ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2021 წლის 19 ივლისი ქ. ყვარელი |
|
ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
1. ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N 1-1/345 ბრძანების საფუძველზე.
2. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა (შემდგომში – ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე .
3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით.
1. წინამდებარე წესით განსაზღვრული ოქმი და საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს მესამე კატეგორიის – „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.
2. ოქმებითა და საჯარიმო ქვითრებით მომარაგებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დამოუკიდებლად. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში .
3. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დასაწყისი გვერდის ზედა ცენტრალურ ნაწილში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები - ,,სემგს’’, ზედა მარცხენა კუთხეში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სერია. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. ოქმზე მიეთითება სერია „აო”, რომელიც აღნიშნავს ადმინისტრაციულ ოქმს , ხოლო საჯარიმო ქვითარზე მიეთითება სერია „სჯ”, რომელიც აღნიშნავს საკუთრივ საჯარიმო ქვითარს. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება.
4. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლების მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე ოქმი და იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი მზადდება 3 ეგზემპლარად.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამის მოხსენებით ბარათზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული (ხელმოწერებითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) მიღება-ჩაბარების აქტით.
1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემა მერიის შესაბამის სამსახურზე (შემდგომში – სამსახური) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება №5 და №6 დანართების შესაბამისად.
3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება წაშლა ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის შესწორება. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის“ გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებზე გაცემას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. პასუხისმგებელ პირს ბრძანებით განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველ კვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს.
1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.
3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ოქმები და საჯარიმო ქვითრები სამსახურებზე გადაცემამდე ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო სამსახურებზე გადაცემული ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება შესაბამისი სამსახურის უფროსთან.
1. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემდგენლის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ ოქმის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის ხელმძღვანელი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი ოქმები, რომელსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოხსენებითი ბარათით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს.
2. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად . შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ სხვა შესაბამის ორგანოში.
4. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე.
5. ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ნაწილი I - საჯარიმო ქვითარი;
ნაწილი II- საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის შევსება და წარმოება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საჯარიმო ქვითარი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოსამსახურესთან, მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს, ხოლო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების აუცილებლობის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითრის მესამე პირი, სააღსრულებო ფურცელთან ერთად ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
5. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოსამსახურე.
6. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანი პირის მიერ I ნაწილის შესაბამისად.
7. საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურ ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებულ) წიგნში.
1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა შეიძლება:
ა ) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ ) ოქმების ან საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი, აგრეთვე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. N 1 ტელ.: (0 352) 22 12 01
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი № 000000
______________ 20____ წ. ____________________________
(თარიღი) (ოქმის შედგენის ადგილი)
მე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ___________________________________________ ___________________________________________ სამსახურის _________________________ ___________________________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________ მუხლისა და _____________________________________________________________________________________საქართველოს კანონის შესაბამისად შევადგინე აღნიშნული ოქმი.
სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ______________ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
_____________________________________________________________________________________
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო
_______________________________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი იურიდიული პირის სრული დასახელება; მოქალაქის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისამართი
_____________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი
სამართალდარღვევის შინაარსი:
_______________________________________________________________________________________________________
რაც გათვალისწინებულია ____________________________________________________________
მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი
აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის
_____________________________________________________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
ახსნა-განმარტება:
______________________________________________________________________________________________________
მე, _________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს:
,,ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა–განმარტებანი, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროულად შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“.
ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით:
ოქმი შევადგინე: _____________________________
ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა
ოქმს გავეცანი: _____________________________
სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა
მოწმე(ები) (დასწრების შემთხვევაში):
_______________________ ________________________ _________________
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის N ხელმოწერა
_______________________ ________________________ _________________
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის N ხელმოწერა
დაზარალებულ(ებ)ი (თუ ასეთები არიან):
______________________ ________________________ _________________
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის N ხელმოწერა
______________________ ________________________ _________________
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის N ხელმოწერა
ოქმის ასლი ჩავიბარე:
______________________ ________________________ _________________
სამართალდამრღვევის სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის N ხელმოწერა
ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში:
შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ არის საქმის შეწყვეტის საფუძველი. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
დამკვეთი: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი:
სემგს-ს რეგისტრაციის №
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარიმო ქვითარი №000000
ბ.ა.
___________________________ 20___ წ. ______________________________
(შედგენის თარიღი) (შედგენის ადგილი)
1. __________________________________________________________________________________
(საჯარიმო ქვითრის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი)
2. სამართალდამრღვევის:
ა) სახელი და გვარი ___________________________________________________________________
ბ) დაბადების თარიღი ________________________________________________________________
გ) სამუშაო ადგილი __________________________________________________________________
დ) საცხოვრებელი ადგილის მისამართი ________________________________________________
იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები: ___________________________________ ________________________________________________________________________________
3. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _________________________________ ________________________________________________________________________________
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი: __________________________________________________________________________
5. დაზარალებულის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № _______________________________ __________________________________________________________________________________
6. მოწმის (მოწმეების) სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № ______________________________ _____________________________________________________________________________________
7. საჯარიმო თანხის ოდენობა: _________________________________________________________
(ციფრებით, სიტყვიერად)
8. დაზარალებული: __________________________________________________________________
(ხელმოწერა)
მოწმე (მოწმეები): ____________________________________________________________________ __________________________________________________________________________________
(ხელმოწერა)
სამართალდამრღვევი: ________________________________________________________________
(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის დადასტურება)
საჯარიმო ქვითრის შემდგენელი: ______________________________________________________
(ხელმოწერა)
9. ჩავიბარე: __________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის დადასტურება)
საჯარიმო ქვითრის ყუა №000000
(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)
1. __________________________________________________________________________________
(გადამხდელის სახელი, გვარი)
2. __________________________________________________________________________________
(საცხოვრებელი ადგილის მისამართი)
3. პირადი №______________________;
4. პირადობის მოწმობის (პასპორტის) №_____________________
5. ___________________________________________________________________________________
საჯარიმო თანხის ოდენობა (ციფრებით, სიტყვიერად)
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი: __________________________________________________________________________
7. საბანკო კოდი: _____________________________________________________________________
8. სახაზინო კოდი: ___________________________________________________________________
9. მიმღები მოლარე: __________________________________________________________________
(ხელმოწერა)
10. შემომტანი: _______________________________________________________________________ (ხელმოწერა)
ბ.ა.
თარიღი: ____________________________________
(წელი, თვე, რიცხვი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო
დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის
მიერ.
დამკვეთი: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი:
სემგს-ს რეგისტრაციის №
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. N 1 ტელ.:(0 352) 22 12 01
მ ი თ ი თ ე ბ ა N 000000
შედგენის თარიღი: _____________________
1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის შესახებ დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
2. ___________________________________________________________________________________
მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
3. ___________________________________________________________________________________
(დამრღვევის დასახელება, მისამართი)
4. ___________________________________________________________________________________
(ობიექტის დასახელება, მისამართი)
5. მშენებლობის ეტაპი მითითების გაცემის მომენტისათვის
_______________________________________________________________________________________
6. გასატარებელი ღონისძიებები: _______________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
7. მითითებით განსაზღვრული გასატარებელი ღონისძიებების შესრულების ვადა: ___________ ___
________ დღე.
8. საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება _________________ ლარით.
9. მითითება პირადად ბარდება ადრესატს ან/და განთავსდება მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
10. მითითება შედგენილია სამ ეგზემპლარად, სამივეს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
11. მითითება ჩაიბარა: ________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
12. მითითება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
_________________________________________________________________________________
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)
13. _________________________
(განთავსების თარიღი)
დამკვეთი: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი:
სემგს-ს რეგისტრაციის №
დანართი №5
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №6
საჯარიმო ქვითრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 7
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 8
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 9
აქტი № ქ. ყვარელი ______________ (თარიღი) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის სისწორეს: ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) ხელმძღვანელი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. N 1 ტელ.: (0 352) 22 12 01
შემოწმების აქტი #
შედგენის თარიღი _______________________
1. შემოწმების აქტი დგება 20 წლის ______________________ გაცემული № ______ მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.
2. დარღვევის დასახელება და მისამართი: _______________________________________________ _____________________________________________________________________________________
3. ობიექტის დასახელება და მისამართი: ________________________________________________ _____________________________________________________________________________________
4. შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: ____________________________________________ _____________________________________________________________________________________
5. შემოწმებით დადგინდა: ____________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
რითაც დგინდება, რომ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება სრულდება არადროულად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. N 1 ტელ.: (0 352) 22 12 01
უ წ ყ ე ბ ა №
1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად დაბარებული ხართ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში - სამშენებლო სამართალდარღვევის აქტთან დაკავშირებით.
2. ___________________________________________________________________________________
(დამრღვევის დასახელება და მისამართი)
3. ___________________________________________________________________________________
(ობიექტის დასახელება და მისამართი)
4. ___________________________________________________________________________________
(საქმის განხილვის თარიღი, საქმის განხილვის ადგილი)
5. ___________________________________________________________________________________
(საქმის განმხილველი თანამდებობის პირი).
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. N 1 ტელ.: (0 352) 22 12 01
საქმე # _______
სააღსრულებო ფურცელი
_____________________________________________________________________________________
(სააღსრულებლო ფურცლის გამცემი)
საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
_____________________________________________________________________________________
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღი
______________________________________________________________________________________
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი
_________________________________________________________________________________________
დადგენილების/საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეზოლუციო ნაწილი
______________________________________________________________________________________
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: ______________________________________ ____________________________________________________________________________________
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ________________________________________________ _________________________________________________________________________________
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: ___________________________________________
უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის ხელმოწერა: ------------------------