი განათლება.

2. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ბ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

დ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში;

ვ) პროდუქტების  შენახვა-მომარაგების  წესები და  ვადები.

3. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;

გ) ნარჩენების ჩამოწერა-აღრიცხვა;

დ) განახორციელოს კონტროლი დაწესებულების სამეურნეო ქონებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვა-დაცვაზ