„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №24479 |
|
2021 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების 43 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი:
„44. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება, ამ ბრძანების ამოქმედებიდან, შემოსავლების სამსახურის სახელით, უზრუნველყონ აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისმა, მომსახურების დეპარტამენტის საკონსულტაციო სამმართველომ და საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრმა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.“.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დებულების“ (დანართი №4) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №6) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულების (დანართი №7) მე-3 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):
ა) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მსხვილ გადამხდელთა ოფისი;“;
გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მსხვილ გადამხდელთა ოფისი
მსხვილ გადამხდელთა ოფისი ახორციელებს მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების მიმართ:
ა) ამ დებულების მე-8, 91 და 93 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
ბ) კონსულტაციის გაწევას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
გ) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას, მათ შორის, მათი შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევას, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა;
დ) სამართალდარღვევის ოქმებსა და შემოწმების აქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას;
ე) საგადასახადო ორგანოში წერილობითი შეკითხვების განხილვისა და პასუხების გაცემის მონიტორინგს;
ვ) საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზს, რისკის ფაქტორების განსაზღვრას.“.
6. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):
ა) მე-5 მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) დაინტერესებული პირისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევას;“;
ა.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამასხურის უფროსი ლევან კაკავა.