“ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის და მისი ცვლილებების საჯაროობის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.03.2001 ძალადაკარგული 22.02.2010
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
040.170.280.17.014.004.705
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 22/03/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.17.014.004.705

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისი ის

დადგენილება №9

2001 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის და მისი ცვლილებების საჯაროობის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული წესი „ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის და მისი ცვლილებების საჯაროობის შესახებ“.

2. თანდართული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. სტურუა

კომისიის წევრი,

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

წესი

„ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის და მისი ცვლილებების საჯაროობის შესახებ“

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-14 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვან შენაძენთა და მათ ცვლილებათა საჯაროობისადმი მოთხოვნებს, ადგენს ამგვარ შენაძენთა შესახებ შესადგენი შეტყობინებების ფორმასა და შინაარსს, ასევე მათი გავრცელების ვადებსა და პროცედურას.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა გააჩნია. მათ გარდა, ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულია ტერმინები შემდეგი მნიშვნელობით:

1. პირთა ჯგუფი – ორი ან მეტი პირი, რომლებიც შეთანხმებულნი არიან:

ა) ანგარიშვალდებული საწარმოს ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების შეძენის, ფლობისა და განკარგვის საერთო პოლიტიკის წარმოების შესახებ;

ბ) ამ ფასიან ქაღალდებთან მიმართებით მესაკუთრის ნებისმიერი უფლების, მათ შორის, ხმის უფლების გამოყენების შესახებ.

ამასთან, ასეთი შეთანხმების არსებობა ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრებს შორის წერილობითი დადასტურების გარეშეც იგულისხმება.

2. ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი რაოდენობით შეძენა (მნიშვნელოვანი შენაძენი) – ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ გამოშვებული ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების 5%-ის ან მეტის ბენეფიციურ საკუთრებაში ან მინდობილობაში მიღება პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, აგრეთვე მასში ცვლილება 5%-ით ან მეტით;

3. შეძენა – ანგარიშვალდებული საწარმოს ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების მიღება:

ა) ბენეფიციურ საკუთრებაში: ნასყიდობის (მათ შორის, სატენდერო შეთავაზება და მსხვილი პაკეტის შესყიდვა), ჩუქების, გაცვლის, მემკვიდრეობის თუ სხვა გარიგების, ან კონვერსიის შედეგად; ან/და

ბ) იმ მინდობილობის (ან სხვა უფლების) საფუძველზე, რომლის მიმღებს მისი გამცემის სახელით ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა საერთო კრებაზე დასწრების ან/და ხმის მიცემის უფლება ეძლევა.

    მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენი.

მოთხოვნები შეტყობინებათა გავრცელებისადმი

1. ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი რაოდენობით შემძენი პირი ან პირთა ჯგუფი ვალდებულია ამგვარი შენაძენის შესახებ შეძენის ფაქტის დადგომიდან 15 დღის ვადაში, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ფორმით, შეტყობინებანი წარუდგინოს:

ა) კომისიას;

ბ) ამ ფასიანი ქაღალდების ემიტენტს;

გ) იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც ეს ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია, თუნდაც ვაჭრობა შეჩერებული იყოს.

2. თუ ემიტენტის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე დგება, შეტყობინე ბა თა წარდგენა უნდა მოხდეს შეძენის შემდეგ 1 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებათა წარდგენის ვადა სატენდერო შეთავაზების შემთხვევაში შემდეგნაირად დადგინდება:

ა) თუ აღნიშნულ ვადამდე ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ გამოშვებული ნებისმიერი კლასის ფასიან ქაღალდებზე სატენდერო შეთავაზება გამოცხადდება, მაშინ შეტყობინების წარდგენა გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში უნდა მოხდეს;

ბ) თუ ამ წესით განსაზღვრული შეტყობინების წარმდგენი პირი ან პირთა ჯგუფი ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ გამოშვებული ნებისმიერი კლასის ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზების მხარეა, მაშინ მან შეტყობინებათა წარდგენა უნდა მოახდინოს სატენდერო შეთავაზების გამოცხადებასთან ერთად;

გ) ნებისმიერი პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც სატენდერო შეთავაზების გამოცხადების შემდეგ შეიძინა შეთავაზებული ფასიანი ქაღალდები მნიშვნელოვანი რაოდენობით, ამ წესით განსაზღვრულ შეტყობინებათა წარდგენა უნდა მოახდინონ შეძენის შემდეგ 1 დღის ვადაში.

4. პირი ან პირთა ჯგუფი ვალდებულია შეტყობინებები წარადგინოს მაშინაც, როდესაც მისი ბენეფიციური საკუთრება (ან ხმის უფლება) ადრე შეტყობინებულთან შედარებით 5 %-ით ან მეტით იზრდება ან მცირდება.

5. თუ პირი (პირთა ჯგუფი) იმ საწარმოს ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების 5%-ს ან მეტს შეიძენს, რომელიც შეძენის მომენტისათვის ანგარიშვალდებულ საწარმოდ არ ითვლებოდა და რომელიც შემდგომ გახდა ანგარიშვალდებული საწარმო, ეს პირი (პირთა ჯგუფი) ვალდებულია ამ წესის დანართით გათვალისწინებული ფორმით წარადგინოს შეტობინებები საწარმოს ანგარიშვალდებულ საწარმოდ გახდომიდან 15 დღის ვადაში, ხოლო თუ ემიტენტის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღი ამ ვადის გასვლამდე დგება, მაშინ – შეძენის შემდეგ 1 დღის ვადაში.

6. შეტყობინების ამ წესის შესაბამისად წარმდგენი ის პირი ან პირთა ჯგუფის ის წევრი, ვინც ამ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრია, არ თავისუფლდება ამავე შენაძენის თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 7 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის“ მოთხოვნების შესრულებისაგან.

    მუხლი 4. წარდგენილ შეტყობინებათა საჯაროობა

ამ წესის შესაბამისად წარდგენილი შეტყობინებები საჯაროა და ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა მათმა მიმღებმა პირებმა ეს შეტყობინებანი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ.

    მუხლი 5. შეუტყობინებლობის შედეგები

1. თუ გამოაშკარავდა, რომ პირმა ან პირთა ჯგუფმა დაარღვია ამ წესით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა შეტყობინებისადმი, მაშინ იგი საწარმოს აქციონერთა უახლოეს საერთო კრებაზე შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლებას კარგავს.

2. თუ შეტყობინებისადმი მოთხოვნა პირთა ჯგუფის მხოლოდ ერთმა ან ზოგიერთმა წევრმა დაარღვია, მაშინ ხმის უფლებას მხოლოდ ეს წევრი დაკარგავს.

3. პირი, რომელიც შეუტყობინებლობის შედეგად დაზარალდა ან შეიძლება დაზარალდეს, უფლება აქვს საჩივრით მიმართოს კომისიას ან/და სარჩელი შეიტანოს სასამართლოში.

    მუხლი 6. გარდამავალი დებულება

ყველა იმ პირმა და პირთა ჯგუფმა, რომელსაც ანგარიშვალდებული საწარმოს ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების 5% ან მეტი შეძენილი აქვს ბენეფიციურ საკუთრებაში (ან მიღებული აქვს ფასიანი ქაღალდების ხმის უფლება) ამ წესის ძალაში შესვლამდე, ამ წესით გათვალისწინებულ შეტყობინებათა წარდგენა უნდა უზრუნველყოს ამ წესის ძალაში შესვლიდან 60 დღის ვადაში

 

 


ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის და მისი ცვლილებების საჯაროობის შესახებ წესის დანართი

 

შეტყობინება

ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი რაოდენობით შეძენის ან/და მისი ცვლილების შესახებ

 

1. იმ ანგარიშვალდებული საწარმოს საფირმო სახელწოდება, რომლის ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი რაოდენობით შეძენაც მოხდა:             –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

2. შემტყობინებლის სახელი და გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

3. შემტყობინებელი არის თუ არა საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი:

არა (მაშინ გადადით მე-4 პუნქტზე)

კი, მაშინ დაასახელეთ თანამდებობა:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

4. შეტყობინებას წარმოვადგენ იმიტომ, რომ:

ფასიანი ქაღალდები ბენეფიციურ საკუთრებაში შევიძინე ან გავასხვისე.

შევიძინე ან გადავეცი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლება. თუ ასეა, მიუთითეთ თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის სახელი და გვარი (დასახელება):

    1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––       3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––       4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. დაშვებულია თუ არა საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ საწარმოს ფასიანი ქაღალდები:

არა

კი (მაშინ შეტყობინების ასლი წარუდგინეთ ამ საფონდო ბირჟასაც)

 

6. შემტყობინებელმა ფასიანი ქაღალდები მნიშვნელოვანი რაოდენობით პირადად თუ პირთა ჯგუფთან ერთად შეიძინა:

პირადად (მაშინ გადადით მე-7 პუნქტზე).

პირთა ჯგუფთან ერთად, მაშინ დაასახელეთ ჯგუფის თითოეული წევრის სახელი და გვარი:

    1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––       6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––       7. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––       8. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––       9. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––       10. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

7. წარმოგიდგენიათ თუ არა აქამდე შეტყობინება:

არა ეს ჩემ მიერ წარმოდგენილი პირველი შეტყობინებაა (მაშინ გადადით მე-8 პუნქტზე).

კი, ადრეც წარმომიდგენია შეტყობინება (მაშინ შეავსეთ მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ცხრილები და აღნიშნეთ შეძენისა და გასხვისების ყოველი ფაქტი):

 

გასხვისების თარიღი

გასხვისების სახე

გასხვისებამდელი რაოდ-ბა (%)

გასხვისების შემდგომი რაოდ-ბა (%)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. მონაცემები შეძენისა და შენაძენის შესახებ (II სვეტში მოცემულია შეძენის სახე და მასში უნდა აღინიშნოს, შესაბამისად: ყიდვა, ჩუქება,

მემკვიდრეობა, გაცვლა, კონვერსია, მინდობილობის საფუძველზე მიღება, პირთა ჯგუფთან გაერთიანება):

 

შეძენის თარიღი

შეძენის სახე

პირადი შენაძენის

რაოდენობა (%)

პირთა ჯგუფთან ერთად შენაძენის მთლიანი

რაოდენობა (%)

შეძენამდელი რაოდ-ბა

შეძენის შემდგომი რაოდ-ბა

შეძენამდელი რაოდ-ბა

შეძენის შემდგომი რაოდ-ბა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9. შემტყობინებლის დადასტურება:

ვაცნობიერებ რა, რომ არასწორი ან არასრული ინფორმაციის შეტყობინებისათვის შეიძლება დამეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის – ადმინისტრაციული ჯარიმა ან/და, კომისიის ბრძანების შესაბამისად, ნებისმიერი ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, ან აქციონერთა უახლოეს საერთო კრებაზე შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლების დაკარგვა, ამასთან, კომისიას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ზომებსაც, ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ შეტყობინებული ინფორმაცია სწორი და სრულია.

ვაცნობიერებ, რომ ჩემ მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის შეტყობინებამ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებში შეიძლება გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                            (ხელმოწერა)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                       /ბ.ა/    

                             (თარიღი)