დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერი):

1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:

ა) სტრატეგიულ მართვაზე (დირექტორი);

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე (მეთოდისტი);

გ) მატერიალური რესურსების მართვაზე ( მნე);

დ) ფინანსური რესურსების მართვაზე (ბუღალტერი) ;

ე) ადამიანური რესურსების მართვაზე (საქმისმწარმოებელი).

2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:

ა) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი (აღმზრდელ-პედაგოგი,  აღმზრდელი);

ბ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი (სპეციალური განათლების პედაგოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი და ა. შ).

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი (მედდა/ექიმი).

4.  ტექნიკური პერსონალი:

ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი (აღმზრდელის თანაშემწე);

ბ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დამლაგებელი, მრეცხავი);

გ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მზარეული, მზარეულის თანაშემწე);

დ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი (ცეცხლფარეში/ დამხმარე მუშა);

ე) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი ( მეეზოვე/მებაღე);

ვ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დაცვა/დარაჯი).

5. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთიდაიგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს.

6. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება, დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.
თავი III
ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტებ