„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №29 |
|
2021 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 08.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 111 მუხლის შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი: „მუხლი 112. სს „ეპ ჯორჯია მიწოდების” მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფები 1. ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების დროებითი ტარიფები:
„მუხლი 113. საბოლოო მომხმარებლის ტარიფი სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ საბოლოო მომხმარებლის ტარიფი შედგება კომისიის მიერ ამავე საწარმოსთვის დადგენილი მიწოდების (უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ან ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი) და განაწილების ტარიფების, აგრეთვე, გადაცემის ტარიფის ჯამისაგან.“. 3. 111 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ მიერ ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების საქმიანობის ფარგლებში შესასყიდი ელექტროენერგიის ოდენობას.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან. |
|