1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება.
2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;
ბ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართვლოს კანონი;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობები;
ვ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
ზ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.
3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) პერსონალის საჭიროებების დადგენა;
ბ) საკადრო ცვლილებების საქმისწარმოება;
გ) პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
დ) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;
ე) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.
თავი IV
საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტე