„ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№346
სარეგისტრაციო კოდი
360050000.10.003.022900
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №346

2021 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/05/2017, 360050000.10.003.019926) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.   მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი

მენეჯმენტის გეგმა ძალაშია მისი დამტკიცებიდან მომდევნო 6 წლის განმავლობაში, გარდა მენეჯმენტის გეგმის 33-ე და 34-ე მუხლებისა და მე-2 და მე-3 დანართებისა, რომლებიც ძალაშია ახალი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე.“.

2.  34-ე მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის, ასევე მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, ასევე საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, დემონტაჟის მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“;

ბ)  მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული საშეშე მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ3-ისა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში 7 მ3 საშეშე მერქნისა), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვებისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“;

ბ.ბ.) „ჟ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა არ ხორციელდება „საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1992 წლის 4 თებერვლის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1991–2001 წლებისათვის შედგენილი პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე.“;

ბ.გ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ზეხმელი ხეებისა და ისეთი ხეების მოჭრისა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ვიზიტორებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო 50 მეტრის სიგანეზე (რადიუსით) მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და ზეხმელი ხეების მოჭრისა, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი