„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№90/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016570
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №90/04

2021 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 30/11/2018; ს/კ: 220010040.18.011.016353) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადამხდელის პროვაიდერმა არ უნდა შეასრულოს გადარიცხვის ოპერაცია, თუ მას გადამხდელის მიმართ არ გაუტარებია ვერიფიკაციის პროცედურები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და  მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული ვერიფიკაციისა და დოკუმენტაციის/ინფორმაციის შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) გადარიცხვის ოპერაციის თანხა ან დაკავშირებული გადარიცხვის ოპერაციების ჯამური თანხა  აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში; ან            

ბ) გადამხდელისგან თანხის მიღება განხორციელდა ნაღდი ფულით ან ანონიმური ელექტრონული ინსტრუმენტით; ან

გ) არის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების  ეჭვი.

6. ამ მუხლით განსაზღვრული გადარიცხვის ოპერაციებისთვის დადგენილი გადამხდელის შესახებ მონაცემების ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიმღების პროვაიდერმა არ უნდა  დააკრედიტოს მიმღების ანგარიში ან არ უნდა გახადოს ხელმისაწვდომი თანხა მიმღებისთვის, თუ  მას მიმღების მიმართ არ გაუტარებია ვერიფიკაციის პროცედურები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და  მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული ვერიფიკაციისა და დოკუმენტაციის/ინფორმაციის შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ჩარიცხვის თანხა ან დაკავშირებული ჩარიცხვების ჯამური თანხა  აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში; ან

ბ) ფულადი გზავნილის ნაღდი ფულით გატანისას ან ანონიმურ ელექტრონულ ინსტრუმენტზე გადატანისას;

გ) თუ არის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვი.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმღების პროვაიდერმა უნდა დანერგოს ეფექტური, რისკზე დამყარებული პროცედურები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რისკზე დამყარებულ მიდგომას და რომლის საფუძველზეც პროვაიდერი განსაზღვრავს არასრული თანმხლები ინფორმაციით მიღებული ჩარიცხვების შესრულების, უკან დაბრუნების ან მიმღების ანგარიშზე ჩარიცხვის/მიმღებისთვის ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის შეჩერების საკითხებს, ასევე აღნიშნულ ჩარიცხვებთან დაკავშირებით პროვაიდერის შემდგომი ქმედებების საკითხებს (მათ შორის, გადამხდელის ან შუამავალი პროვაიდერისგან ამ დებულებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვას).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.07.2021.
როდის იქნა მიღებული „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 14.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №90/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010040.18.011.016570.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №90/04, 14.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016570 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5215495/