1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება.

2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;

ბ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართვლოს კანონი;

გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

ე) დაწესებულების პერსონალის სამსახურეობრივი მოვალეობები;

ვ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;

ზ)აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.

3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) პერსონალის საჭიროებების დადგენა;

ბ) საკადრო ცვლილებების საქმისწარმოება;

გ) პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

დ) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;

ე) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.
თავი IV
საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტე