1. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: აკადემიური უმაღლესი  განათლება, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის დარგში.

2. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები;

ბ) ფინანსური აღრიცხვის სისტემა;

გ) ფინანსური რეგულაციები;

დ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;

თ)    ხაშურის მუნიციპალიტეტის    მიერ    მიღებული      ნორმატიული აქტები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.

3. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;

ბ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; გ) ქონების ინვენტარიზაცია;

დ) სახელფასო უწყისის წარმოება;

ე) წლიური ბიუჯეტის შედგენ