„საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფილიალების პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.02.2001 ძალადაკარგული 12.11.2014
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
220.010.030.10.008.004.678
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 08/03/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.030.10.008.004.678

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №53

2001 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მათი ფილიალების პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესრულების მიზნით, დამტკიცდეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მის ფილიალებში არსებული შესაბამისი ინფორმაციის პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად მიკუთვნების წესი (დანართი №1).

2. დაევალოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატს (გ. ბეგიაშვილი):

ა) დროულად უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;

ბ) განახორციელოს საჯარო ინფორმაციის თავმოყრა და აღრიცხვა საჯარო რეესტრში;

გ) წარუდგინოს ანგარიში ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს საჯარო ინფორმაციის შესახებ.

3. მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარუდგენენ შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატს.

4. დამტკიცდეს პროფესიულ ი, კომერციულ ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციის მიკუთვნების აღმნიშვნელი თანდართული შტამპის ნიმუშები (დანართი №2).

5. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა და ფილიალის მმართველებმა გასაიდუმლოების შემთხვევაში დოკუმენტის პირველ გვერდზე სათანადო შტამპის დასმით უზრუნველყონ პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების გრიფის მინიჭება. თუ გრიფის აღნიშვნა უშუალოდ ინფორმაციის მატერიალურ შემცველობაზე შეუძლებელია, იგი უნდა მიეთითოს თანდართულ დოკუმენტზე.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე

დანართი №1

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფილიალების პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესი

1. პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად ინფორმაციის მიკუთვნება ხორციელდება დასაბუთებულობისა და დროულობის პრინციპის შესაბამისად.

2. ინფორმაციის გასაიდუმლოების დასაბუთებულობა განისაზღვრება კონკრეტული მასალის შეფასების საფუძველზე სახელმწიფო, საზოგადოებისა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილ შემთხვვებში.

3. ინფორმაციის გასაიდუმლოების დროულობის პრინციპი განისაზღვრება ამ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვით.

4. ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა ხორციელდება ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი გრიფის მინიჭებით.

5. გრიფი საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაციის ყოველი მატერიალური შემცველის აუცილებელი რეკვიზიტია. იგი აღნიშნავს ინფორმაციის საიდუმლოების სახეს, საიდუმლოების ვადას და თანამდებობის პირს, რომ ლის აღნიშნა ეს გრიფი.

6. „პროფესიულ“ ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლო „პროფესიული ინფორმაციის“ გრიფი, წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია, რომელთა გავრცელება ან განკარგვა არსებითად იმოქმედებს საბანკო სისტემის ან მისი ერთ-ერთი რგოლის ინტერესებზე და შეუძლია გამოიწვიოს საბანკო სისტემის მუშაობის დეზორგანიზაცია.

7. „კომერციულ“ ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლო „კომერციული ინფორმაციის გრიფი“, წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება აქვს იმ მოტივით, რომ არ არის საზოგადოდ ცნობილი და არ შეიძლება კანონიერი გზით ხელმისაწვდომი გახდეს სხვა პირებისათვის, რომელთაც შეიძლება ეკონომიკური გამორჩენა მიიღონ ამ ინფორმაციის გამოყენებით ან გახმაურებით.

8. „პირად“ ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება „პირადი ინფორმაციის“ საიდუმლოების გრიფი, წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ფიზიკური პირის პირდაპირი ან ირიბი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და ეხება ამ პირის ფიზიკურ, ფინანსურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ მდგომარეობას და რომელიც თანამდებობის პირისათვის ცნობილი გახდა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებათა რეალიზაციისა და ვალდებულებათა პროცესში.

9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოებისადმი მიკუთვნება და დადგენილი ნიმუშის გრიფის მინიჭება განახორციელონ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, ხოლო ფილიალში _ ფილიალის მმართველმა.

10. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მის ფილიალებში პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა არის 5 წელი. ვადის ათვლა იწყება ინფორმაციის შემცველზე საიდუმლოების გრიფის აღნიშვნის თარიღიდან. ინფორმაც ი ის საიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს გააგრძელოს საიდუმლოების ვადა იმავე დროით.

11. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები დოკუმენტს გრიფს მიანიჭებენ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, რომელსაც იგი კურირებს. იმ სტრუქტურული დანაყოფის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, რომელსაც კურირებს უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გრიფს ანიჭებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის დავალებით.

12. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატმა მიიღოს სათანადო ზომები, რათა არ დაუშვას პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოებისადმი მიკუთვნებული ინფორმაციის შეტანა საჯარო რეესტრში.

 

 

 

 

 

 

დანართი №2

პროფესიულ ი, კომერციულ ი ან პირად ი

საიდუმლოების ინფორმაციის მიკუთვნების

შტამპის ნიმუშები

პროფესიული საიდუმლოება

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

ვიცე-პრეზიდენტი

___________________________________

 

„_________________“ 200   წ.

 

 

პროფესიული საიდუმლოება

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

. . . . . . . . . . . . .ფილიალის მმართველი

___________________________________

 

„_________________“ 200   წ.

 

კომერციული საიდუმლოება

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

ვიცე-პრეზიდენტი

____________________________________

 

„_________________“ 200   წ.

 

 

კომერციული საიდუმლოება

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

. . . . . . . . . . . . .ფილიალის მმართველი

____________________________________

 

„_________________“ 200   წ.

 

პირადი საიდუმლოება

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

ვიცე-პრეზიდენტი

___________________________________

„_________________“ 200   წ.

 

 

პირადი საიდუმლოება

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

. . . . . . . . . . . . .ფილიალის მმართველი

___________________________________

„_________________“ 200   წ.