სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
1. სს „თელასის“ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2021 წლის 29 ივნისი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა 11:00 სთ. ადგილობრივი დროით.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 10:30 სთ. ადგილობრივი დროით.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე შეტყობინების დანართში „ა“ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2021 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 21 ივლისამდე 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
სს „თელასის“
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დ.ე. ვოლკოვი
დანართი „ა“
დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის
სს „თელასის“ წესდების მე-10 მუხლის 10.14 ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინება სს „თელასის“ (შემდგომში – საზოგადოება ) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ ქვეყნდება საზოგადოების მიერ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე საზოგადოების ვებსაიტზე ინტერნეტის ქსელში არაუგვიანეს აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე 20 დღით ადრე.
კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილოების უფლება.
2021 წლის 21 ივლისს სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების პროცედურის აღწერა
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილოების უფლება სს „თელასის“ რეგისტრატორთან – სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ხელშეკრულება №ср-394/515, 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა. (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 222-53-51, 225-15-60; ფაქსი: (99532) 225-15-60.