1. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს სრული ზოგადი განათლება.
2. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ბ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
ე) გორის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში;
ვ) პროდუქტების შენახვა-მომარაგების წესები და ვადები.
3. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
გ) ნარჩენების ჩამოწერა-აღრიცხვა;
დ) განახორციელოს კონტროლი დაწესებულების სამეურნეო ქონებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვა-დაცვაზ