“საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 330.010.040.11.116.004.635
საქართველოსურბანიზაციისადამშენებლობისმინისტრ ის
ბრძანება№3/26
2001 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოსტერიტორიაზემოქმედისამშენებლონორმებისადაწესების, აგრეთვესხვანორმატიულიაქტების მოქმედებისვადისგაგრძელებისშესახებ
1. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც სისტემატიურად გამოიყენება შენობა-ნაგებობების პროექტირებასა, მშენებლობასა და ექსპლუატაციის პირობებში ჯერ არ არის შემუშავებული. მათი ახლად დამუშავება და ეროვნული ნორმატიული აქტების სტატუსის მინიჭება მოითხოვს სამეცნიერო, საპროექტო, სამშენებლო და სამრეწველო ორგანიზაციების და საწარმოების ხანგრძლივ მუშაობას და ამასთან ერთად დიდი რაოდენობის ფინანსირებას.
ვითვალისწინებთ, რომ შენობა-ნაგებობების და კომპლექსების პროექტირება, მშენებლობა და რეკონსტრუქცია ან ტექნიკური გადაიარაღება შეუძლებელია სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების სათანადო ბაზის გარეშე, ამასთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მიერ მიღებული შეთანხმებების:
_ 1992 წლის 13 მარტის „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარებაზე“.
_1992 წლის 19 მაისის „თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ორგანოებს შორის მრეწველობისა და მომპოვებელ დარგებში“.
_ 1994 წლის 9 სექტემბრის „სამშენებლო საქმიანობაში თანამშრომლობის თაობაზე“ საფუძველზე ვბრძანებთ:
1. საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების დამუშავება-დამტკიცებამდე ძალაში დარჩეს 1992 წლამდე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლის მონაწილეც არის საქართველო.
2. მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების გაუქმება მოხდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, შესაბამისი ახალი ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის დღიდან.
მ. ჩხენკელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.11.2010.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”?
- “საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” მიღებულია 05.02.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/26. სარეგისტრაციო კოდი — 330.010.040.11.116.004.635.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.11.2010-დან.
- სად არის “საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, №3/26, 05.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 330.010.040.11.116.004.635 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52024/