„ქალაქ ქუთაისში მოქმედი სამგზავრო – სატრანსპორტო სქემების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №184 |
|
2021 წლის 30 ივნისი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მარშრუტების სქემების დამტკიცების შესახებ“;
2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 26-ე პუნქტისა და 262 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
3. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მარშრუტების სქემები №1 და №2 დანართების შესაბამისად.“;
4. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 2. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერების პუნქტები №4 დანართის შესაბამისად.“;
5. დადგენილების №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შედეგნაირად: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების სქემები“;
6. დადგენილების №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების სქემები“;
7. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს დანართი №3;
8. დადგენილების №4 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერების პუნქტები“..
|