📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №383
სარეგისტრაციო კოდი 390120000.10.003.022938
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 9,366 სიტყვა · ~47 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (33)
ამონაყარი
ხეებისა და ბუჩქების ძირკვებზე ან ფესვებზე მძინარე ან დამატებითი კვირტებიდან განვითარებული ნორჩი ყლორტები, რომლისგანაც ყალიბდება ხე/ბუჩქი
მუხლი 2
აღმონაცენი
მიწის ზედაპირზე ამოსული გამოჩენილი ღივი, კორომის პირველი ხნოვანებითი პერიოდი
მუხლი 2
დეგრადირებული კორომი
კორომი, სადაც დაწყებულია ძირითადი ნიშან-თვისებების დაქვეითება, გაუარესება ან/და კორომი, სადაც ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად დაქვეითებულია სატაქსაციო მაჩვენებლები
მუხლი 2
ტყის ნიადაგის დეგრადა
ცია  – პროცესი, რომლის შედეგად ნიადაგი კარგავს ადრე დაგროვილ ორგანულ ნივთიერებებს, რის შედეგადაც ნიადაგი  განიცდის ნოყიერების  დაქვეითებას. ნიადაგის დეგრადაცია იყოფა ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორებად.
მუხლი 2
ზეხმელი ხე
ზეზემდგომი გამხმარი ხე, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სასიცოცხლო ფუნქციები
მუხლი 2
კალამი
მცენარის აჭრილი ნაწილი, რომლითაც ხდება ვეგეტაციური გამრავლება
მუხლი 2
ტყის ხანძარსაშიშროების კლასი
ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფელის პირობებთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვ­რება ტყის უბნის ხანძარსაშიშროების შეფასების შკალით. შკალის მიხედვით ხანძარსაშიშროების გათვალისწინებით ტყეები იყოფა ხუთ კლასად: I კლასი - ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; II კლასი - მუხის, რცხილის, წაბლის, აკა­ციის, ჯაგრცხი­ლის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზი­ციის ფერდობებზე; III კლასი - I-II კლასებში შემავალი კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე და IV კლასში შემავალი კორომები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; IV კლასი - სოჭის, ნაძვის, წიფლის და დანარჩენი სახეობების კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებ­ზე; V კლასი - თხმე­ლის, ტირიფის, ლაფნის, ვერხვის, ევკალიპტის კორომები, მარადმწვანე ბუჩქნა­რები, ჭალის ტყეები და სხვა ჭარბტენიან ტერიტორიებზე არსებული კორომები. ხანძარსაშიშროების კლასი დგინ­დება თითოეული კვარტალისათვის, მასში შემა­ვალი ლიტერების შესაბამისი მონაცემების გასაშუალოებით
მუხლი 2
ტყის  ხანძარსაშიში უბანი
ტყეთმოწყობის მიერ ტყის ხანძარსაშიშროების I-III კლასს (ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფელის პირობებთან დაკავშირებით) მიკუთვნებული ტყის უბნები ან/და ტყის მართვის ორგანოების მიერ პერიოდულად განახლებადი ინფორმაციის საფუძელზე იდენტიფიცირებული ტერიტორიები.
მუხლი 2
საპროექტო ტერიტორიის გეგმა
მასშტაბი 1:10 000 შესაბამისი ლეგენდით
მუხლი 2
მინერალიზებული ზოლი
ხანძარსაშიში ტყის კორომების გასწვრივ ადვილად აალებადი მასალებისაგან (ძირნაყარი, ქვეტყე, მკვდარი საფარი და სხვ.) გაწმენდილი და ნიადაგის მინერალურ ფენამდე დამუშავებული, არანაკლებ 4 მეტრის სიგანის ზოლი
მუხლი 2
თესლნერგი
3 წლამდე მცენარე, რომელიც სანერგეში თესლიდანაა გაზრდილი
მუხლი 2
ნერგი
სანერგეში აღზრდილი 3-დან 10 წლამდე, ხოლო სწრაფმზარდის შემთხვევაში 1-დან 10 წლამდე მცენარე
მუხლი 2
თესლის პასპორტი
ინფორმაცია თესლის წარმოშობისა და ხარისხის შესახებ
მუხლი 2
პლიუსური ხე
ხე, რომელიც ხასიათდება ძლიერი ზრდით და ჯანსაღი ღეროთი.
მუხლი 2
პათოლოგიური გამოკვლევა
ტყის სანიტარული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა
მუხლი 2
რეკონსტრუქცია
არასასურველი ხეების ან/და ქვეტყის მ.შ. მარადმწვანე ქვეტყის მოჭრა და ჭრის შედეგად გამოთავისუფლებულ ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა ან/და ტყის აღდგენა/გაშენება
მუხლი 2
პლანტაცია
ბუნებრივი ტყისთვის ზიანის მიუყენებლად მერქნული და არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღების, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, საახალწლო წიწვოვანი ხე-მცენარეების მიღება და სხვ.) ნარგაობის შექმნის მიზნით გაშენებული ფართობი.
მუხლი 2
სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები
ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენების, მოვლისა და დაცვის და ტყით მდგრადი სარგებლობის მიზნით
მუხლი 2
სახანძრო ბილიკი
ტყეში  ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციისა და ხანძრის შემთხვევაში მისი დროული ლიკვიდაციის  უზრუნველსაყოფად გაყვანილი 2,5 მ-მდე სიგანის ბილიკი
მუხლი 2
სახეობა
მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული
მუხლი 2
ტყის აღდგენა-გაშენება
სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ფართობების გაშენება, აგრეთვე დაბალი სიხშირისა და სხვა ტყის დეგრადირებული კორომების აღდგენა
მუხლი 2
ტყის კულტურები
ტყეში თესვით ან დარგვით (მათ შორის დაკალმებით) მიღებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები
მუხლი 2
სატყეო-საკულტურო ფართობი
ტყის კულტურების გასაშენებლად შერჩეული ფართობი
მუხლი 2
სპეციალური გამოკვლევა
ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენების, მოვლის მიზნებისათვის, აგრეთვე ტყის პათოლოგიური მდგომარეობის დადგენისთვის ჩატარებული კვლევა
მუხლი 2
სანერგე
ფართობი, სადაც ხდება ტყის შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის აღზრდა. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი
მუხლი 2
ტყის მოვლა
სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ტყის მდგრადი, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება, მისი ბუნებრივი სასარგებლო თვისებებისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება
მუხლი 2
ტყის ხანძარი
ტყის მკვდარ საფარზე, ნაყარ ფოთლებზე, ხავსზე, ბალახსა და ბუჩქებზე, კორომში ზეზემდგომ ხეებზე ანმიწისქვეშა ცეცხლის მოდება
მუხლი 2
მიწისქვეშა ხანძარი
ნიადაგის ფენის ქვეშ მიმდინარე ხანძარი
მუხლი 2
ფაუტი ხე (ფუტურო)
დამპალი, ან მშრალად გამოფიტული, სიმკვრივეს მოკლებული ხე
მუხლი 2
ფესვის ნაბარტყი
ყლორტი, რომელიც წარმოიქმნება  ზოგიერთი სახეობის ფესვებზე (დამატებითი კვირტებისაგან) და აქვს საკუთარი ფესვთა სისტემა
მუხლი 2
ძირნაყარი ხე-ტყე
მიწაზე დაყრილი, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე კანონიერად მოჭრილი მერქანი, რომელსაც ტყეკაფის ან ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის/გაუქმების გამო გასული აქვს გამოზიდვის ვადა
მუხლი 2
ჭრის ინტენსივობა
მოვლითი ჭრის დროს ხეთა გამოხშირვის რაოდენობა, რომელიც ამცირებს საერთო მარაგს, სიხშირეს, საბურველის შეკრულობას ჭრის ერთ ჯერზე, რაც გამოისახება პროცენტებში
მუხლი 2
ხმობადი ხე
ხე, რომლის ორი მესამედი გამხმარია. ჰ​1) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა − აღსადგენი ტერიტორიის (ფართობის) მთლიანი ან ნაწილობრივი შემოღობვა, ტყის აღმონაცენის ან/და ამონაყრის ძოვებისგან დაცვა, შემოღობილ ფართობზე ნიადაგის ქვეტყისა და სარეველა ბალახისაგან გაწმენდა, ნიადაგის აჩიჩქვნა თვითმოთესვის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე განახლება შერგვით/თესვით; ჰ​2) ფენოლოგიური დაკვირვება – მერქნიან სახეობათა თესლმსხმოიარობაზე და მის ფაზებზე თვალზომური დაკვირვება, თესლების მოსალოდნელი რაოდენობისა და ხარისხის შეფასების მიზნით; ჰ​3) ტყის ხანძრის საშიშროების დონე  – ტყის ტერიტორიაზე ხანძრის საფრთხის ხარისხი, რომელიც განისაზღვრება/დგინდება შესაბამისი მეთოდიკით. გამოიყოფა ტყის ხანძრის საშიშროების 5 დონე (დაბალი, მცირე, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი/საგანგებო). ჰ​4) ტყის სელექციური აღრიცხვა – ტყეთმოწყობის ნაწილი, რომლის დროსაც ხდება პლიუსური კორომების ან/და ხეების შერჩევა. ჰ​5) სახანძრო დანიშნულების გზა – ტყეში მოწყობილი არანაკლებ 4,5 მეტრის სიგანის მიწის ფენის ზოლი, არანაკლებ 3 მეტრის სიგანის სავალი ნაწილით და არანაკლებ 0,5 მეტრის სიგანის გზის გვერდული პირით, რომელიც განკუთვნილია ხანძრის დროს  ყველა სახის საავტომობილო, სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტის გადაადგილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ტვირთების გადატანისათვის, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროებთან და მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის ტყის უბნებში მისასვლელად. 2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები უნდა განიმარტოს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსის” საფუძველზე.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
0 1.00
1 2
2 სოჭი კავკასიური
3 უთხოვარი
4 ფიჭვი ელდარის
5 ფიჭვი კავკასიური
6 ღვიები
7 აკაკი კავკასიის
8 აკაცია თეთრი
9 თელები
10 იფანი ჩვეულებრივი
11 კაკალი
12 საღსაღაჯი
13 მუხა აღმოსავლეთის
14 მუხა გრძელყუნწა; მუხა ქართული
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ტყის კოდექსი საქართველოს კანონი 92% 22.05.2020 საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 25.08.2021 „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე მართვის ორგანო ________________________________________________________ სატყეო უბანი ________________________________________    სატყეო ____________________________________ ტყითმოსარგებლე__________________________________________________________________________________ კვარტალი №_______,      ლიტერ(ებ)ი №__________,   ფართობი __________ ჰა  ჭრის სახე __________ კორომის შემადგენლობა   ––––––––––, ჭრის % ________ სიხშირე ––––––– სიმაღლის თანრიგი ––––––––  GPS კოორდინატები   X ______________ Y   Y _______________                                                   X ______________ Y   Y _______________ 91% 18.05.2021 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 25.09.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 05.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №383 2021 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 საქართველოს ტყის კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულება“.   მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილება.  მუხლი 3🔗 1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ტყის დაცვის,  აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ  დებულების“  მე-10 მუხლის,   მე-11 მუხლისა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების“: ა) მე-10 და მე-11 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან; ბ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ  დებულება თავი I  ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მიზანი 1. ,,ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების (შემდგომში – წესი) მიზანია საქართველოს კანონით – „საქართველოს ტყის კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ტყის დაცვის, აღდგენის და მოვლის წესების განსაზღვრა. 2. წესის მიზანია საქართველოს ტყეში ეკოლოგიური წონასწორობის, ტყე­ე­ბის ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მდგრადი და მა­ღალ­პროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, ტყით სარგებ­ლო­ბის შესაძლებლობის გაზრდის, კლიმატური პირობების შენარჩუ­ნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქ­ტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, ტყეში აღდგენა-გაშენების, ტყის მოვლის და დაცვის ღონის­ძიე­ბათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურ­თი­ერ­თო­­ბების რეგულირება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) ამონაყარი – ხეებისა და ბუჩქების ძირკვებზე ან ფესვებზე მძინარე ან დამატებითი კვირტებიდან განვითარებული ნორჩი ყლორტები, რომლისგანაც ყალიბდება ხე/ბუჩქი; ბ) აღმონაცენი – მიწის ზედაპირზე ამოსული გამოჩენილი ღივი, კორომის პირველი ხნოვანებითი პერიოდი; გ) დეგრადირებული კორომი – კორომი, სადაც დაწყებულია ძირითადი ნიშან-თვისებების დაქვეითება, გაუარესება ან/და კორომი, სადაც ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად დაქვეითებულია სატაქსაციო მაჩვენებლები; დ) ტყის ნიადაგის დეგრადა – ცია  – პროცესი, რომლის შედეგად ნიადაგი კარგავს ადრე დაგროვილ ორგანულ ნივთიერებებს, რის შედეგადაც ნიადაგი  განიცდის ნოყიერების  დაქვეითებას. ნიადაგის დეგრადაცია იყოფა ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორებად. ე) ზეხმელი ხე – ზეზემდგომი გამხმარი ხე, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სასიცოცხლო ფუნქციები; ვ) კალამი – მცენარის აჭრილი ნაწილი, რომლითაც ხდება ვეგეტაციური გამრავლება; ზ) ტყის ხანძარსაშიშროების კლასი – ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფელის პირობებთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვ­რება ტყის უბნის ხანძარსაშიშროების შეფასების შკალით. შკალის მიხედვით ხანძარსაშიშროების გათვალისწინებით ტყეები იყოფა ხუთ კლასად: I კლასი - ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; II კლასი - მუხის, რცხილის, წაბლის, აკა­ციის, ჯაგრცხი­ლის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზი­ციის ფერდობებზე; III კლასი - I-II კლასებში შემავალი კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე და IV კლასში შემავალი კორომები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; IV კლასი - სოჭის, ნაძვის, წიფლის და დანარჩენი სახეობების კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებ­ზე; V კლასი - თხმე­ლის, ტირიფის, ლაფნის, ვერხვის, ევკალიპტის კორომები, მარადმწვანე ბუჩქნა­რები, ჭალის ტყეები და სხვა ჭარბტენიან ტერიტორიებზე არსებული კორომები. ხანძარსაშიშროების კლასი დგინ­დება თითოეული კვარტალისათვის, მასში შემა­ვალი ლიტერების შესაბამისი მონაცემების გასაშუალოებით; თ) ტყის  ხანძარსაშიში უბანი – ტყეთმოწყობის მიერ ტყის ხანძარსაშიშროების I-III კლასს (ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფელის პირობებთან დაკავშირებით) მიკუთვნებული ტყის უბნები ან/და ტყის მართვის ორგანოების მიერ პერიოდულად განახლებადი ინფორმაციის საფუძელზე იდენტიფიცირებული ტერიტორიები. ი) კარტოგრაფიული მასალა: ი.ა) საპროექტო ტერიტორიის გეგმა – მასშტაბი 1:10 000 შესაბამისი ლეგენდით; ი.ბ) ტერიტორიის ორგანიზაციის სქემა - დოკუმენტი, სადაც დატანილია ტყის აღდგენის პროექტით განსაზღვრული ყველა ძირითადი ღონისძიება (სათესი ან/და სარგავი ადგილები, ღობე, გზები და ბილიკები და სხვა.);    კ) მინერალიზებული ზოლი – ხანძარსაშიში ტყის კორომების გასწვრივ ადვილად აალებადი მასალებისაგან (ძირნაყარი, ქვეტყე, მკვდარი საფარი და სხვ.) გაწმენდილი და ნიადაგის მინერალურ ფენამდე დამუშავებული, არანაკლებ 4 მეტრის სიგანის ზოლი; ლ) თესლნერგი –  3 წლამდე მცენარე, რომელიც სანერგეში თესლიდანაა გაზრდილი; მ) ნერგი –  სანერგეში აღზრდილი 3-დან 10 წლამდე, ხოლო სწრაფმზარდის შემთხვევაში 1-დან 10 წლამდე მცენარე; ნ) თესლის პასპორტი – ინფორმაცია თესლის წარმოშობისა და ხარისხის შესახებ; ო) პლიუსური ხე – ხე, რომელიც ხასიათდება ძლიერი ზრდით და ჯანსაღი ღეროთი.   პ) პათოლოგიური გამოკვლევა – ტყის სანიტარული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა; ჟ) რეკონსტრუქცია – არასასურველი ხეების ან/და ქვეტყის მ.შ. მარადმწვანე ქვეტყის მოჭრა და ჭრის შედეგად გამოთავისუფლებულ ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა ან/და ტყის აღდგენა/გაშენება; რ)  პლანტაცია – ბუნებრივი ტყისთვის ზიანის მიუყენებლად მერქნული და არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღების, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, საახალწლო წიწვოვანი ხე-მცენარეების მიღება და სხვ.) ნარგაობის შექმნის მიზნით გაშენებული ფართობი. ს) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები – ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენების, მოვლისა და დაცვის და ტყით მდგრადი სარგებლობის მიზნით; ტ) სახანძრო ბილიკი  – ტყეში  ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციისა და ხანძრის შემთხვევაში მისი დროული ლიკვიდაციის  უზრუნველსაყოფად გაყვანილი 2,5 მ-მდე სიგანის ბილიკი; უ) სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული; ფ) ტყის მავნებელ-დაავადებები − მავნე ორგანიზმები (მწერი, მღრღნელი, სოკო, ბაქტერია, ვირუსი, ნემატოდები და სხვ.), რომელთა რაოდენობის მატებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტყის ეკოლოგიურ მდგომარეობას ან არსებითად შეამციროს მერქნის ხარისხი; ქ) ტყის აღდგენა-გაშენება – სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ფართობების გაშენება, აგრეთვე დაბალი სიხშირისა და სხვა ტყის დეგრადირებული კორომების აღდგენა; ღ) ტყის კულტურები – ტყეში თესვით ან დარგვით (მათ შორის დაკალმებით) მიღებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები; ყ) სატყეო-საკულტურო ფართობი – ტყის კულტურების გასაშენებლად შერჩეული ფართობი; შ) სპეციალური გამოკვლევა –  ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენების, მოვლის მიზნებისათვის, აგრეთვე ტყის პათოლოგიური მდგომარეობის დადგენისთვის ჩატარებული კვლევა; ჩ)  სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ტყის შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის აღზრდა. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი; ც) ტყის მოვლა – სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ტყის მდგრადი, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება, მისი ბუნებრივი სასარგებლო თვისებებისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება; ძ) ტყის ხანძარი – ტყის მკვდარ საფარზე, ნაყარ ფოთლებზე, ხავსზე, ბალახსა და ბუჩქებზე, კორომში ზეზემდგომ ხეებზე ანმიწისქვეშა ცეცხლის მოდება; ძ.ა) მიწისქვეშა ხანძარი – ნიადაგის ფენის ქვეშ მიმდინარე ხანძარი; წ) ფაუტი ხე (ფუტურო)–დამპალი, ან მშრალად გამოფიტული, სიმკვრივეს მოკლებული ხე; ჭ) ფესვის ნაბარტყი – ყლორტი, რომელიც წარმოიქმნება  ზოგიერთი სახეობის ფესვებზე (დამატებითი კვირტებისაგან) და აქვს საკუთარი ფესვთა სისტემა; ხ) ძირნაყარი ხე-ტყე – მიწაზე დაყრილი, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე კანონიერად მოჭრილი მერქანი, რომელსაც ტყეკაფის ან ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის/გაუქმების გამო გასული აქვს გამოზიდვის ვადა; ჯ) ჭრის ინტენსივობა – მოვლითი ჭრის დროს ხეთა გამოხშირვის რაოდენობა, რომელიც ამცირებს საერთო მარაგს, სიხშირეს, საბურველის შეკრულობას ჭრის ერთ ჯერზე, რაც გამოისახება პროცენტებში; ჰ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ორი მესამედი გამხმარია. ჰ​1) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა − აღსადგენი ტერიტორიის (ფართობის) მთლიანი ან ნაწილობრივი შემოღობვა, ტყის აღმონაცენის ან/და ამონაყრის ძოვებისგან დაცვა, შემოღობილ ფართობზე ნიადაგის ქვეტყისა და სარეველა ბალახისაგან გაწმენდა, ნიადაგის აჩიჩქვნა თვითმოთესვის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე განახლება შერგვით/თესვით; ჰ​2) ფენოლოგიური დაკვირვება – მერქნიან სახეობათა თესლმსხმოიარობაზე და მის ფაზებზე თვალზომური დაკვირვება, თესლების მოსალოდნელი რაოდენობისა და ხარისხის შეფასების მიზნით; ჰ​3) ტყის ხანძრის საშიშროების დონე  – ტყის ტერიტორიაზე ხანძრის საფრთხის ხარისხი, რომელიც განისაზღვრება/დგინდება შესაბამისი მეთოდიკით. გამოიყოფა ტყის ხანძრის საშიშროების 5 დონე (დაბალი, მცირე, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი/საგანგებო). ჰ​4) ტყის სელექციური აღრიცხვა – ტყეთმოწყობის ნაწილი, რომლის დროსაც ხდება პლიუსური კორომების ან/და ხეების შერჩევა. ჰ​5) სახანძრო დანიშნულების გზა – ტყეში მოწყობილი არანაკლებ 4,5 მეტრის სიგანის მიწის ფენის ზოლი, არანაკლებ 3 მეტრის სიგანის სავალი ნაწილით და არანაკლებ 0,5 მეტრის სიგანის გზის გვერდული პირით, რომელიც განკუთვნილია ხანძრის დროს  ყველა სახის საავტომობილო, სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტის გადაადგილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ტვირთების გადატანისათვის, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროებთან და მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის ტყის უბნებში მისასვლელად. 2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები უნდა განიმარტოს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსის” საფუძველზე. თავი  II  ტყის დაცვა მუხლი 3🔗. ტყის დაცვის მიზანი 1. ტყის დაცვის მიზანია ტყეზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების ფაქტორების თავიდან აცილება ან/და შერბილება, სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ლიკვიდაცია და ტყეში განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება. 2. ტყე დაცული უნდა იყოს: ა) ტყითსარგებლობის დადგენილი წესების დარღვევებისაგან და უკანონო ჭრებისაგან; ბ) ინვაზიური მერქნიანი სახეობების გავრცელებისაგან; გ) ტყის ნიადაგის დეგრადაციისაგან; დ) ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელებისაგან; ე) ხანძრების წარმოქმნა-გავრცელებისაგან; ვ) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისაგან; ზ) სხვა უარყოფითი ანთროპოგენული ზეგავლენისაგან; 3.  ტყისთვის მიყენებული ზიანის პასუხისმგებლობის საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. ტყის დაცვის ღონისძიებები 1. ტყის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს ტყის მართვის გეგმა ან/და სპეციალური გამოკვლევის მასალები, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 2. ტყის დაცვის ღონისძიებებს გეგმავენ და ახორციელებენ ტყის მართვის ორგანოები შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სპეციალურ გამოკვლევას, მათ შორის პათოლოგიურ გამოკვლევას ახორციელებენ ტყის მართვის ორგანოები, ან სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები,  მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად. 4. ტყის დაცვის ღონისძიებებია: ა) ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით ტყის ზონირება; ბ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევა და მონიტორინგი; გ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელებისგან ტყის დაცვა ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური მეთოდებით/საშუალებებით; დ) ტყის ხანძრისგან დაცვა; ე) განსაკუთრებული მდგომარეობით გამოწვეული სხვა აუცილებელი ღონისძიებები; ვ) უკანონო ტყითსარგებლობისა და ტყის რესურსების დატაცების პრევენცია და აღკვეთა (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გარდა). მუხლი 5🔗. ტყის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები 1. აკრძალულია ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ტყის განადგურებას, კერძოდ ტყის ნიადაგის საშუალო ან საშუალოზე მეტ დეგრადაციას ან/და ტყის ნიადაგს უქმნის მეწყრული ან ეროზიული პროცესების აშკარა საფრთხეს და შეუძლებელს ხდის ტყის დროულ აღდგენა-გაშენებას, აგრეთვე, რომელიც დაუცველს ხდის ტყეს ისეთი საფრთხეების ზემოქმედებისაგან, როგორებიცაა: ქარი, ხანძარი, ბიოლოგიური და ქიმიური პრეპარატების გამოყენება, ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელება და ნებისმიერი დაბინძურება, საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვა ნარჩენებისაგან. 2. საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვა ნარჩენებისა და მავნე ნივთიერებებისგან ტყის გაწმენდის ვალდებულება ეკისრება დამბინძურებელს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 6🔗. ტყის დაცვის ღონისძიებების დაფინანსება 1. ტყის დაცვის ღონისძიებების დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს სახელმწიფო/ავტონომიური/ადგილობრივი ბიუჯეტი, ტყის მართვის ორგანოს საკუთარი შემოსავლები, საკომპენსაციო თანხები, სხვა თანხები (დონორული დაფინანსება). 2. სტიქიური მოვლენების (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვა) ან სხვა  მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური, ეკოლოგიური და სხვა)  გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები სამინისტროს სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან   საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული დაფინანსების სხვა წყაროებიდან. თავი III ტყის ხანძრებისაგან დაცვა მუხლი  7🔗. ტყის ხანძრებისაგან დაცვის მიზანი ტყის ხანძრებისაგან დაცვის მიზანია ისეთი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს ხანძრების გაჩენის თავიდან აცილებას ან/და გავრცელების შეზღუდვას. მუხლი 8🔗. ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა-განხორციელება 1. ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებები იგეგმება ტყის მონიტორინგის, ტყეთმოწყობისა და   სხვა სპეციალური გამოკვლევის მასალების და დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის ან  დროებითი რეგულირების წესის საფუძველზე. 2. ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებებს, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე, გეგმავენ და ახორციელებენ ტყის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოები, ან მათი ზედამხედველობით, კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტები, ხოლო სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში ზემოხსენებული ღონისძიებები ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან (შემდგომ - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) შეთანხმებით. მუხლი 9🔗. ტყის ხანძრებისაგან დაცვის პრევენციული ღონისძიებები 1. ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით მოკლევადიანი ღონისძიებებია: ა) ტყის ხანძარსაშიშ უბნებში გამაფრთხილებელი საინფორმაციო ბანერების განთავსება; ბ) საზოგადოებისათვის საინფორმაციო (ახსნა-განმარტებითი) სამუშაოების ჩატარება ხანძრის საფრთხის პრევენციის მიზნით; გ) შესაძლო საგანგებო სიტუაციის ზონაში ტერიტორიის პერიოდული დაზვერვის ორგანიზება ცეცხლის კერების დაფიქსირების ან თავიდან აცილების მიზნით; დ) ხანძარსაშიშ უბნებში ხანძრის ქრობის მიზნით მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაციის ორგანიზება; ე) ხანძარსაშიშ პერიოდში მოსახლეობის ინფორმირება მოსალოდნელ საფრთხეებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე მედიის და სხვა საშუალებებით; ვ) ტყის ხანძრების პრევენციისა და მათი ლიკვიდაციის საკითხებზე შესაბამისი სწავლებების ჩატარების უზრუნველყოფა; ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყის მართვის ორგანოების მიერ ყოველი წლის დასაწყისში ხანძარსაშიში უბნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 2. ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით გრძელვადიანი ღონისძიებებია: ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის ტყის უბნებში; ბ) სახანძრო დანიშნულების  გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება; გ) ტყის ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მინერალიზებული ზოლების მოწყობა ხანძარსაშიშ უბნებში; დ) ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა, რაც გულისხმობს ხანძარსაშიში უბნებიდან ძირნაყარი ხეტყისა და ხეტყის ნარჩენის გამოტანასა და განთავსებას უსაფრთხო ადგილზე; ე) სახანძრო წყლის ობიექტებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროებთან მისასვლელების მოწყობა; ვ) საქმიანი ეზოების პერიოდული გაწმენდა ადვილად აალებადი ნაყარისა და მასალებისაგან და მათი უზრუნველყოფა  ცეცხლმაქრებითა და წყლის მარაგებით აღჭურვილი დროებითი ან/და მუდმივი საგუშაგოთი; ზ) ტყის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოების შესაბამის თანამშრომელთა აღჭურვა ხანძრის ქრობის პირველადი იარაღებით  და პირადი დაცვის საშუალებებით. მუხლი 10🔗. ტყის ხანძრის საშიშროების დონის დადგენა და განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ტყის ხანძრის საშიშროება განისაზღვრება 5 დონით - დაბალი, მცირე, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი. ტყის მართვის ორგანოების, ტყის მართვაზე უფლებამოსილი პირების ან/და ტყითმოსარგებლეების მიერ მინდვრის/ტყის ხანძრის საშიშროების დონის დადგენა ხორციელდება ამ ამ წესის მე-11 მუხლის  შესაბამისად. 2. ტყის მართვის ორგანოები, ტყის მართვაზე უფლებამოსილი პირები და ტყითმოსარგებლეები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურისგან მიღებული ტყის ხანძრისა და ხანძრის საშიშროების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციით, სახანძრო ვითარების განმაპირობებელი სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ სიგნალების შესაბამისად. 3. ტყეში ხანძრის საშიშროების დონის მიხედვით ხორციელდება: ა) ხანძრის საშიშროების I დონე (დაბალი საფრთხე): ხანძრის შესაძლო გამომწვევი სამუშაოების ჩატარების ადგილებში მონიტორინგი, სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის მიზნით შესაბამისი თანამშრომლების ვარჯიშები, აღჭურვილობისა და სახანძრო ტექნიკის მომზადება; ბ) ხანძრის საშიშროების  II დონე (მცირე საფრთხე): I და II დონის ხანძარსაშიშროების მქონე უბნებზე, ასევე საზოგადოების მასობრივი დასვენების ადგილებში მონიტორინგი, შესაბამისი თანამშრომლების ვარჯიშები, აღჭურვილობისა და სახანძრო ტექნიკის მომზადება; გ) ხანძრის საშიშროების III დონე (საშუალო საფრთხე): I, II და III დონის ხანძარსაშიშ უბნებზე, ხანძრის სავარაოდოდ გამომწვევი სამუშაოების ჩატარებისა და ადამიანების თავშეყრის ადგილებში მონიტორინგი, შესაბამისი თანამშრომლების მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში გადაყვანა; დ) ხანძრის საშიშროების IV დონე (მაღალი საფრთხე): საზოგადოების თავშეყრის, ხანძრის გამომწვევი სამუშაოების ჩატარებისა და საწყობების განლაგების ადგილებში, ასევე, ტყეში სხვადასხვა ობიექტებზე მონიტორინგი, შესაბამისი თანამშრომლების მობილიზება მორიგეობის ადგილებში, სახანძრო ტექნიკისა და ხანძრის ქრობის საშუალებების სრული მზადყოფნის რეჟიმში მოყვანა, ხოლო უნალექობის ხანგრძლივი პროგნოზის (5 დღეზე მეტი) შემთხვევაში, სათანადო ტექნიკით აღჭურვილი ცალკეული სახანძრო ჯგუფების განთავსება რაც შეიძლება ახლოს ხანძრის სავარაუდო გაჩენის უბნებთან, შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება; ე) ხანძრის საშიშროების V დონე (ძალიან მაღალი საფრთხე): ხანძრისგან ტყის დაცვის მიზნით შესაბამისი უწყებების სრულ მობილიზება, ტყეებში მთელი დღე-ღამის განმავლობაში მონიტორინგი, შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება. მუხლი 11🔗. ტყის ხანძრის საშიშროების დონის დადგენის მეთოდიკა 1. ტყის ხანძრის საშიშროების დონის დადგენა ხდება მიმდინარე დღის ხანძრის საფრთხის კომპლექსური მაჩვენებლის მიხედვით, ნალექიანი დღეების დასრულების შემდგომი პერიოდისათვის. 2. ტყეში ხანძრის საშიშროების დონე განისაზღვრება №1 დანართის №2 ცხრილის შესაბამისად გამოთვლილი ხანძრის საფრთხის კომპლექსური მაჩვენებელის (კმ) მიხედვით. (კმ) მაჩვენებლის გამოთვლისთვის საჭირო მონაცემებია - ჰაერის ტემპერატურა (t, °C-ში), ქარის სიჩქარე (v) და ცვარის წერტილი (z,°C-ში) ადგილობრივი დროით 13 საათისთვის, ასევე წინა (n) დღე-ღამეში მოსული ნალექის რაოდენობა. მიმდინარე დღის ხანძრის საფრთხის კომპლექსური მაჩვენებელი (კმ) გამოითვლება ფორმულით -კმ= ∑​n1 {t ​. kv ​. (t – z)}. სადაც, kv არის ხანძრის საშიშროების კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ქარის სიჩქარის (v ) გავლენას ტყის ხანძრების  წარმოშობასა და გავრცელებაზე. მისი მნიშვნელობები მოყვანილია №1 დანართის №1 ცხრილში, ქარის სიჩქარის (მ/წმ-ში) სიდიდეების შესაბამისად. ხოლო,  n წარმოადგენს გამოთვლის მომენტისათვის წინა უნალექო დღეების რაოდენობას. კომპლექსური მაჩვენებლის გამოთვლა იწყება ბოლო წვიმის შემდეგ და ხორციელდება ყოველი შემდეგი  n დღისათვის დაჯამდება ზრდადი შედეგის შესაბამისად. მუხლი 12🔗. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების ზომები 1. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემდეგი ზომების გატარება: ა)  ტყის ტერიტორიაზე: ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარ ბალახიან ადგილებში ცეცხლის დანთების აკრძალვა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ)  ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე ცეცხლის დანთების დაშვება ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში (ცეცხლის დასანთებად უნდა მოეწყოს ცეცხლის დასანთები ადგილი (ბაქანი), რაც გულისხმობს ცეცხლის კე­რი­დან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) ტერიტორიის გაწმენდას ან/და ადგილის შერჩევას ნიადაგის მინერალიზირებულ ფენამდე გაშიშვლებულ, მინიმუმ 0,25 მ-ის სიგანის ზოლით შემოსაზღვრულ, მოედანზე. ამავე დროს, სრულად უნდა იქნეს გამორიცხული ნორჩი ხეების, მათ შორის მათი ფესვების ცეცხლით დაზიანება); გ) ხანძარსაწინააღმდეგო ნაკვეთურებში, მინერალიზირებულ ზოლებსა და ბარიერებზე დამზადებული ხეტყის დასაწყობების აკრძალვა. 2. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის გაწმენდის მიზნით ტყის მავნებელ- დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული ხეტყის ნარჩენების ტყეში დაწვა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს ტყეს, არ გააუარესებს მისი ნიადაგის ხარისხს ან არ შექმნის ტყეში ხანძრის გაჩენის საშიშროებას. 3. ტყეში აკრძალულია: ა) ჩაუქრობელი ასანთის ღერის, სიგარეტის ნამწვავისა და სხვა აალებადი საგნების გადაგდება; ბ) ანთებული კოცონის დატოვება; გ) ბალახის დაწვა   4. ტყის ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ტყის მართვაზე უფლებამოსილ ორგანოებს, აგრეთვე მათ ტერიტორიულ ორგანოებს უფლება აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით ხანძარსაშიშ პერიოდში და ადგილზე თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე დროებით აკრძალონ ტყითსარგებლობა, მოსახლეობის ტყეში ყოფნა, სატრანსპორტო საშუალებებით ტყეში შესვლა და სხვა. 5. ტყითმოსარგებლეები ვალდებულნი არიან: ა) აწარმოონ დარჩენილი ხეტყის და ადვილად აალებადი მასალების გატანა იმ ვადებში, რომლებიც დადგენილია ტყის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს  მიერ; ბ) ტყეში სამუშაოს ჩატარების ადგილზე და ობიექტებზე, ან/და რეკრეაციული და ტურისტულ ღონისძიებების ჩატარების ზონებში მზადყოფნაში იქონიონ ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებები. გ) სამუშაოების წარმოებამდე, მათ შორის ტყეში რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას, ჩაატარონ ინსტრუქტაჟი  სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის და ხანძრის ჩაქრობის ხერხების შესახებ. მუხლი 13🔗. ხანძრისა და მისი შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებები 1. საქართველოს ტყის  ტერიტორიაზე ხანძრის  ქრობას, ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო ტყის  შესაბამისი მართვის უფლების მქონე ორგანოსა და ტყითმოსარგებლის მონაწილეობით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება შესაბამისი ტყის აღდგენის პროექტით (ხანძრის შემდეგ ტყის აღდგენამდე ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 3 წლისა, თუ სპეციალური შესწავლით არ გამოიკვეთა სხვა გარემოება). 3. ნახანძრალ ტერიტორიაზე მერქნიანი ხე-მცენარეების მოჭრა დაიშვება სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე ან/და აღდგენის პროექტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.  4. ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. 5. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დამრღვევ პირებს დაეკისრებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76-ე მუხლით ან სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაც არ ათავისუფლებს მათ ვალდებულებისაგან გამოასწორონ დარღვევა იმ ვადებში, რომლებიც დაწესებულია ტყის მართვის ორგანოების მიერ. 6. ტყის ხანძრის გაჩენაზე პასუხისმგებელი პირები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან ტყეზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. 7. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტყის მართვის ორგანოს უფლება აქვთ შეაჩეროს ყოველგვარი სამუშაოები ტყეში იმ ფართობებზე და ობიექტებზე, სადაც მოხდა დარღვევა. თავი IV  ტყის დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან მუხლი 14🔗.  მავნებელ-დაავადებების დაფიქსირების პირველადი ინფორმაციის წყარო ტყეში მავნებელ-დაავადებათა დაფიქსირების პირველადი ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს: ა) ტყის მართვის ორგანოს ტერიტორიული სამსახურის შეტყობინება (სასიგნალო ფორმა); ბ) ტყის აღრიცხვა; გ) მონიტორინგის შედეგები; დ) კვლევის შედეგები; ე) ნებისმიერი პირის შეტყობინება; ვ) სხვა წყაროები. მუხლი 15🔗. ტყის პათოლოგიური კვლევა და მონიტორინგი 1. ტყის პათოლოგიური კვლევის უმთავრესი მიზანია დადგინდეს ტყის კორომებში არსებული სანიტარიული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი/წყარო და შეირჩეს/განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 2. ტყის პათოლოგიური კვლევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა. ამ წესის მე-14 მუხლის საფუძველზე ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი სპეციალისტების ან/და ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული, ტექნიკური დავალების შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის შესწავლა;  ბ. შესწავლის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ღონისძიებების დაგეგმვა ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 3. ტყის პათოლოგიური მონიტორინგი არის ტყის კორომების სანიტარიულ მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, რომელიც უზრუნველყოფს: ა) ტყის კორომებში შეცვლილი/გაუარესებული სანიტარული მდგომარეობის დროულ გამოვლენას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მავნებელ-დაავადებებით ან/და სხვა მავნე ორგანიზმებით, ასევე კლიმატური პირობებითა და ადამიანის არასწორი ჩარევით ბუნებაში;   ბ) ტყის კორომების სანიტარიული მდგომარეობის ანალიზს; გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის პროგნოზირებას, მავნებელ-დაავადებებისა და სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით; დ) ტყის დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებას. 4. ტყის პათოლოგიური კვლევა და ტყის პათოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ შემუშავებული ინსტრუქციის საფუძველზე, დანართი №3 შესაბამისად. ტყე დაცული უნდა იყოს პრეპარატების უარყოფითი ზემოქმედებისაგან. 5.  ტყის პათოლოგიური კვლევისა და მონიტორინგის სისტემის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია ტყის ზონირება – სუსტ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად, მავნებელ-დაავადებებისა და სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით; 6. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ დაგეგმილი ბრძოლის ღონისძიება, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან (მაგ: ავიაწამლობის ან/და ქიმიური ინსექტიციდის გამოყენებისას და სხვა), ხოლო წითელი ნუსხით დაცული ხეების სახეობების ჭრის აუცილებლობისას გადაწყვეტილებას იღებს მართვის ორგანო.  7. განსაკუთრებულ შემთხვევაში (მავნებელ-დაავადების მასობრივი გავრცელება, მავნებელი მწერებისა და სოკოების რიცხოვნობის ზრდა, ინვაზიური სახეობის დაფიქსირება ქვეყანაში) საქართველოში ნებადართულ პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში არარეგისტრირებული საშუალებების გამოყენება უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან. 8. ტყის პათოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიოლოგიური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიების დაგეგმვისას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს საავიაციო ან მიწისზედა შესხურებას, დაცული უნდა იყოს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია (ხარჯვის ნორმები) და მომუშავე პერსონალის სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები. ქიმიური პრეპარატის შერჩევა დასაშვებია მხოლოდ „პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის“ შესაბამისად. 9. ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანიჭებენ ტყის მართვის ორგანოები. მუხლი 16🔗. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა 1. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ხორციელდება ტყის კორომებში სპეციალურად შერჩეულ მუდმივი დაკვირვების უბნებზე, რომლის უმთავრესი მიზანია კორომებში ამჟამინდელი სანიტარიული მდგომარეობისა და მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარი პროგნოზირება, რაც ხორციელდება ტყის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ან/და ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა მოიცავს წინასწარ, საკონტროლო და დეტალურ კვლევებს. მონიტორინგისას ძირითადად გამოიყენება სამოდელო ხეები, საჭერი/სატყუარა მორები/ძირკვები, ფერომონიანი მწერსაჭერები (მავნებლების შემთხვევაში) და სხვა. 2. წინასწარი  კვლევის მიზანია: ა. ტყის კორომების საერთო პათოლოგიური მდგომარეობის დადგენა, სატყეო უბნის ან რეგიონის მასშტაბით, ხოლო დაცულ ტყეში დაცული ტერიტორიის კატეგორიის ან მისი ნაწილის (ზონის) მასშტაბით. ბ. მავნებელ-დაავადებების მოსალოდნელი აფუთქარების დროული განსაზღვრა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუარესება (ბიოტური და აბიოტური ფაქტორები); გ. სწრაფი რეაგირება მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ (საჭიროების შემთხვევაში) შესაბამისი ბრძოლის ღონისძიების შერჩევა/განხორციელებით; დ. წინასწარი პათოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება შერჩევით იმ ადგილებში, სადაც ცნობილია ან მოსალოდნელია ტყის კორომების დაზიანება. ძირითადად გამოიყენება კვლევის რეკოგნოსცირების მეთოდი, როდესაც ტყის პათოლოგიური მდგომარეობის შეფასება ხდება თვალზომურად. 3. საკონტროლო პათოლოგიური კვლევა ტარდება მაღალი და საშუალო რისკის ტყის ზონებში, ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის შეფასების,  მავნებელ-დაავადებების სახეობათა გამოვლენისა და მათი გავრცელების რისკის დადგენის მიზნით, ზამთრამდე და გამოზამთრების შემდეგ, მათ წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელებამდე და განხორციელების შემდგომ. 4. დეტალური პათოლოგიური კვლევა ტარდება მას შემდეგ, რაც წინასწარი ან საკონტროლო პათოლოგიური მონიტორინგის შედეგად სანიმუშო ფართობებზე ან სამოდელო ხეებზე (და სხვა) დაფიქსირდება განსაკუთრებით საშიში, არაადგილობრივი ანდა ინვაზიური სახეობის მავნებელ-დაავადება. აღნიშნული კვლევის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: ა. ტყის კორომებში მავნებელ-დაავადებებით გამოწვეული დაზიანების ხარისხის დადგენა; ბ. მავნებელ-დაავადებების გავრცელების ინტენსივობისა და მათი სიმჭიდროვის შეფასება/დადგენა; გ. მავნებელ-დაავადებების რაოდენობისა და გავრცელების რისკების/მოსალოდნელი შედეგების შეფასება; დ. ტყის კორომებში ხეების ზრდა განვითარების შეზღუდვის ან/და ხმობის რისკების შეფასება; ე. მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისა და ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ღონისძიების შერჩევა/განხორციელება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი, რომელიც წარედგინება ტყის მართვის  ორგანოს. 6. ტყის კორომებში მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძელზე. 7. საქართველოს ტერიტორიის სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით. თავი V  ტყის აღდგენა-გაშენება, სანერგე და პლანტაციური მეურნეობის მოწყობა მუხლი 17🔗.    ტყის აღდგენა-გაშენება 1. ტყის აღდგენა-გაშენება არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ქარისმიერი, წყლისმიერი და სხვა ეროზიული პროცესებისგან ნიადაგის დაცვა, აგრეთვე დაბალი სიხშირისა და წარმადობის კორომებში სახეობრივი შემადგენლობისა და პროდუქტიულობის, ტყის დაცვითი და სხვა სასარგებლო ფუნქციების გაუმჯობესება. 2. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებია: ა) ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა; ბ) ტყის აღდგენა-გაშენება დარგვით ან/და თესვით; გ) რეკონსტრუქცია. მუხლი 18🔗. ტყის აღდგენა-გაშენების დაგეგმვა 1. შერჩეულ ტერიტორიებზე ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება დაგეგმვის საფუძველზე. 2. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს, არსებული საშუალებების გათვალისწინებით, ტყის მართვის გეგმის,  წლიური  სამოქმედო  გეგმის, მონიტორინგის მასალებისა და სხვა სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე,  ყოველწლიურად  გეგმავს  ტყის  მართვის ორგანო.  აღნიშნული  გეგმის  საფუძველზე  დგება ტყის კონკრეტული  ტერიტორიის   აღდგენა-გაშენების პროექტი, რომელსაც ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო. 3. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკო­ნო­მიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. 4. საქართველოს ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს ახორციელებენ  ტყის მართვის ორგანოები, აგრეთვე მათთან შეთანხმებით – ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული მეთოდური მითითებების გათვალისწინებით. 5. აღდგენა-გაშენებას ექვემდებარება: ა) ნახანძრალები და ასევე, სხვა მიზეზით განადგურებული და დეგრადირებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული ტყის ფართობები; ბ) ტყის ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა ტყის აღდგენა-გაშენების საშუალებას; გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას. 6. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ტყის აღდგენა-გაშენების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით. მუხლი 19🔗. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების, სანერგეებისა და პლანტაციების დაპროექტება 1. დაპროექტებას ექვემდებარება: ა) ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები; ბ) სანერგეების მოწყობა; გ) პლანტაციების გაშენება. 2. დაპროექტებას არ ექვემდებარება დაინტერესებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ ერთჯერადი ღონისძიების ფარგლებში 500 კვ.მ - მდე ფართობის აღდგენა-გაშენება. ასეთ შემთხვევაში განხორციელებული ღონისძიების შედეგებზე პასუხისმგებელია განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 3.ტყის აღდგენა-გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პროექტის შედგენის საფუძველსა და მიზანს; ბ) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, ლიტერი), საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით; გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას; დ) შერჩეული სახეობის მავნებელ-დაავადებების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს; ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებისა და პარამეტრების შესახებ; ვ) მოვლის ღონისძიებებს; ზ) კარტოგრაფიულ მასალას; თ) საპროგნოზო ხარჯთაღრიცხვას. მუხლი 20🔗. სარგავი და სათესი მასალა 1. ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება იმ სარეპროდუქციო მასალებით, რომლებიც სერტიფიცირებულია „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. 2. ტყის აღდგენა-გაშენებისათვის სარგავ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) თესლნერგი; ბ) ნერგი (ღია ან დახურული ფესვთა სისტემით); გ) კალამი; 3. ტყის აღდგენა-გაშენებისათვის მართვის უფლების მქონე ორგანოს უფლება აქვს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოიპოვოს და გამოიყენოს თესლი, მოზარდ აღმონაცენი, ფესვის ნაბარტყი და კალამი. მუხლი  21🔗.  ტყის აღდგენა-გაშენების განსაკუთრებული მოთხოვნები 1. ტყის იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შე­სა­ძ­ლებელია, უპირატესობა ენიჭება ბუნებრივი განახ­ლებისათვის ხელშეწყობის გზით ტყის აღდგენას. 2. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები ხორციელდება ბუნებრივი ან ანთროპოგენური პროცესების შედეგად ტყის დაზიანებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლისა. ფართომასშტაბიანი ზიანის (5 ჰა ან  მეტი ფართობის დაზიანების) შემთხვევაში, როდესაც ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების 3 კალენდარულ წელში განხორციელება შეუძლებელია, ტყის აღდგენა-გაშენების ვადა აითვლება იმ დროიდან, როდესაც დასრულდება ზიანის გამომწვევი გარემოებების ზემოქმედება და გაიწმინდება აღსადგენი ტერიტორია. 3. ტყის აღდგენა-გაშენებისას მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა განხორციელდეს ბიომრავალფეროვნების მოთხოვნათა დაცვის და  სატყეო მეურნეობის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი, იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის. 4. აკრძალულია ინვაზიური, გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება ტყის აღდგენა-გაშენების მიზნით. 5. ინტროდუქციისათვის მერქნიან მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე. შესაძლებელია ინტროდუცირებული სახეობებით პლანტაციების შექმნა. 6. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დასრულებულად მიიჩნევა, თუ აღსადგენ ტერიტორიაზე არის მოზარდ-აღმონაცენის ან/და ნერგების შესაბამისი რაოდენობა და არ არსებობს მათი ზრდა-განვითარების შემაფერხებელი გარემოება. 7. აღდგენილი ან/და გაშენებული ტყის მოვლის სამუშაო­ების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება ტყის აღდგენის პროექტით. 8. თუ ტყის აღდგენა საჭიროებს აღსადგენი ტერიტორიის შეღობვას, სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს უფლება აქვს, ამ მიზნით გამოიყენოს სა­ხელმ­წიფო ტყეში არსებული მერქნული რესურსი, მათ შორის მოთხრილ-მოტეხილი და ძირ­ნაყარი მერქნული რესურსი, რომლის მოპოვებაც ხდება ტყითსარგებლობის წესების დაცვით. მუხლი 22🔗. აღდგენილი-გაშენებული ფართობების  აღრიცხვა-შეფასება 1. ტყის აღდგენილი-გაშენებული ფართობების შეფასება მოიცავს შუალედურ მონიტორინგსა და საბოლოო შეფასებას. 2. აღრიცხვა-შეფასების ჩატარებისას დგინდება, როგორც ფართობებზე არსებული რეალური მდგომარეობა, ასევე ტყის ტერიტორიაზე განხორციელებული ტყის აღდგენის ღონისძიებების ტყის აღდგენის პროექტთან შესაბამისობა. 3. შუალედური მონიტორინგი ხორციელდება ტყის აღდგენის-გაშენების ღონისძიებების განხორციელების პროცესში. 4. საბოლოო შეფასება ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენებიდან ერთი სავეგეტაციო პერიოდის დასრულების შემდგომ, გარდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონიისძიებებისა. 5. ტყის აღდგენილი-გაშენებული ფართობების აღრიცხვა-შეფასების  მიზნით იქმნება სააღრიცხვო კომისია, რომელიც ამზადებს საბოლოო ანგარიშს. მუხლი 23🔗. ტყის აღდგენილი/გაშენებული ფართობების აღრიცხვა-შეფასების მეთოდიკა 1. აღრიცხვა-შეფასება იწარმოება სანიმუშო ფართობების აღებით და მათზე ნერგების ათვლით. 2.  ტყის აღდგენილი/გაშენებული ფართობების აღრიცხვის დროს ფართობზე თანაბრად ნაწილდება ერთნაირი სიდიდის სანიმუშო ფართობი შემდეგი თანაფარდობით: ა) 3 ჰა-მდე ფართობზე უნდა შეადგინოს ფართობის საერთო ოდენობის არანაკლებ –5 %; ბ) 3.0 დან 5.0 ჰა-მდე   ფართობზე უნდა შეადგინოს ფართობის საერთო ოდენობის არანაკლებ – 4 %; გ) 5.0 – დან 10,0 ჰა-მდე  ფართობზე უნდა შეადგინოს ფართობის საერთო ოდენობის არანაკლებ – 3 %; დ) 10  ჰა-ზე და  მეტ  ფართობზე უნდა შეადგინოს ფართობის საერთო ოდენობის არანაკლებ – 2 %. 3. ხელოვნურად გაშენებული ფართობებისათვის აღრიცხვა-შეფასების კრიტერიუმებია: ა) კარგი – ითვლება ტყის კულტურები, რომელთა გახარება შეადგენს 65 % და მეტს; ბ) დამაკმაყოფილებელი - როცა ტყის კულტურების გახარება 45 %-დან - 64 %-მდე ფარგლებშია და მათი შევსებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების შედეგად არსებობს პერსპექტივა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. გ) არადამაკმაყოფილებელი - როცა კულტურების გახარება 25 % - 44 %-მდე ნაკლებია და მათი შევსებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების შედეგად არსებობს პერსპექტივა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. დ) დაღუპული - როცა კულტურების გახარება 25% ზე ნაკლებია. 4. ნახანძრალ ფართობებსა და  დიდი დაქანების ფერდობებზე, რთული ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ტყის აღდგენა-გაშენების შემთხვევაში, დასაშვებია სააღრიცხვო გრადაციის შერბილება 20% - მდე ფარგლებში. 5.  ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის აღრიცხვა-შეფასების კრიტერიუმებია: ა) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის შედეგად მდგომარეობის შეფასება, რომელიც ხდება ღონისძიების განხორციელებიდან 5 წლის შემდეგ. ბ) განახლების მდგომარეობის შეფასება 1 ჰა ფართობზე არსებული მოზარდ-აღმონაცენის რაოდენობისა და სიმაღლის ჯგუფების მიხედვით. გ) თესლითი და ვეგეტაციური (ერთ ძირკვზე ნებისმიერი რაოდენობის ამონაყარი ითვლება ერთ ცალად, ხოლო ფესვის თითოეული ნაბარტყი ერთ ეგზემპლარად) წარმოშობის ნერგების აღრიცხვა. აღირიცხება მხოლოდ სიცოცხლისუნარიანი ნერგი: გ.ა) განახლება კარგია როდესაც მოზარდის რაოდენობა შეადგენს  0,5 - 1,0 მეტრის - 4.0 ათას ძირს და მეტს; 1,0-3,0 მ. – 2.0 ათას ძირს და მეტს; 3,0 მ და მეტის – 1.0 ათას ცალს და მეტს. გ.ბ)  განახლება დაკმაყოფილებულია, როდესაც მოზარდის რაოდენობა შეადგენს:  0.5-1 მ სიმაღლის - 3000 ძირს და მეტს; 1,0-3,0 მ. სიმაღლის 1500 ძირს და მეტს; 3 მ-ზე მეტი სიმაღლის 1000  ძირს და მეტს. გ.გ) არადამაკმაყოფილებული განახლების მქონე ფართობები ჩამოიწერება და მათგან შეირჩევა ნაკვეთები ხელოვნური აღდგენის ჩასატარებლად. მუხლი 24🔗. სატყეო მეთესლეობა 1. თესლმსხმოიარობის, თესლების მოსალოდნელი რაოდენობის დადგენის, საუკეთესო მემკვიდრებითი თვისებებისა და მაღალი ხარისხის თესლის  დამზადების დროულად ორგანიზების  მიზნით პლიუსურ ხეებზე ან და კორომებში ტარდება ფენოლოგიური დაკვირვება. ფენოლოგიური დაკვირვება წარმოებს თვალზომურად, შესაბამის მერქნიან სახეობათა ნაყოფმსხმოიარობასა და მის ფაზებზე. სახეობათა ჩამონათვალს, რომელზეც ტარდება ფენოლოგიური დაკვირვება, განსაზღვრავს ტყის მართვის ორგანო. 2. ტყის აღდგენა-გაშენებისას დაუშვებელია დარაიონებული  სახეობების და პასპორტიზირებული თესლებისა და სარგავი მასალის სხვაგან გამოყენება, აგრეთვე შეუმოწმებელი და დაუდგენელი ხარისხის თესლების გამოყენება. 3. სატყეო მეთესლეობის მოწესრიგებისა და განვითარების მიზნით ტყის მერქნიან სახეობათა დარაიონება ხდება სახეობათა გავრცელების ბუნებრივი პირობების (სიმაღლე ზღვის დონიდან, ექსპოზიცია, ტყის ტიპი, ბონიტეტი) მიხედვით. დარაიონება ხორციელდება ტყის სელექციური აღრიცხვისას ან/და საჭიროების შემთხვევაში მართვის ორგანოს მიერ. 4. თესლები ხარისხის მიხედვით იყოფა სამ კლასად:  I, II და III ხარისხი. თესლის ხარისხი დგინდება ლაბორატორიულად, სადაც თესლის ნიმუშების წარდგენა დაუშვებელია შესაბამისი პასპორტის (თესლის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია) გარეშე. 5. ტყის აღდგენა-გაშენებისას უპირატესად გამოიყენება ტყის მერქნიან სახეობათა I კლასის თესლი. II და III კლასის თესლის შემთხვევაში იზრდება თესვის ნორმები, კერძოდ: ა) წიწვიანებისთვის II კლასის 30%-ით, III კლასის – 100%-ით; ბ) ფოთლოვანებისთვის (გარდა არყისა) – II კლასისა 20%-ით, III კლასისა – 60%-ით, არყისათვის - II კლასისა 50%-ით, III კლასისა – 100%-ით. მუხლი 25🔗სანერგე 1. სანერგე ეწყობა მართვის ორგანოს მიერ სარგავ მასალაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. 2. სანერგისთვის ტერიტორია შეირჩევა ბუნებრივი პირობების, მოთხოვნისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. 3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა მართვის ინტერესებიდან გამომდინარე, გასატყევებელი ფართობებისა და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური და ნიადაგობრივი პირობების შესაბამისად. მუხლი 26🔗. სანერგის აღრიცხვა-შეფასება 1.  სანერგეების აღრიცხვა-შეფასება ხდება ყოველწლიურად და დგინდება: ა) დანართი №2-ის შესაბამისად ნათესარის გახარების %. ბ)  სახეობების მიხედვით გახარებული ნერგების სავარაუდო რაოდენობა; გ) სასარგებლო ფართობები (ყველა განყოფილებაში) სარგავი მასალის სახეობებისა და ხნოვანების მიხედვით. 2. როცა აღმონაცენი თანაბრადაა განაწილებული მთელ ფართობზე, თანაბარი ზომის სანიმუშო ფართობები თანაბარი დაცილებით აიღება დიაგონალზე ან მწკრივებში. ხოლო, როცა აღმონაცენი არათანაბრია, სანიმუშო ფართობები აიღება მთელ ფართობზე თანაბარი გადანაწილებით. 3. სანერგის სასკოლო განყოფილებაში ნერგების ათვლა წარმოებს შემდეგნაირად: 1 ჰა-მდე ფართობზე ნერგი აითვლება მთლიანად, ხოლო მეტ ფართობზე ნერგის რაოდენობა დგინდება შერჩევით-სანიმუშო ფართობებით, ისევე, როგორც ტყის კულტურებში. ანალოგიურად წარმოებს კალმების დასაფესვიანებელ ნაკვეთებზე სარგავი მასალის აღრიცხვა.  4. სანერგეების აღრიცხვის დამთავრების შემდეგ წარმოებს დაღუპული ნათესების, სკოლების და დაკალმებული ნაკვეთების ჩამოწერა. დაღუპულ ნათესებად ითვლება, როცა ფართობზე შერჩენილია აღმონაცენის დაგეგმილი რაოდენობის 10 %-ზე ნაკლები. 5. დაღუპულად ითვლება სკოლა და კალმების დასაფესვიანებელი განყოფილება, როცა გახარებული ნერგების რაოდენობა 25 %-ზე ნაკლებია. 6. აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, ანგარიშს სანერგეში ნათესარის გახარების %-ისა და ნათესარის სავარაუდო რაოდენობის, ასევე სასკოლე ან საკალმე განყოფილებაში  ნერგის რაოდენობის შესახებ, ამზადებს მართვის ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი კომისია და წარადგენს მართვის ორგანოში. მუხლი 27🔗. პლანტაციური მეურნეობის მოწყობა 1. პლანტაციური მეურნეობა ეწყობა (მიზნობრივი პლანტაციები)   ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების,  გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების და გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობის მერქნულ რესურსსა და ტყის პროდუქტებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების და მერქნული ბიომასის წარმოების მიზნით. პლანტაციის გაშენება ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად. 2. პლანტაციები შეიძლება გაშენდეს შემდეგი მიზნებისათვის: ა) ენერგეტიკული პლანტაციები - სწრაფმზარდი სახეობების გაშენებით (აკაცია, თეთრი ვერხვი, ტირიფი და სხვა); ბ) კაკალნაყოფიანი ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობების პლანტაციები; გ) ტექნიკური პროდუქტის მომცემი სახეობების პლანტაციები; დ) მიზნობრივი სორტიმენტის (ჭიგო, სარი, ბოძი და სხვა) მერქნული რესურსის და  საახალწლო წიწვოვანი  ხე-მცენარეების მისაღებად. თავი VI ტყის მოვლა მუხლი  28🔗. ტყის მოვლის მიზანი 1. ტყის მოვლა არის დაგეგმილ ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზნებია: ა) ტყის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების (ნიადაგდაცვითი, წყალ- და კლიმატმარეგულირებელი და სხვა სასარგებლო ფუნქციების/ თვისებების) შენარჩუნება და გაუმჯობესება; ბ) ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება; გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება; 2. ტყის მოვლის ღონისძიებების დაგეგვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია ტყის მართვის ორგანო. 3. კორომთა ხნოვანების, ფუნქციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მოვლითი ჭრა. მუხლი 29🔗. მოვლითი ჭრა 1. მოვლითი ჭრა (გარდა სანიტარიულისა და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ხორციელდება 0,7 ან 0,7-ზე მეტი სიხშირის მომწიფარ ხნოვანებამდე კორომში. მისი მიზანია შერჩეული ხეების ამორჩევითი ჭრის მეთოდით მოჭრის შედეგად განსაზღვრული ადგილისთვის დამახასიათებელი ძვირფასი, მეურნეობისთვის სასურველი სახეობის ხეების ფართობის ერთეულზე თანაბარი განაწილება, მათი განათებით უზრუნველყოფა, აგრეთვე ხის ღეროსა და ვარჯის სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და მერქნის შემატების ზრდისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/გაუმჯობესება. 2. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. მიღებული მერქნული რესურსის განკარგვა განხორციელდეს ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად. მუხლი 30🔗. მოვლითი ჭრის ქვესახეები 1. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით  მოვლითი ჭრები ტარდება ნორჩნარ (არაუმეტეს 20 წლამდე), ახალგაზრდა (21-არაუმეტეს 60 წლამდე) და შუახნოვან (61-დან მწიფემდე) 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში. „საქართველოს ტყის კოდექსის“ 79-ე მუხლით განსაზღვრული მოვლითი ჭრის ქვესახეებია: ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების (მათ შორის, ქვეტყის), ასევე ბალახის საფარის მოცილებას, მერქნიან მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით; ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის ხეების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას; გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 60 წლის (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით; დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლიდან კონკრეტული სახეობის სიმწიფის ხნოვანებამდე 10 წლით ადრე (ხოლო იქ სადაც კანონმდებლობით არ არის ნებადართული სამეურნეო ჭრა, ჭრის განხორციელების ზედა ზღვარი არ იზღუდება),  0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით; 2. კორომთა ხნოვანება და ჭრის განმეორების სარეკომენდაციო პერიოდი მოვლითი ჭრის სახეებისა და მერქნიანი სახეობების მიხედვით განსაზღვრულია დანართი №3-ის შესაბამისად. 3. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის სატაქსაციო მაჩვენებელთა საფუძველზე. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 0.7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს მარაგის 10%-ისა; ბ) 0.8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს მარაგის 15%-ისა; გ) 0.9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს მარაგის 20%-ისა. მუხლი 31🔗. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა 1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყოფა ტყეკაფი. 2. ნორჩნარებში (განათება გაწმენდა) მოსაჭრელი ხეების მონიშვნა მთელ ფართობზე არ ხორციელდება. კორომის დახასიათებისათვის ტიპიურ ადგილებში უნდა გამოიყოს ერთი ან რამოდენიმე სანიმუშო ფართობი, რომლებზეც ჭრა და მიღებული  მონაცემები წარმოადგენს ნიმუშს მთელი ჭრას დასაქვემდებარებელი ფართობისათვის. სანიმუშო ფართობები უნდა შეადგენდეს ჭრაში დანიშნული ფართობის 3-5%. სანიმუშო ფართობებზე მოჭრილი მერქნის მარაგით განისაზღვრება ჭრას დაქვემდებარებულ მთელ ფართობზე მოსაჭრელი მარაგის  ჯამური მოცულობა წყობით კუბურ მეტრებში, მათი მკვრივ კუბურ მეტრებში გადაყვანით. 3. ახალგაზრდა და შუახნოვან (გამოხშირვის, გავლითი) კორომებში ჭრის განხორციელების დროს ჭრაში ინიშნება 8 სანტიმეტრი და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. მოსაჭრელი მერქნის მარაგი იანგარიშება მონიშნული ხეების ძირობრივი აღრიცხვის საფუძველზე შესაბამისი ცხრილების გამოყენებით. 8 სმ-ზე წვრილი მოსაჭრელი ხეების მარაგი აღირიცხება სპეცილაურად გამოყოფილ სანიმუშო ფართობებზე წყობით კუბურ მეტრებში, მათი მკვრივ კუბურ მეტრებში გადაყვანით. 4. მოვლითი ჭრების დროს სანიმუშო ფართობებზე ჭრების ტარდება ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი სპეციალური პირის უშუალო ზედამხედველობით. 5. მოვლითი ჭრის ჩატარებისას ტყეში ყველა ხე მათი სამეურნეო-ბიოლოგიური ნიშნების მიხედვით იყოფა კატეგორიებად: ა) რჩეული ხეები – მიეკუთვნება ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან მაქსიმალურად გაწმენდილი ხეები კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული ხეების გამოვლენა ხდება ახალგაზრდა ხნოვანების კორომებში; ბ) დამხმარე ხეები – მიეკუთვნება ხეები, რომლებიც ხელს უწყობენ რჩეული ხეების ღეროს გაწმენდას ტოტებისაგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებასა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას;       გ) მავნე ხეებს მიეკუთვნება: გ.ა) ხეები, რომლებიც ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხეები; გ.ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული ხეები, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი ხეები კორომში არ ასრულებენ სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას ან/და მათი მოჭრით არ შეიქმნება დიდი ფანჯრები, რომელიც ხელს შეუწყობს მარადმწავენე ქვეტყის გავრცელებას. გ.გ) კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობები, თუ ისინი ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას და მათი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0.6 სიხშირეზე დაბლა დაყვანას. 6. მოვლით ჭრას უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები, ხოლო რჩეული და დამხმარე ხეები ჭრაში არ ინიშნება. 7. მოვლით ჭრას არ ექვემდებარება ის  ხეები, რომლებიც წარმოადგენს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების საცხოვრებელ გარემოს და მათი ტყეკაფში მონიშვნა დაუშვებელია.  მუხლი  32🔗. მოვლითი ჭრების განხორციელების განსაკუთრებული მოთხოვნები 1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჭრაში დაუნიშნავი ხეების მინიმალურ დაზიანებას. გავლითი და გამოხშირვითი ჭრების განხორციელების პროცესში ჭრაში დაუნიშნავი ძირეულ ნაწილში 8-სმ და მეტი დიამეტრის მქონე ხეების სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტით დაზიანება არ უნდა აღემატებოდეს მოჭრილი ხეების 5%-ს. 2. მოვლითი ჭრის დროს კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0.6-ზე ქვევით. 3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას მორთრევა დასაშვებია მხოლოდ ტყეკაფის ფარგლებში. დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად. 4. მოვლითი ჭრების განხორციელება 31​0-დან 36​0-მდე დაქანების ფერდობზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ხეტყის გამოზიდვა შესაძლებელია განხორციელდეს საბაგირო ტექნოლოგიებისა ან/და ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით. მუხლი 33🔗. სანიტარიული ჭრა 1. სანიტარიული ჭრა არ განეკუთვნება ტყის სისტემურ ჭრებს, იგი მოვლითი ღონისძიებაა, რომლის მიზანია სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი, მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ან/და დასახლებული ხეების მოჭრასა და ძირნაყარი ხეტყის გამოტანას. 2. სანიტარიული ჭრების ჩატარებისას თუ მოსალოდნელია კორომის სიხშირის 0,3-ზე დაბლა დაყვანა, ჭრა დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას, სათანადო დასაბუთების საფუძველზე და კომპლექსური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში. 3. ტყის გავრცელების ზედა საზღვრის 300 მეტრიან სუბალპურ ზოლში უნდა განხორციელდეს მხოლოდ სანიტარიული ჭრა. 4. სანიტარიული ჭრის ინტენსივობა შეიძლება შემცირდეს ჰაბიტატი ხეების ხარჯზე, რომელთაც აქვთ პათოლოგიური ნიშნები,  მაგრამ არ წარმოადგენს საშიშროებას ხის ღეროს მავნებლებისა და ინფექციური დაავადებების გავრცელების კუთხით. აღნიშნული პირველ რიგში ეხება ხეებს, რომელთაც გააჩნია მცირე ზომის ფუღურო (ჩიტების დასახლებისათვის) ან/და დეკორატიული თვალსაზრისით განტოტვილი ღერო ან ვარჯი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების (ფიტოპათოლოგიური გამოკვლევა) საფუძველზე ასეთი ხეები შეიძლება არ მოიჭრას სანიტარიული ჭრით. 5. სანიტარიული ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყე (ხმელი, ხმობადი, ფაუტი, ძირნაყარი და მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ხეები) სრულად უნდა გამოიზიდოს ტყიდან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რელიეფი არ იძლევა სრულად გამოზიდვის შესაძლებლობას),  ასევე ხეტყის ნარჩენი უნდა იქნეს გამოტანილი ტყიდან. აკრძალულია ტყის მავნებელ-დაავადებათა ახალი კერების გავრცელების აღკვეთის მიზნით მოჭრილი დაავადებული, ბიოლოგიურად ან მექანიკურად დაუმუშავებელი ხეების ტყიდან გატანა; 6. სანიტარიული ჭრის ჩატარებისას მოსაჭრელი ხეების შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტლის ფარგლებში. 7. დაცულ ტერიტორიებზე სანიტარული ჭრა ხორციელდება დაცული ტერიტორიების მართვისათვის დადგენილი წესების დაცვით. მუხლი 34🔗. სარეკონსტრუქციო ჭრა 1. სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება განსაზღვრული ადგილისათვის ნაკლებად ღირებული და დაბალი წარმადობის კორომებში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით. იგი გულისხმობს არასასურველი  ხეების ან/და ქვეტყის მ.შ. მარადმწვანე ქვეტყის მოჭრას და ჭრის შედეგად გამოთავისუფლებულ ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას ან/და ტყის აღდგენა/გაშენებას. 2. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში სარეკონსტრუქციო ჭრები მიზნად უნდა ისახავდეს  ესთეტიკური თვისებებითა და მდგომარეობით  გამორჩეული დახურული (0,6 და მეტი სიხშირის), ნახევრად დახურული (0,3-0,5 სიხშირის) და ღია ტიპის  ლანდშაფტების შექმნას. 3. სარეკონსტრუქციო ჭრის ჩატარებისას მოსაჭრელი ხეების შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტლის ფარგლებში. მუხლი  35🔗. მოვლით ჭრით ერთეული ხეების გამოღება 1. ერთეული ხეების მოჭრა  შესაძლებელია განხორციელდეს კორომებში არსებული ერთეული  დიდი ხეების (ზეხმელი, ფაუტი, თავღორი, ძლიერ გაბარჯღული, დიდნუჟრიანი და ხეები ძირიდან შეტოტვილი ვარჯით) მოჭრით, თუ მათ რაიმე სხვა დანიშნულება არ აქვთ და მათი ჭრით არ შეიქმნება დიდი ფანჯრები, რომელიც ხელს შეუწყობს მარადმწავენე ქვეტყის გავრცელებას. 2. ერთეული ხეების ჭრის ჩატარებისას მოსაჭრელი ხეების შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტლის ფარგლებში. თავი VII ტყის დაცვა ტყითსარგებლობის დადგენილი წესების დარღვევებისაგან და უკანონო ჭრებისგან მუხლი 36🔗. ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილება ტყითსარგებლობის წესების დარღვევებისაგან და უკანონო ჭრებისაგან ტყის დაცვის მიზნით ტყის მართვის ორგანოს (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გარდა) უფლება აქვს: ა) მოთხოვოს ტყითმოსარგებლეს, მათ წარმომადგენელს, მათთან დადებული ხელშეკრულების მხარეს ტყითსარგებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია და ინფორმაცია; ბ) ტყის კონტროლის მიზნით ჩაატაროს ტყის მდგომარეობის შეფასება - შესწავლა ტყის ცალკეულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართებლივი გარემოებების გამოვლენის მიზნით; მათ შორის განახორციელოს გაზომვები, აღრიცხვა, ნიმუშების აღება და სხვა ღონისძიებები; გ) ტყითმოსარგებლეს მოთხოვოს თავიდან აიცილოს ტყის განადგურების საფრთხე და შეწყვიტოს ისეთი ქმედება რომელიც აზიანებს ტყეს; დ) ტყითმოსარგებლის მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშად დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი შესაბამისი უწყებების წინაშე ტყთმოსარგებლისთვის საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, ან თავისი კომპენტეციის ფარგლებში, თვითონ განახორციელოს აღნიშნული ქმედება. მუხლი 37🔗.  ტყითმოსარგებლეთა პასუხისმგებლობა ტყით სარგებლობის წესების დარღვევისათვის 1. ტყითმოსარგებლე პირი, რომლის ქმედებაც იწვევს ტყითსარგებლობის წესების დარღვევას არის პასუხიმგებელი წარმოშობილ მატერიალურ ზიანზე. პასუხისმგებლობა დგება შემდეგი დარღვევების გამო: ა) ხეტყის უკანონო ჭრა, განადგურება, ან/და დაზიანება ხეებისა და ბუჩქების, რომლის ჭრაც აკრძალულია; ბ) ტყითმოსარგებლისათვის გადაცემული (დამაგრებული) ტყეკაფების გარეთ მდებარე ხეების ჭრა; გ) პლიუსური და სათესლე ხეების ჭრა-დაზიანება; დ) აღმონაცენ-მოზარდის დაზიანება, ან/და განადგურება, რომლის შენარჩუნება გათვალისწინებულია ტყის ჭრის სანებართვო დოკუმენტის მიხედვით; ე) ჭრაში დანიშნული ხეების მოუჭრელად დატოვება; ვ) ხეტყის დამზადება ან/და მორთრევა აკრძალულ დროს ან ტყის ჭრის სანებართვო დოკუმენტის მიღებამდე; ზ) დადგენილ ვადაში ტყეკაფიდან ხეტყის გამოუზიდველობა და ტყის საზიდი გზების გასწვრივ ავარიული ხეების დატოვება; თ) ჭრის ადგილების ჭრის ნარჩენისგან გაწმენდის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, ტყის ჩახერგილობა და სატყეო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების ადგილების დაბინძურება; ი) ტყეკაფებზე დაკიდებული (სხვა ხეზე მიბჯენილი) ხეების და მაღალი ჯირკვების დატოვება, აგრეთვე წიწვოვანი ხის ჯირკვების გაუქერქაობა; კ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განადგურება ხეტყის დამზადების ან/და მორთრევის დროს; ლ) სასაზღვრო, კვარტალური და ტყეკაფის საჩვენებელი ბოძების დაზიანება ან განადგურება. 2. დამრღვევი  პირის ვალდებულება გულისხმობს სამართალდარღვევით გამოწვეული შედეგის გამოსწორებას, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ტყეზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. თავი VIII გარდამავალი დებულებები მუხლი 38🔗. წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები ამ წესის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, სააგენტოს უფროსმა ბრძანებით დაამტკიცოს ტყის აღდგენა-გაშენების და დაცვის ღონისძიებების განხორციელების მეთოდური მითითებები. მუხლი 39🔗.  ხეტყის დამზადების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (თუ ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის მიზნით უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. დანართი №1 ცხრილი №1 ხანძრის საშიშროების კოეფიციენტი (kv ) ქარის სიჩქარის (v ) (მ/წმ) სიდიდეების მიხედვით V kv V kv V kv V kv 0 1.00 5 1.16 10 1.39 15 1.47 1 1.02 6 1.22 11 1.41 16 1.48 2 1.04 7 1.26 12 1.43 3 1.07 8 1.32 13 1.45 4 1.11 9 1.36 14 1.46 ცხრილი №2 ტყეში ხანძრის საშიშროების დონეები ამინდის პირობების შესაბამისად ტყეში ხანძრის საშიშროების დონე ხანძრის საფრთხის კომპლექსური მაჩვენებელი ხანძრის საშიშროების ხარისხი I 0...300 არ არსებობს II 301...1000 მცირე III 1001...4000 საშუალო IV 4001...10000 მაღალი V 10000-ზე მეტი საგანგებო დანართი N2 სანერგეში თესლნერგის გეგმიური გამოსავალი 1 კვ.მ-ზე N სახეობა თესლნერგის გეგმიური გამოსავალი 1 კვ.მ-ზე აღმოსავლ. საქართველო დასავლ. საქართველო 1 ნაძვი აღმოსავლეთის 80 90 2 სოჭი კავკასიური 60 70 3 უთხოვარი 30 4 ფიჭვი ელდარის 80 5 ფიჭვი კავკასიური 90 100 6 ღვიები 40 7 აკაკი კავკასიის 50 60 8 აკაცია თეთრი 45 50 9 თელები 35 35 10 იფანი ჩვეულებრივი 45 45 11 კაკალი 25 30 12 საღსაღაჯი 30 13 მუხა აღმოსავლეთის 40 45 14 მუხა გრძელყუნწა; მუხა ქართული 35 35 15 მუხა პონტოსი 45 16 ნეკერჩხალი მაღალი მთის 40 45 17 ნეკერჩხალი ქართული; ნეკერჩხალი მინდვრის; პანტა; მაჟალო 35 40 18 ლეკის ხე; ქორაფი; ბოყვი 40 45 19 ცაცხვი; წაბლი 30 35 20 ძელქვა 40 50 დანართი №3 ჭრის განმეორების სარეკომენდაციო პერიოდი სახეობების,  ხნოვანების და ჭრის სახეების მიხედვით მოვლითი ჭრის სახეები წიწვოვანები, მაგარმერქნიანი ფოთლოვანი სახეობები (თესლითი წარმოშობის) მაგარმერქნიანი ამონაყრითი წარმოშობის და რბილმერქნიანები და სხვა სწრაფმოზარდი თესლითი წარმოშობის მერქნიანი სახეობები. რბილმერქნიანი  და სხვა სწრაფმოზარდი ამონაყრითი წარმოშობის მერქნიანი სახეობები კორომთა ხნოვანება ჭრის გამეო რების სარე კომენდაციო პერიოდი კორომთა ხნოვანება ჭრის გამეო რების სარეკომენდაციო პერიოდი კორომთა ხნოვანება ჭრის გამეო რების სარე კომენდაციო პერიოდი 1 2 3 4 5 6 7 განათებითი 1-10 5 1-10 3 1-5 3 გაწმენდითი 11-20 5 11-20 5 6-10 3 გამოხშირვითი 21-60 10 21-30 5 11-20 5 გავლითი 61 და მეტი 10-15 31 და მეტი 5-10 21და მეტი 5-10 დანართი N4 ტყის პათოლოგიური კვლევისა და ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ინსტრუქცია ინსტრუქცია წარმოადგენს საქართველოში ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემის, კერძოდ, ტყეში ტყის პათოლოგიური კვლევისა და ტყის პათოლოგიური მონიტორინგის განხორციელების ზოგად წესს, საკითხთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით.  ტყის პათოლოგიური კვლევა ტყის პათოლოგიური კვლევის მიზანია დადგინდეს ტყის კორომებში სანიტარული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი/წყარო და შეირჩეს/განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ტყის პათოლოგიური კვლევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ტყის მართვის ორგანოს ტერიტორიული ერთეულის (არსებობის შემთხვევაში) მიერ  წარმოდგენილი ინფორმაციის (სასიგნალო ფორმა) საფუძველზე ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი სპეციალისტების ან/და ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული, ტექნიკური დავალების შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის შესწავლა;   შესწავლის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიების რეკომენდირება/დაგეგმვა ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. კვლევის ჩატარების მეთოდები რეკოგნოსცირებული დაკვირვება - ყოველწლიური დაკვირვება ტყეების სანიტარულ მდგომარეობაზე, გავრცელებულ მავნებლებსა და მათ დინამიკაზე. ასეთი კვლევის მიზანია ადრეულ სტადიებზე ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღება და პათოლოგიური ორგანიზმების განსაზღვრა. რეკოგნოსცირებული დაკვირვებისთვის მავნე ორგანიზმების განსაზღვრას (მათი ნუსხის შექმნა) აწარმოებს რეგიონალური სატყეო სამსახური. რეკოგნოსცირებული კვლევა ტარდება იმ სახეობის ხეებისთვის, რომლებზეც გასულ წლებში ფიქსირდებოდა სხვადასხვა მავნე ორგანიზმების არსებობა და არსებობს რეალური საფრთხე მავნე ორგანიზმების ხელმეორედ აფუთქარებისა. დეტალური კვლევა - ტყის მასივებში ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლისა და მავნებელ-დაავადებების გავრცელების შეფასებისთვის საჭიროა სიტუაცია შეფასდეს სანიმუშო ფართობებზე. კორომებში სანიმუშო ფართობების განთავსებისას საჭიროა დაცული იქნას სანიმუშო ფართობის აღების წესები. ამისთვის წინასწარ შერჩეულ ტყის მასივს ყოფენ არაერთგვაროვან მონაკვეთებად. დაყოფის კრიტერიუმებია: –  განსხვავებული ეკოლოგიური პირობები, –  მავნებელ-დაავადებების გავრცელება და ა.შ. შერჩეულ მონაკვეთებში ხორციელდება სანიმუშო ფართობების აღება, ხოლო მათი რიცხოვნობა პროპორციული უნდა იყოს საკვლევი ტერიტორიის ფართობისა.   ძირითადად მოსახერხებელია გამოყენებული იქნას სანიმუშო ფართობების  შემთხვევითი და სისტემატიკური შერჩევების კომბინაცია. სანიმუშო ფართობები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: კვადრატული, წრიულები (0,1 დან-0,5 ჰა-მდე), სამარშუტო სვლები და ა.შ. ტყის მასივების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლისათვის საშუალოდ 1000 ჰექტარზე საჭიროა აღებულ იქნას არანაკლებ 3 სანიმუშო ფართობი, ხოლო, სამარშრუტო სვლების მთლიანი სიგრძე საშუალოდ 1000 ჰექტარზე უნდა იყოს არანაკლებ 20 კილომეტრი. სანიმუშო ფართობზე არსებული და მათ შორის  შესასწავლი ხეების რაოდენობა დამოკიდებულია მავნებელ-დაავადებების გავრცელებაზე. მავნებელ-დაავადებების მცირე გავრცელების, ზეხმელი ხეების მცირე რაოდენობის დროს (10%-მდე)  შესწავლილ უნდა იქნას არანაკლებ 200 ხისა, 10%-დან 20%-მდე დაზიანების შემთხვევაში - 100 ხე, ხოლო 20% დან 40%-მდე დაზიანების შემთხვევაში - 50 ხე, 40%-ზე მეტი დაზიანების შემთხვევაში - 20 ხე. სანიმუშო ფართობებში კორომის მდგომარეობა ისაზღვრება: ხეების გადათვლით სახეობების მიხედვით, ხის დიამეტრის, კორომის მდგომარეობის კატეგორიით,  მავნებელ-დაავადებების დაზიანების ინტენსიობით და ა.შ. მკვეთრად გამოხატული ჯგუფური ხმობის შემთხვევაში გადათვლა წარმოებს  მავნებელ-დაავადებების კერებში და კერების გარშემო 5 მეტრიან ზოლში. ზეხმელი ხეების თანაბარი გავრცელების შემთხვევაში, მაშინ როცა მავნებელ-დაავადებების კერები აშკარად გამოხატული არ არის, გადათვლას აწარმოებენ დიაგონალზე  ან ზიგზაგის მაგვარ ხაზებზე საკვლევი ტერიტორიის მთელ უბანზე. გადათვლაში, როგორც წესი, მონაწილეობს არანაკლებ 200 ხისა, 10%-მდე ხმობის შემთხვევაში. შედარებით მაღალი ხმობის შემთხვევაში ხეების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 150-100 ხემდე, ხოლო მასობრივი ხმობის შემთხვევაში ხეების რიცხვი შეიძლება შემცირდეს 50-20 ხემდე. ტყის პათოლოგიური მდგომარეობის  მაჩვენებლები ტყის პათოლოგიური კვლევის შედეგად ყველა გამოსაკვლევი უბნისათვის დგინდება შემდეგი მონაცემები: 1. ტყის კორომის პათოლოგიური მდგომარეობის კატეგორია (I,II,III); 2. ზეხმელი ხეების მარაგი; 3. უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობით გამორჩეული მავნებელ-დაავადებების სახეობრივი შემადგენლობა, მათი გავრცელების თავისებურებები, კერების არსებობა, ზეზეური ხეების დაზიანების ხარისხი (მასობრივი ფრენა, მავნებელთა კვერცხების არსებობა, მატლებისა და ჭუპრების გამოჩენა, ასევე შეჭმული ფოთლისა და წიწვის არსებობა, მერქნიან მცენარეებზე არსებული ბუდეები, აბლაბუდის ქსელები, ხეების ხმობა, შტამბზე ხვრელების არსებობა, ნაღრღნი ფქვილისა და ექსკრემენტების არსებობა, ქერქის შემოცლა და ცვენა, წვერხმელობა, ქერქის, ღეროსა და ფესვის ხმობა, წიწვებისა და ფოთლების მასობრივი ფერის შეცვლა, მათი ხმობა და ცვენა, ღეროზე სოკოს ნაყოფსხეულების არსებობა და ა.შ.); 4. აუცილებელი ტყის დაცვის ღონისძიებები. ტყის კორომის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შემთხვევაში მიეთითება მხოლოდ კატეგორია. ტყის კორომის  პათოლოგიური მდგომარეობა ფასდება სამი კატეგორიით კორომში არსებული ძირითადი სახეობისათვის, დაწყებული III კლასის ხნოვანებით და ზემოთ. ყველა კორომი მიეკუთვნება ერთ-ერთს ამ სამი კატეგორიიდან: I  – მდგრადი (ჯანმრთელი); II – დარღვეულია მდგრადობა (სიცოცხლისუნარიანობა); III – დაკარგულია მდგრადობა (სიცოცხლისუნარიანობა). ტყის კორომის  დაყოფა მითითებულ კლასებად წარმოებს, რათა უფრო სრულად შეფასდეს კორომებში  ტყის პათოლოგიური მდგომარეობა, მათი შემდგომი დიფერენცირებისა და სანიტარული მდგომარეობის შესწავლისათვის, აგრეთვე სანიტარული ღონისძიებების რაციონალური დაგეგმვისათვის. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან კორომები, რომლებშიც მიმდინარე წლის ხმობა არ აღემატება დაშვებულ ზღვრულ დონეს. ჯანმრთელ კორომებს როგორც წესი გააჩნიათ კორომის ბონიტეტიდან გამომდინარე ნორმალური ზრდა და  ვარჯის თანაბარი ფორმირება. მავნებელ-დაავადებებით გამოწვეული დაზიანება უმნიშვნელოა ან საერთოდ არ ფიქსირდება. მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან კორომები, სადაც არსებული ხეების  ხმობა ორჯერ აღემატება დასაშვებ ზღვრულ დონეს. ასეთი კორომებისთვის დამახასიათებელია ხეების ჯგუფური ხმობა, ზრდაში ჩამორჩენა, წიწვების და ფოთლების ფერის შეცვლა. ვარჯის არათანაბარი ფორმირება. წარმოქმნილი ფანჯრები. სიცოცხლისუნარიანობის დარღვევა, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს მავნებლებით, დაავადებებით, სტიქიური და სხვა არასასურველი ფაქტორებით. მესამე კატეგორიას მიეკუთვნებიან დაზიანებული კორომები, რომელთა შემადგენლობაში არსებული ხეების უმეტესი ნაწილი გახმა ან ხმობადია. ცალკე გათვალისწინებულ უნდა იქნეს: მიმდინარე და წინა წლის ქარქცეული, თოვლქცეული ან/და ქარტეხილი ხეების რაოდენობას. კორომის მდგომარეობის შეფასებისთვის დადგენილია ხეების მდგომარეობის 6 კატეგორია (ცხრილი №1; დანართი №1) ცხრილი №1 ხის მდგომარეობის კატეგორიები კატეგორია წიწვოვანი ფოთლოვანი I-ჯანმრთელი დასუსტების ნიშნების გარეშე ვარჯი ხშირია (სავსეა), წიწვი (ფოთოლი) მწვანე, მბრწყინავი. მიმდინარე წლის ზრდა ნორმალურია და შეესაბამება მოცემულ სახეობას, ხნოვანებას, სეზონს, მცენარის ზრდა-განვითარებასა და გარემო პირობებს. ღეროს და გვერდით გამერქნიანებულ ფესვებს არ გააჩნია დაზიანების გარეგნული ნიშნები. II-დასუსტებული ვარჯი აჟურულია, წიწვი მწვანე, ღია-მწვანეა ან შეტრუსულია არაუმეტეს 1/3-ზე. ზრდა შემცირებულია ნახევრამდე, ხმება ზოგიერთი ტოტი. ვარჯი აჟურულია, ფოთლები ადრე ცვივა, ზრდა შემცირებულია ნახევრამდე, ხმება ზოგიერთი ტოტი, აღინიშნება გამერქნებული ფესვების ნაწილობრივი დაზიანება. III-ძლიერ დასუსტებული ვარჯი ძლიერ აჟურულია, წიწვი ბაცი მწვანეა ან მქრქალი, ან/და შეტრუსულია 1/3-ზე მეტი. ზრდა ძლიერ სუსტია, ვარჯის 2/3-მდე ხმობა. ღეროს მავნებლების ერთეული დასახლება. სოკოების ნაყოფსხეულები და ხის დაზიანებული სოკოების სხვა დამახასიათებელი ნიშნების არსებობა ღეროზე. ვარჯი ძლიერ აჟურულია, ფოთლები ძლიერ წვრილია,  ადრე ყვითლდება და ცვივა. ზრდა ძლიერ სუსტია ან საერთოდ არაა. ხმება ვარჯის 2/3-მდე. ღეროზე და ტოტებზე წვენის დენა. ღეროს მავნებლების ერთეული დასახლება. სოკოების ნაყოფსხეულები და ხის დამზიანებელი სოკოების სხვა დამახასიათებელი ნიშნების არსებობა ღეროზე. IV-ხმობადი ვარჯი ძლიერ აჟურულია, წიწვი მოყვითალო ან მოყვითალო-მწვანე. ცვივა. ზრდა ძალიან სუსტი ან საერთოდ არაა. ხმება ტოტების 2/3-ზე მეტი. აღინიშნება ღეროს მავნებლების დასახლება. გამხმარია ან ხმება ვარჯის 2/3-ზე მეტი. ღეროს და გვერდითი გამერქნიანებული ფესვების გარშემო 2/3-ზე მეტი დაზიანებულია, აღინიშნება ღეროს მავნებლების დასახლება. V-ახალი ზეხმელი (მიმდინარე წლის) წიწვი ნაცრისფერია. ყვითელი ან მოწითალო-ყავისფერია, ნაწილობრივ ჩამოცვენილია, ქერქის ნაწილობრივი ცვენა (შემოცლა). დასახლებულია ან დამუშავებულია ღეროს მავნებლების მიერ. ფოთლები გამხმარია, დამჭკნარი ან ჩამოცვენილი. ქერქის ნაწილობრივი ცვენა (შემოცლა). დასახლებულია ან დამუშავებულია ღეროს მავნებლების მიერ. VI-ძველი ზეხმელი (წინა წლების) არ აქვს ცოცხალი წიწვი (ფოთოლი). ქერქი და წვრილი ტოტები ჩამოცვენილია ნაწილობრივ ან მთლიანად. ფიქსირდება ღეროს მავნებლების გამოსაფრენი ხვრელები. ქერქის ქვეშ სოკოების მიცელიუმები. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა,  ხის სახეობის, დიამეტრისა და კორომის მდგომარეობის კატეგორიის გარდა ყოველი ხისათვის დგინდება მისი დაზიანება მავნებელ-დაავადებებით და ისაზღვრება დაზიანების ხარისხი. სანიტარული მდგომარეობის შეფასებისას კორომებში დგინდება ხეების დაზიანების და ხმობის მიზეზები, ისაზღვრება გავრცელებული მავნებელ-დაავადებების სახეობრივი შემადგენლობა. მავნებელ-დაავადებების მიერ კორომში ხეების დაზიანება გამოიხატება პროცენტებში ხეების საერთო რაოდენობიდან. მავნებელ-დაავადებების  მიერ დაზიანებულ კორომებში არჩევენ: სუსტი დაზიანება – მავნებლების მიერ დაზიანებულია  ხეების 10 %-მდე; საშუალო დაზიანება – მავნებლების მიერ დაზიანებულია  ხეების 10-30% -მდე; ძლიერი  დაზიანება – მავნებლების მიერ დაზიანებულია  ხეების 30% და მეტი. ტყის დაცვაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობები: ზოგადი ზედამხედველობა ხორციელდება ადგილობრივი სატყეო სამსახურის მიერ  გეგმიურად ან შემთხვევით, ტყეში სხვადასხვა სამუშაოების განხორციელების დროს. მეტყევე/სპეციალისტი ვალდებულია დააფიქსიროს მავნებელ-დაავადებების გამოჩენა, ტყის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და  მავნებელ-დაავადებების მასობრივი გავრცელების, ტყის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში აცნობოს უბნის უფროსს.  უბნის უფროსმა, რომელმაც მიიღო შეტყობინება დაუყოვნებლივ უნდა შეამოწმოს  დაზიანებული კორომი, ან მის მიერ დაზიანების  აღმოჩენის შემთხვევაში პირადად შეავსოს სასიგნალო ფორმა (დანართი 3, ფორმა №1), რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:  – რეგიონი, სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი და ლიტერი (GPS კორდინატები); – დაზიანებული კორომის მოკლე ტაქსაციური დახასიათება; – დაზიანებული მერქნიანი სახეობა;  – თვალზომურად განსაზღვრულ დაზიანებული  სავარაუდო ფართობი;  სასგიგნალო ფორმის მეშვიდე პუნქტში უნდა აღინიშნოს, თუ რა დაფიქსირდა: ბუნებრივთან შედარებით  დასუსტებული, წვერხმელი, ხმობადი, ზეხმელი ხეების რიცხოვნობის ზრდა; წიწვისა და ფოთლის შესამჩნევი დაზიანება ან მათი ფერის შეცვლა; წიწვის და ფოთლის ადრეული ცვენა ან ჭკნობა; მავნე ორგანიზმების მომატებული რიცხოვნობის გამოვლენა ან ხეების დაავადებით შესამჩნევი დაზიანება; ქარტეხილი, ქარქცეული და თოვლქცეული ხეების რიცხოვნობის ზრდა (ბუნებრივთან შედარებით) და  განისაზღვროს დაზიანების წარმოქმნის მიზეზები.  სასიგნალო ფორმა ივსება 3 ეგზემპლარად, მათ შორის, 1 (ერთი) ეგზემპლარი რჩება ადგილზე, 2 (ორი) იგზავნება სატყეო სამსახურში. სატყეო უბნის უფროსი და რეგიონული სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე მოვალენი არიან, 3 (სამი) დღის განმავლობაში შეამოწმონ შემოსული სიგნალი, უფრო ზუსტად დაადგინონ დაზიანების ხასიათი და ხარისხი, მისი წარმოქმნის მიზეზები (შეძლებისდაგვარად დადგინდეს მავნე ორგანიზმის სახეობა), განისაზღვროს დაზიანების ფართობი და გაკეთდეს ბრძოლის ღონისძიებების მონახაზი. შედეგები ჩაიწერება შესაბამის ფორმაში (დანართი N3, ფორმა №2). ფორმა №2-ის მეხუთე გრაფაში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია კორომის მდგომარეობის შეფასების შესახებ, მონაცემები სანიტარული მდგომარეობის შესახებ (ხმობის ხასიათი და მოცულობა, ზეხმელის და ძირნაყარის ხეების რაოდენობა 1 ჰა. ფართობზე, აგრეთვე დაზიანების %), მავნებელ-დაავადებების  კერის არსებობა, სახეობრივი შემადგენლობა და მათი გავრცელება. ფორმა №2-ის მეექვსე გრაფაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: არასასურველი სანიტარული მდგომარეობის საკვლევი ფართობებისთვის იგეგმება სავარაუდო სანიტარულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები (ჩახერგილობის ლიკვიდაცია, სანიტარული ჭრები, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებები). შემოწმების შედეგად შევსებულ ფორმა №2-ს  და სასიგნალო ფორმის (ფორმა №1) თითო ეგზემპლარს ადგილობრივი სატყეო სამსახური 3 დღის განმავლობაში აგზავნის სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოში, დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებას უწევს ტყის დაცვის სპეციალისტის გამოძახებას, ვისი მონაწილეობითაც ხორციელდება დაზიანების კერის  გამოკვლევა და მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, საჭირო ღონისძიებების შესახებ. სასიგნალო ფორმა (ფორმა №1) და ფორმა №2-ის  თითო ეგზემპლარი  ინახება სატყეო უბანში,  რეგიონულ სატყეო სამსახურში და სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოში. ტყეების დაზიანებაზე ზოგადი ზედამხედველობა და შეტყობინება, შემოწმების მასალებთან ერთად, გამოიყენება მიმდინარე ტყის პათოლოგიური კვლევის დაგეგმვისას, მონიტორინგის წარმოებისას, ტყის პათოლოგიური მდგომარეობის მიმოხილვის შედგენისა და სტატისტიკური ანგარიშგებისას. ფორმა  №1 მავნე ორგანიზმების გამოვლენისა და აღრიცხვის სასიგნალო ფორმა 1. რეგიონი ---------------------------------  2. სატყეო უბანი ---------------------------------------------------- 3. სატყეო --------------------------- 4. კვარტალი--------------- 5. ლიტერი------------------------------------ 6. მოკლე ტაქსაციური დახასიათება ( შემადგენლობა, ხნოვანება, ბონიტეტი, სიხშირე) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 7. რა არის დაფიქსირებული -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქარტეხილი, ქარქცეული, ნახანძრალი, ახლად დაზიანებული, წიწვის და ფოთლის ფერის შეცვლა, დიდი რაოდენობითაა მავნებლის სხვადასხვა ფაზების არსებობა ხეებზე, დაავადების არსებობა, სხვა და ა.შ) 8. დაზიანებულია მერქნიანი სახეობა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. დაზიანების სავარაუდო ფართობი  (ჰა)---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10. დააფიქსირა დაზიანება  (თანამდებობა, სახელი, გვარი)-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11. საკონტაქტო ინფორმაცია ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 12. ადგილის GPS კოორდინატები ____________________________________________________________ 13. დაზიანებული კორომის ფოტოსურათი ხელმოწერა  --------------------- თარიღი  ------------------------ ფორმა №2 კვარტალი უბანი ფართობი ჰა მოკლე ტაქსაციური დახასიათება ტყის პათოლოგიური დახასიათება გასატარებელი ღონისძიება 1 2 3 4 5 6 ტყის პათოლოგიური მონიტორინგი ტყის პათოლოგიური მონიტორინგი (ტპმ) – ეს არის ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე (ტყის მდგრადობის, მავნე ორგანიზმებით დაზიანების, ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორებით გამოწვეული ცვლილებებისა და ამ პროცესების დინამიკაზე) ოპერატიული და მუდმივი დაკვირვება. აღნიშნული პროცესების დროული პროგნოზირება იძლევა ტყის დაზიანებული ფართობების დროულად გამოვლენის საშუალებას, ტყის მავნე ორგანიზმების გავრცელების შეფასება/პროგნოზირებასა და ტყის დაცვითი ღონისძიებების დროულად დაგეგმვის საშუალებას. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის  (ტპმ) ძირითადი მიზნები: ტყის შემქმნელ სახეობებზე, დინამიკასა და მდგრადობაზე მუდმივი დაკვირვება, ტყის მავნებელ-დაავადებების რიცხოვნობის ცვლილებასა და მათ მდგომარეობაზე მუდმივი კვლევა; განსაზღვრულ ვადებში ტყის პათოლოგიური მონიტორინგის განხორციელება (ტპმ) რაიონების, რეგიონების და ქვეყნის დონეზე. ტყის პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების პროგნოზირება. ტყის მავნე ორგანიზმებისგან ტყის დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა, ტყის მდგრადობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნება. დანაკარგების თავიდან აცილება, როგორც ეკოლოგიური ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ორგანიზების შერჩევა ხდება ბუნებრივი, ეკონომიკური და სანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, რეგიონის მასშტაბით. ტყის პათოლოგიური მონიტორინგი (ტპმ) ტარდება 2 დონეზე: ლოკალურად და რეგიონალურად. ლოკალური მონიტორინგი  ხორციელდება თითოეულ სატყეო უბანში, სადაც სატყეო სექტორის წარმომადგენლების მიერ ხდება ტყის პათოლოგიური მონიტორინგის პირველადი მონაცემების შეგროვება, განისაზღვრება საფრთხეები და ფასდება როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური დანაკლისები. რეგიონალური მონიტორინგი რეგიონული მონიტორინგი ხორციელდება თითოეული სატყეო უბნისა და მთლიანად რეგიონის დონეზე ტყის პათოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და ინფორმაციის ანალიზით; ტყის პათოლოგიური მონიტორინგისას ცენტრალური და რეგიონული წარმომადგენლების ფუნქცია-მოვალეობები: ცენტრალური აპარატი ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციებია: ტპმ-ის ძირითადი საორგანიზაციო და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა საქართველოში.  რეგიონებში (რაიონებში) ტპმ-ის დანერგვაში უშუალო მონაწილეობის მიღება (საველე გასვლები); რეგიონებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება და ტყის პათოლოგიური მდგომარეობის ეროვნული ბაზის შექმნა; რეგიონების მიერ განსაზღვრული ღონისძიებების შეფასება, განხორციელების ორგანიზებაში მონაწილეობა და კონტროლი. ტყის დაცვითი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება (რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებით დიდ ფინანსურ დანახარჯს). რეგიონალური წარმომადგენლობის ძირითადი ფუნქციებია: ტპმ-ის ორგანიზება სატყეო უბნებში; ტპმ-ის პრაქტიკული განხორციელება სატყეო უბნების თანამშრომლებთან ერთად; ტყის პათოლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეგიონალური ბაზის შექმნა;  ტყის დაცვითი ღონისძიებების დასაბუთება, დაგეგმვა, განხორციელება ან/და განხორციელების ორგანიზება, ასევე, ტპმ-სთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის წარმოება, მათ შორის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაცია. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ობიექტები ტპმ-ის ობიექტებს წარმოადგენენ როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური წარმოშობის კორომები; მიწის ნაკვეთები, სადაც ბუნებრივად/ხელოვნურად ხდება ბუნებრივი განახლება (განახლების ხელშეწყობა), ტყის დროებითი სანერგეები; ტპმ-ის პრიორიტეტულ ობიექტებს წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტყეები. სტიქიებისაგან დაზიანებული,  ჭრაგავლილი, სარეკრეაციო, ნახანძრალი, მავნებელ-დაავადებებისგან დაზიანებული და სხვა ბუნებრივი თუ ანთროპოგენული ზეგავლენის ქვეშ მყოფი ტყეები; ტყის დასუსტების ბიოტური ფაქტორებიდან (დაზიანება და შესაძლო დაღუპვა), მონიტორინგს ექვემდებარება ქერქისა და ფოთლის მღრღნელები, მოზარდ-აღმონაცენის მავნებლები, განსაკუთრებით კი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები, ტყის დაზიანება ჩლიქოსნებითა და სხვა ცხოველებით; მონიტორინგს ექვემდებარება ისეთი კორომები, რომლებიც  დასუსტებული ან დაზიანებულია ხანძრის, ქარის, დიდთოვლობის, გვალვის, წყალდიდობის ან სხვა ბიოტური ფაქტორების გავლენით;  ტყის პათოლოგიური მონიტორინგის მეთოდები და საშუალებები ტპმ ხორციელდება შერჩევითად, როგორც სახმელეთო ისე დისტანციური მეთოდების გამოყენებით. მათი გამოყენება განისაზღვრება მონიტორინგის ტიპით, ფინანსური  და სხვა შესაძლებლობებით. ტპმ-ის მართვისას გამოიყენება თანამედროვე მეთოდები და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტყის სანიტარული მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის სიზუსტეს და სანდოობას. ინფორმაციის შენახვასა და დამუშავებას  მინიმალური გამართლებული დანახარჯების გამოყენებით; დისტანციური კვლევების დროს გამოიყენება სატელიტური, აეროფოტო, აეროვიდეო და სხვა აეროვიზუალური გადაღების საშუალებების გამოყენება; დისტანციური კვლევები აუცილებელი და განსაკუთრებულად ეფექტურია დიდი ფართობის სანიტარული მდგომარეობის დასადგენად. დისტანციური კვლევების დროს მიღებული პირველადი მონაცემები იძლევა ინფორმაციას, საჭიროებს თუ არა კონკრეტული ფართობი (კვარტალი, ლიტერი) უფრო სიღრმისეულ შესწავლას, რაც შემდგომ ხორციელდება სახმელეთო მეთოდების  გამოყენებით. ტპმ-ის ძირითადი მამოძრავებელია სახმელეთო კვლევები, რომლის დროსაც იქმნება მუდმივი დაკვირვების წერტილების ქსელი (მდწ), რომლებიც იძლევა  ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებას. ტყის მავნე ორგანიზმების გამოვლენის დამატებით მეთოდად გამოიყენება სახეობა სპეციფიკური ფერომონიანი მწერმჭერები. მუდმივი დაკვირვების წერტილები აუცილებელია, ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე ხანგრძლივი დაკვირვებებისათვის, მავნე ორგანიზმების დეტალური აღრიცხვისათვის და ასევე აბიოტური ფაქტორებით ტყის დაზიანების ხარისხის  განსაზღვრისათვის. მუდმივი დაკვირვების წერტილების შერჩევა ხდება 10 წლის ვადით, შემდგომ კი საჭიროების შემთხვევაში ხდება წერტილების ჩანაცვლება. კორომის დაღუპვის შემთხვევაში წერტილების ჩანაცვლება ხდება ნაადრევად. ტპმ-ის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ტყეზე ეკონომოკური საქმიანობის გავლენის შეფასება (მათ შორის მოვლითი ღონისძიებების გავლენა), შესაბამისად მუდმივი დაკვირვების წერტილები სტანდარტულად  იმართება (ტარდება ჭრები და აშ.), ისევე როგორც დანარჩენი ტყეები. 1.4. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება 1.4.1. ტპმ-ის ორგანიზება მოიცავს რამდენიმე ეტაპს: მოსამზადებელი სამუშაოები საველე სამუშაოები - მუდმივი სანიმუშო ფართობების შერჩევა სანიმუშო ფართობებზე მონაცემთა შეგროვება და დაკვირვება შეგროვებული მონაცემების ანალიზი და ღონისძიებების დაგეგმვა მასშტაბებისა და სირთულეების გათვალისწინებით ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება რეგიონალურ დონეზე უნდა განხორციელდეს 2-3 წლის განმავლობაში. 1.5. მოსამზადებელი სამუშაოები მოსამზადებელი სამუშაოები მიმართულია ისეთი ინფორმაციის მოპოვებისაკენ, რომელიც იქნება ტპმ-ის საფუძველი, როგორც რეგიონალურ, ისე ლოკალურ დონეზე ტყის მავნე ორგანიზმების შერჩევისათვის. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის მოსამზადებელი სამუშაოები მდგომარეობს შემდეგში: ლიტერატურის/ინფრომაციის[1] დამუშავება, რათა მოხდეს თითოეული რეგიონისათვის დამახასიათებელი მავნებელ/დაავადებების განსაზღვრა, ამის საფუძველზე კი მოხდეს ტპმ-ის უმთავრესი ობიექტების განსაზღვრა; ტყის დამახასიათებელი შემდეგი მონაცემების შეგროვება: ტყით დაფარული ფართობი ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობების მიხედვით: წიფელი, ნაძვი, სოჭი, მუხა, რცხილა და სხვა; კორომის წარმოშობა (ბუნებრივი/ხელოვნური); ტყის დროებითი სანერგეების არსებობა; ტყის ფონდში არსებული მიწების აღწერა და მოკლე დახასიათება. ძირითადი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ანალიზი, ტყითსარგებლობის სახეების გამოვლენა და მათი ზეგავლენის დადგენა ტყეზე.  აუცილებელი კარტოგრაფიული მასალების დამუშავება, რომლებიც უნდა მოიცავდეს რეგიონის სქემებსა და რუკებს, რომელიც გვიჩვენებს სატყეო უბნების საზღვრებს. ასევე ტყის გავრცელების საზღვრებს და სხვა. მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ ხდება ტპმ-ის  წინასწარი სისტემის შედგენა რეგიონისათვის, კერძოდ: როგორი შემადგენლობის კორომებში, რა ლოკაციაზე არის მიზანშეწონილი მუდმივი დაკვირვების სანიმუშო ფართობების გამოყოფა; რომელი პათოლოგიური ფაქტორები მათ შორის: მწერები, სოკოები, ვირუსები, ბაქტერიული დაავადებები, ანთროპოგენული, სტიქიური ან სხვა საჭიროებენ აუცილებელ კონტროლს, აღრიცხვასა და პროგნოზირებას. მათ შესაბამისად კი რომელ სატყეო უბნებში, სატყეოებში, კვარტლებში არის მათზე მუდმივი დაკვირვების წერტილების (სანიმუშო ფართობების) ორგანიზება საჭირო. რეგიონის თავისებურებებზე მორგებული რომელი ძირითადი კონტროლის მექანიზმები უნდა იქნეს გამოყენებული ამა თუ იმ პათოლოგიური ფაქტორის გავრცელების რისკების შესაფასებლად. საველე სამუშაოები – სანიმუშო ფართობების აღება ძირითადად ხდება (ზემოთ) დეტალურ კვლევაში წარმოდგენილი მეთოდების შესაბამისად. სანიმუშო ფართობებზე მონიტორინგის წარმოება - ხორციელდება ტპმ-ს ძირითადი ობიექტების ბიოლოგიიდან გამომდინარე; მონიტორინგი ძირითადად ხორციელდება დეტალური კვლევის გამოყენებით. [1] უწყებრივი მონაცემებიდან გამოიყენება ტყეთმოწყობისა და ტყის პათოლოგიური გამოკვლევების სხვადასხვა წლის ანგარიშები, მათ შორის სპეციალიზირებული ექსპედიციების, სტატისტიკური და სხვა მონაცემები უკანასკნელი 10-20 წლის. ტყის დაცვითი ღონისძიებების პროექტები, მათ შორის საავიაციო და სახმელეთო, ასევე პროფილაქტიკური (გამოხშირვა და სხვა), ტყის ფონდისთვის (თითოეული რეგიონისათვის) დამახასიათებელი კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაცია სანიმუშო ფართობზე მონიტორინგის წარმოება – ხორციელდება  ტპმ-ს ძირითადი ობიექტების ბიოლოგიიდან გამომდინარე; მონიტორინგი ძირითადად ხორციელდება დეტალური კვლევის გამოყენებით.