„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1112 |
|
2025 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.11.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016959) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „ო1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ო1) გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ შესაბამისი კატეგორიის (აღინიშნება როგორც: „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, „შშმ პირი. მნიშვნელოვნად გამოხატული“ ან „შშმ პირი. ზომიერად გამოხატული“) გათვალისწინებით სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;“. 2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის პერსონალიზაცია, აგრეთვე მათი დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;“; ბ) „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესი მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომითაც განსაზღვრულია მოწმობების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი მოწმობის სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები, გათვალისწინებული პრინციპის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება:
ა) დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან; ბ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 3 ნოემბრიდან; გ) დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ნაწილში ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1112. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.017597.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.10.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1112, 02.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017597 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6639853/