„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 25.06.2021
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 300623189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,564 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (10)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
სახაზინო კოდი 300623189
„ქვითარი“ № 000000000000001
ერთ სულზე ტარიფი
რაოდენობა --
თარიღი ოპერაციის ტიპი
00/00/0000 დარიცხვა
დებეტი 0.00
გადახდილია 0.00
გადასახდელია 0.00
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 96% 27.02.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 96% 03.08.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ 95% 30.03.2015 ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.07.2023 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 95% 08.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2021 წლის 25 ივნისი ქ. ბორჯომი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 12​1 მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქცია“,  დანართი №1-ის  შესაბამისად; 2. დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდეს   ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 აპრილის №81  დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით  დამტკიცებული  „დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 აპრილის №81  დადგენილებით დამტკიცებული  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები, ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად; მუხლი 4🔗 1. ეს დადგენილება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; 2. დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს  2021 წლის 01 ოქტომბერიდან; ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი დანართი №1 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს. 2. ეს წესი აწესრიგებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. მოსაკრებლის გადაუხდელობაზე  პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა (ადმინისტრირება) ეკისრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს. 6. დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 2021 წლის 01 ოქტომბრიდან მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა (ადმინისტრირება) ეკისრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს.“ მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებელის განაკვეთი, წესდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ორგანიზაციების, დაწესებულებების, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი; 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (ან მოსარგებლეს), რომელიც მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად არის საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელი (ფიზიკური პირების სულადობის განსაზღვრა ხორციელდება სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ან/და ბორჯომი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული მონაცემებით); 4. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; 5. იმ საცხოვრებელ ფართზე (მოსახლეობის კატეგორიის აბონენტზე), სადაც არ არის რეგისტრირებული არცერთი ფიზიკური პირი, მაგრამ დასტურდება ცხოვრების ფაქტი, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა განხორციელდება ფაქტობრივად მცხოვრებ პირთა რაოდენობის მიხედვით, თვეში არაუმეტეს 4 (ოთხი) სული. ცხოვრების ფაქტის დადასტურება განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული მონაცემებით. 6. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, იურიდიული პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ/მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს ან/და სარგებლობის გაუქმების შემთხვევაში მესაკუთრეს. 9. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 10. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა თანხმობით, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. 11. მოსაკრებლის გადახდის შეტყობინება იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 12. ორგანიზებული ბაზრობების, სავაჭრო ობიექტების, საქმიანი ეზოების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელია ორგანიზებული ბაზრობების, სავაჭრო ობიექტებისა და საქმიანი ეზოების მომწყობი პირი, რომელთა მოსაკრებელი განისაზღვრება კომპლექსურად (არსებული ცალკეული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი). 13. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს ქვითარში/შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 14. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთით გადასახდელ თანხას. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე. 4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. 5. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენით) გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 6. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. 7. მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირი (გარდა იურიდიული პირისა) შესაძლებელია მუდმივად განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან, (დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა) მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ინსპექტირების შედეგად, შეწყვეტის ფაქტის დადასტურებისას შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე. 8. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში  მიმდინარე თვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა და აღნიშნულის შესახებ სავალდებულოა აცნობოს დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებაზე პასუხისმგებელ  შესაბამის სამსახურს. 10. მოსაკრებლის გადახდისაგან დროებით გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც არ მიეწოდება დასუფთავების სერვისი. 11. იმ ფიზიკურ ან/და იურიდიულ  პირს, რომელიც დასუფთავების სერვისის მიუწოდებლობის გამო დროებით გათავისუფლდა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან, მათ აღუდგება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება სერვისის მიწოდებისთანავე. მუხლი 5🔗.  მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურში დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად. 2. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (ინდივიდუალური მეწარმის გარდა), თითოეული მოსახლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან  ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.  წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილებების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს უფლებამოსილ  სამსახურს ამ ცვლილებების შესახებ. მოთხოვნის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქალაქში არყოფნის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი (გაცემული ვიზა, ან სამგზავრო ბილეთი, ამხანაგობის ცნობა, ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, ან მინიმუმ სამი მეზობლის მიერ ხელწერით დადასტურებული განაცხადი და სხვა.). 3. მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც  წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 15 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლება არ აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება.   მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირის საკუთრებაში ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილება შეიძლება დადასტურდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტით ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ. 4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე 5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში)  არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან. 7. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილ პირს/პირებს, დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე. მუხლი 6🔗.  მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ირიცხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ. 2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. დანართი №2 ქვითრის ნიმუში ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის სახაზინო კოდი 300623189 „ქვითარი“ № 000000000000001 00000                       გვარი, სახელი მისამართი:  ქალაქი,  ქუჩა,  ბინა; ერთ სულზე ტარიფი რაოდენობა         --         0.600 თარიღი ოპერაციის ტიპი თანხა 00/00/0000 დარიცხვა 0.00 დებეტი 0.00 გადახდილია 0.00 გადასახდელია 0.00 გთხოვთ არაუგვიანეს 20 რიცხვისა გადაიხადოთ მოსაკრებელი. გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება ადმინისტრაციული ზომები.