„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №741 |
|
2021 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.02.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016997) დამტკიცებული ტიპური დებულების მე-2 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ 1“ ქვეპუნქტი: „ყ1) გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის: „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, „შშმ პირი. მნიშვნელოვნად გამოხატული“ ან „შშმ პირი. ზომიერად გამოხატული“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციის: ყ.ა) დატანის თაობაზე განაცხადის მიღება; ყ.ბ) დატანის თაობაზე განაცხადის განხილვა; ყ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აფხაზეთისა და ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „მ“, „ო“, „პ“, „ს.ა“, „ს.გ“, „უ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, „ყ1“, „ძ“-„ჭ“, „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2“ და „ჰ10“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|