1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ) საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები; ე) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;
ვ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ი) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
კ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.
3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;
დ) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ე) ეფექტური კომუნიკაცია;
ვ) პოზიტიური გაძღოლა;
ზ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;
თ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;
ი) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება