„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24802
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016636
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №24802

2021 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის N108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის N108 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის“ მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი

1. თუ დაინტერესებული პირის მიერ 2021 წლის პირველ მარტამდე გადახდილია დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-14 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ამავე ვადაში მომსახურება არ არის გაწეული, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ვალდებულების ასახვა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 1 აპრილისა, გარდა შესაბამისი მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევისა.

2. შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია შეიზღუდოს მომსახურების გაწევა დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის ადგილზე ვიზიტით, თუ აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან).“.

2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი