1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს  აქვს:

ა) აკადემიური უმაღლესი  განათლება;

ბ) საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.

2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ადრეული განათლების პრინციპები;

გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;

ე) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;

ვ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;

თ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ი) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;

კ) გორის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.

3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;

ბ) გუნდური მუშაობა;

გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;

დ) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;

ე) ეფექტური კომუნიკაცია;

ვ) პოზიტიური გაძღოლა;

ზ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;

თ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;

ი) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება