„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №10794 |
|
2023 წლის 15 მაისი ქ. თბილისი |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის“:
ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა (ხარვეზის გამოუსწორებლობა) განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.“:
ბ) მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც მომსახურების საფასურის გადასახდელი ვალდებულება ასახულია ბარათზე, შესაბამისი ვალდებულების შემცირების მიზნით, ხორციელდება ბარათის კორექტირება, იმ სტრუქტურული ერთეულის მიერ რომლის მიერ უნდა გაწეულიყო მომსახურება.“;
გ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ხარვეზის დადგენით ჩერდება მომსახურების გაწევის ვადის დინება. ვადის დინება განახლდება პირის მიერ ხარვეზის გამოსწორების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან და დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველია.“;
დ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ დაინტერესებულმა პირმა განცხადების შემოტანის/დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ განაცხადა უარი მომსახურების მიღებაზე, ან ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის (გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობისა) გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მის მიერ გადახდილი საფასური ზედმეტად გადახდილად არ ჩაითვლება და არ დაუბრუნდება, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურისთვის შემდგომი მიმართვისას, პირი ვალდებულია დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს მომსახურების საფასური.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა