1. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
აკადემიური უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის დარგში.
2. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები;
ბ) ფინანსური აღრიცხვის სისტემა;
გ) ფინანსური რეგულაციები;
დ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
თ) გორის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.
3. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
ბ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
გ) ქონების ინვენტარიზაცია;
დ) სახელფასო უწყისის წარმოება;
ე) წლიური ბიუჯეტის შედგენ