შპს „მოზრდილთა N2 პოლიკლინიკის“ პარტნიორის მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „მოზრდილთა №2 პოლიკლინიკის“ (ს/კ 200006616 )

დამფუძნებელ პარტნიორებს

ლაშა ციმაკურიძის 

მის.: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №34ა, ბინა 52

 

განცხადება

შპს „მოზრდილთა №2 პოლიკლინიკის“  პარტნიორის მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების შესახებ
მე, ლაშა ციმაკურიძე, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მოზრდილთა №2 პოლიკლინიკის“ დამფუძნებელი პარტნიორი (1,34%), წინამდებარე განცხადებით მოგმართავთ საზოგადოების სხვა დამფუძნებელ პარტნიორებს, საზოგადოების კაპიტალში ჩემს საკუთრებაში არსებული 1,34% (ერთი მთელი ოცდათოთხმეტი პროცენტი) წილის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით თამარ ციმაკურიძისთვის გადაცემის შესახებ, წილის გასხვისების შესახებ შპს „მოზრდილთა №2 პოლიკლინიკის“ წესდების 3(3.6) მუხლის და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 461(2 და 6) მუხლის შესაბამისად.

მოგახსენებთ, რომ რომ მივიღე გადაწყვეტილება ჩემი კუთვნილი 1,34% წილი უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადავცე ჩემს დას, თამარ ციმაკურიძეს.

დასადებ გარიგებაში აღნიშნული წილის მოცულობა:  – 1.34%.

ნასყიდობის ფასი: უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემა.

ანგარიშსწორების ვადა: 9 ივლისი.

წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა: 9 ივლისი.

გთხოვთ წინამდებარე წერილის მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში გვაცნობოთ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების თაობაზე თქვენი გადაწყვეტილების შესახებ.

 

ლაშა ციმაკურიძე.