სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „თელასის“

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოება „თელასი“  (აქ და შემდგომშისს „თელასი“) გატყობინებთ  2021 წლის 21 ივლისს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება  დღის წესრიგის საკითხის განხილვისთვის) შემდეგი დღის წესრიგით:

1. სს „თელასის“ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2021 წლის 29 ივნისი.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, . თბილისი, ვანის ქ. № 3.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა 11სთ. 00 წთ. ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 10 სთ. 30 წთ.  ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების ადგილის მისამართზე.

მეწარმეთა  შესახებ კანონის მუხ. 54 შესაბამისად  წინამდებარე შეტყობინების დანართში „ა“  წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს)  2021 წლის 30 ივნისიდან  2021 წლის 21 ივლისამდე  10 სთ 00 წთ-დან  17 სთ 00 წთ-მდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

სს „თელასის“

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე                                      დ.ე. ვოლკოვი

 

2021 წლის 21 ივლისს

სააქციო საზოგადოება „თელასის“

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  

ჩატარების შესახებ შეტყობინების

დანართი „ა“

დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

 

სს „თელასის“  წესდების  10 მუხ.  10.14 ქვეპუნქტის შესაბამისად   შეტყობინება  სს „თელასის“ (შემდგომში - საზოგადოება ) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ ქვეყნდება საზოგადოების მიერ  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე  საზოგადოების ვებსაიტზე  ინტერნეტის ქსელში არა უგვიანეს  აქციონერთა საერთო კრების ჩატარების  თარიღამდე 20 დღით ადრე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთვოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად  კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს  შეუძლია შეამოწმოს  კრებაში მონაწილოების  უფლება.

2021 წლის  21 ივლისს სს „თელასის“ აქციონერთა  რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის  უფლების შემოწმების  პროცედურის აღწერა

კრების  ჩატარებამდე  10 დღით ადრე  აქციონერს შეუძლია  შეამოწმოს   კრებაში მონაწილოების უფლება  სს „თელასის“ რეგისტრატორთან - სს  «ფასიანი ქაღალდების  გაერთიანებული რეგისტრატორი» (ხელშეკრულება №ср-394/515 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა. (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 222-53-51, 225-15-60. ფაქსი: (99532) 225-15-60.