„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-55/ნ |
|
2021 წლის 22 ივნისი ქ. თბილისი |
„81. ამ ბრძანებით დადგენილი წესით, საცხოვრებელი სახლის დაზიანების ან დანგრევის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა განხორციელდება მხოლოდ ერთხელ.“.
„3. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა და შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას.“.
„10. ამ მუხლის მიზნებისათვის სააგენტო, უძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის ფარგლებში, არ მიიღებს მონაწილეობას იმგვარ გარიგებაში, რომელშიც შესასყიდი უძრავი ქონება, ამ შესყიდვის განხორციელებამდე არის მყიდველი ოჯახის ახლო ნათესავ(ებ)ის (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) საკუთრებაში.“.
„მუხლი 41. დროებითი განსახლება
1. ეკომიგრანტ ოჯახს სააგენტო საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის უზრუნველყოფს ქირის თანხით იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დადგა ამ პროცედურის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომლის საფუძველზეც სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დაზიანების I კატეგორიის შეფასების ფორმით (დანართი №4);
ბ) სააგენტოში წარმოდგენილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის წერილობითი შუამდგომლობა, რომელშიც იმავდროულად ასახული იქნება ინფორმაცია ეკომიგრანტი ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არ ქონის შესახებ;
გ) სააგენტოში წარმოდგენილია ამ პროცედურის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების დადგომის დამადასტურებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული გეოლოგიური დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. ეკომიგრანტი ოჯახისათვის თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, ეკომიგრანტი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
3. ქირის თანხის გაცემის მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებებისა და დოკუმენტების არსებობის საფუძველზე, დეპარტამენტი მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს დირექტორს და მისი თანხმობის შემთხვევაში გამოიცემა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. ამ მუხლის საფუძველზე დროებით განსახლებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი ვალდებულია იმავდროულად შეავსოს ამ პროცედურით გათვალისწინებული განაცხადი, რომლის საფუძველზეც დეპარტამენტი უზრუნველყოფს მის გადაგზავნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებაში გეოლოგიური დასკვნის გაცემის მიზნით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნით დადასტურდება ამ პროცედურის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, კომისია განაცხადს პრიორიტეტულად განიხილავს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება – ქირის თანხის გაცემა წყდება და მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
|