1. საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;

გ) საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მერის ბრძანებით საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას;

დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც ჩადებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);

ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).

2. სამუშაო ჯგუფი ამტკიცებს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მაქსიმალურ სავარაუდო ღირებულებას.

3. სამუშაო ჯგუფმა შესაძლოა მიიღოს დამატებითი კრიტერიუმები.

4. საპროექტო წინადადების წარდგენისას, წარმდგენს უნდა ჰქონდეს გამოგზავნილი შემდეგის სახის ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი/საინიციატივო ჯგუფის წევრების სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი/საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადი ნომრები;

გ) საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელ-ფოსტა;

დ) პროექტის სახელწოდება;

ე) პროექტის აღწერა;

ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი;

ზ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტ