შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტი“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№217
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №217

2021 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტი “ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების

დაწყებაზე თანხმობის  შესახებ

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018  წლის 5  აპრილის №59/04  ბრძანებით  დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი ს“ მე-7 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების, ,,რეაბილიტაციისა და  კრედიტორთა   კოლექტიური  დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და საქ ართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის N13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. საქართველოს ეროვნული ბანკი ეთანხმება შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტი ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205292351) ლიკვიდატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში 2021 წლის 12 ივლისს შემოტანილ განცხადებას და თანხმობას აცხადებს, რომ ლიკვიდატორმა სასამართლოში შეიტანოს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ.

2. აღნიშნული განკარგულება გამოცემიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბაკის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.nbg.gov.ge)   და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ში“ ( www.matsne.gov.ge).

3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4.  ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

პაპუნა ლეჟავა

ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკი